სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

მუხლი 32. თანამშრომლობის ფორმები

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 15 დეკ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ამ თავის შესაბამისად, საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობა უნდა მოიცავდეს სტატუტითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი საპროცესო მოქმედების შესრულებას, რომელიც ხელს უწყობს საერთაშორისო სასამართლოს განსჯად ქმედებათა გამოძიებას და სისხლისსამართლებრივ დევნას, აგრეთვე დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ამოღებას. ასეთ საპროცესო მოქმედებებს განეკუთვნება: ა) პირთა იდენტიფიცირება, მათი ადგილსამყოფლის დადგენა; ბ) მტკიცებულებათა, მათ შორის, მოწმის ჩვენების მოპოვება, საერთაშორისო სასამართლოსთვის აუცილებელ მტკიცებულებათა, მათ შორის, ექსპერტის ან სპეციალისტის დასკვნის მომზადება და წარდგენა; გ) იმ პირის დაკითხვა, ვის მიმართაც წარმოებს გამოძიება ან ვინც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ სისხლისსამართლებრივი წესით იდევნება; დ) დოკუმენტების, მათ შორის, სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარება; ე) დაპატიმრებული პირის დროებითი გადაცემა; ვ) ადგილებისა და ობიექტების ადგილმდებარეობის დადგენა; ზ) ჩხრეკა, ამოღება, ყადაღის დადება; თ) მასალებისა და დოკუმენტების, მათ შორის, სასამართლო დოკუმენტების წარდგენა; ი) მოწმეთა და დაზარალებულთა, ასევე მტკიცებულებათა დაცვა; კ) თანხისა და ქონებრივი ღირებულების მქონე ნივთების აღმოჩენა, დაყადაღება, ასევე, დანაშაულის საგნის და საშუალების ამოღება და დაყადაღება მისი ჩამორთმევის მიზნით; ლ) სასამართლოს წინაშე მოწმეთა და ექსპერტთა სახით პირთა ნებაყოფლობითი გამოცხადებისთვის ხელის შეწყობა; მ) ექსჰუმაციის ჩატარება, ადგილებისა და ობიექტების დათვალიერება, მათ შორის სამარხების აღმოჩენა და დათვალიერება; ნ) დახმარების ნებისმიერი სხვა ფორმა, რომელიც აკრძალული არ არის საქართველოს კანონმდებლობით და რომელიც ხელს უწყობს სასამართლოს მის იურისდიქციაში შემავალი დანაშაულების გამოძიებასა და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებაში.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 28 აპრ. 2005 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
319356256³56⁵56²257853032
მითითებამნიშვნელობით ახლოსსისხლის სამართლის საერ…პროკურატურის შესახებსისხლის სამართლის სფერ…სამართალდაცვით სფეროში…ხელშეკრულება საქართველ…საერთაშორისო კერძო სამ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა