Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკანიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებმუხლი 11

ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ

მუხლი 11. ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების სფეროში სახელმწიფო მართვა

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 30 ივნ. 2023
თემები:სატყეო საქმედაბინძურების კონტროლი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების სფეროში სახელმწიფო მართვას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. სამინისტროს ფუნქციებია: ა) ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების სფეროში სტრატეგიისა და ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა, სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და მართვა; ბ) ნიადაგების გამოკვლევის, კონსერვაციისა და გაუმჯობესების, აგრეთვე მათი ნაყოფიერების დონის განსაზღვრისა და ამაღლების და საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების წარმოების ორგანიზება, შესაბამისი მონიტორინგი და მიწათსარგებლობის პირობების დაცვის ზედამხედველობა; გ) ნიადაგების ნაყოფიერების ამაღლების საშუალებათა (აგროქიმიკატების) გამოცდა, რეგისტრაცია და კატალოგის პერიოდულად შედგენა, აგრეთვე სათანადო მონიტორინგი და აგროქიმიკატების ხარისხობრივი მაჩვენებლების შემოწმება; დ) ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ ნორმატიული აქტების შემუშავება, მეცნიერულ-ტექნიკური უზრუნველყოფა, რეკომენდაციების მიღება, რეგლამენტების შემუშავება და დამტკიცება; ე) ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების სფეროში სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო-საძიებო სამუშაოების კოორდინაცია; ვ) ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების მდგომარეობის, სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების განხორციელებისა და დაფინანსების, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო სავარგულების აგროქიმიური მომსახურების, ნიადაგების ნაყოფიერების დამადასტურებელი ცნობების გაცემისა და მონიტორინგის მდგომარეობის შესახებ მოხსენების მომზადება და საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა 2 წელიწადში ერთხელ; ზ) მლაშობი, ბიცობი, მჟავე, ეროზირებული, მელიორირებული, დაზიანებული, ძლიერდაქვიანებული, განმეორებით დაჭაობებული და სხვა დაბალნაყოფიერი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ინვენტარიზაცია და სათანადო მონიტორინგი, აგრეთვე მიწის კადასტრის ერთიან სისტემაში ნიადაგის ხარისხობრივ და ეკონომიკური შეფასების მონაცემთა შემუშავება. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1693 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების სფეროში სახელმწიფო მართვას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. სამინისტროს ფუნქციებია: ა) ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების სფეროში სტრატეგიისა და ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა, სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და მართვა; ბ) ნიადაგების გამოკვლევის, კონსერვაციისა და გაუმჯობესების, აგრეთვე მათი ნაყოფიერების დონის განსაზღვრისა და ამაღლების და საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების წარმოების ორგანიზება, შესაბამისი მონიტორინგი და მიწათსარგებლობის პირობების დაცვის ზედამხედველობა; გ) ნიადაგების ნაყოფიერების ამაღლების საშუალებათა (აგროქიმიკატების) გამოცდა, რეგისტრაცია და კატალოგის პერიოდულად შედგენა, აგრეთვე სათანადო მონიტორინგი და აგროქიმიკატების ხარისხობრივი მაჩვენებლების შემოწმება; დ) ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ ნორმატიული აქტების შემუშავება, მეცნიერულ-ტექნიკური უზრუნველყოფა, რეკომენდაციების მიღება, რეგლამენტების შემუშავება და დამტკიცება; ე) ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების სფეროში სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო-საძიებო სამუშაოების კოორდინაცია; ვ) ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების მდგომარეობის, სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების განხორციელებისა და დაფინანსების, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო სავარგულების აგროქიმიური მომსახურების, ნიადაგების ნაყოფიერების დამადასტურებელი ცნობების გაცემისა და მონიტორინგის მდგომარეობის შესახებ მოხსენების მომზადება და საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა 2 წელიწადში ერთხელ; ზ) მლაშობი, ბიცობი, მჟავე, ეროზირებული, მელიორირებული, დაზიანებული, ძლიერდაქვიანებული, განმეორებით დაჭაობებული და სხვა დაბალნაყოფიერი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ინვენტარიზაცია და სათანადო მონიტორინგი, აგრეთვე მიწის კადასტრის ერთიან სისტემაში ნიადაგის ხარისხობრივ და ეკონომიკური შეფასების მონაცემთა შემუშავება. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1693 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. მუხლი 12. ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა - გაუმჯობესების სფეროში სახელმწიფო ზედამხედველობა ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების სფეროში სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით: ა) შეამოწმოს ნიადაგების ნაყოფიერების მდგომარეობა, ნაყოფიერების ამაღლების საშუალებათა შემოტანის წესების დაცვა, მათი გამოყენების რეგლამენტები და აგროწესები, აგრეთვე ნიადაგებზე აგროტექნიკური, აგროქიმიური, აგროსატყეო, ირიგაციული, ფიტოსანიტარიული, სანიტარიულ-ჰიგიენური ღონისძიებების განხორციელების ვითარება და საქართველოს ნორმატიული აქტების სხვა მოთხოვნათა დაცვა; ბ) შეამოწმოს ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების ამაღლების ღონისძიებათა გატარების მდგომარეობა და ეფექტიანობა; გ) შეამოწმოს ნიადაგების რადიონუკლიდებით, მძიმე მეტალებითა და ტოქსიკური ელემენტებით, ენტომოლოგიური, ჰელმინთოლოგიური, ბაქტერიული და ვირუსული დაბინძურება და მისი საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარების ეფექტიანობა; დ) მიწათმოქმედებისაგან მოითხოვოს აგროქიმიური, აგროსატყეო, მელიორაციული, მცენარეთა დაცვის და სხვა ღონისძიებების შეზღუდვა ან შეწყვეტა, თუ ისინი ზიანს აყენებენ გარემოს ან სხვის გამგებლობაში არსებულ მიწებს. საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4409 - ვებგვერდი,17.03.2011წ. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №493 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1693 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №10 · ძალაშია 1 სექ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 8 მაი. 2013 – 14 მაი. 2013 ტექსტი უცნობია

  2. … – 8 მაი. 2013 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 10შემდეგი მუხლი 12

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მიწის კონსერვაციასერვისის გვერდი
  • ნიადაგის დაბინძურების სამართალისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 30 ივნ. 2023 · №10

  • 4 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ

  • 12ნიადაგების
  • 10ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების ღონისძიებათა დაფინანსება
  • 5ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების ღონისძიებები

ნიადაგის დაცვის შესახებ

  • 5ნიადაგის დაცვის სფეროში მართვის ორგანოების ამოცანები
  • 3ნიადაგის დაცვის ღონისძიებები და საშუალებები

კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ

  • 29მიწების დაცვისა და ნიადაგის ნაყოფიერების გაუმჯობესების ღონისძიებანი
  • 27ნიადაგის ნაყოფიერი ფენის შენახვა
  • 30სასოფლო-სამეურნეო სავარგულების სპეციალური დაცვა

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ

  • 34საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ან/და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების კომპეტენცია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში

დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ

  • 18დაცული ტერიტორიების მართვა

გარემოს დაცვის შესახებ

  • 13სამინისტროს კომპეტენცია გარემოს დაცვის სფეროში

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

  • 19„სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო ორგანოთა უფლებამოსილებები და ვალდებულებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
12105341813531929273011
მნიშვნელობით ახლოსნიადაგების კონსერვაციი…ნიადაგის დაცვის შესახე…კანონი საქართველოს საბ…საზოგადოებრივი ჯანმრთე…დაცული ტერიტორიების სი…გარემოს დაცვის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 30 ივნ. 2023 · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026