საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ან/და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების უფლებამოსილებებია: ა) ნიადაგის დაბინძურების მონიტორინგის ორგანიზება; ბ) წყლის რესურსების სახელმწიფო მართვის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება მდგრადი განვითარებისა და წყლის რესურსების მართვის აუზური პრინციპების გამოყენებით; [ ბ) წყლის რესურსების მართვის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება მდგრადი განვითარებისა და წყლის რესურსების სააუზო მართვის პრინციპების გამოყენებით; (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან) ] გ) წყლის ობიექტების დაცვა ისეთი უარყოფითი ზემოქმედებისაგან, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს მოსახლეობის ჯანმრთელობას, გააუარესოს წყალმომარაგების პირობები და გამოიწვიოს მისი ხარისხობრივი ცვლილებები; დ) განსაკუთრებულ შემთხვევებში წყალსარგებლობის შეზღუდვის, შეჩერების ან აკრძალვის ღონისძიებების დაგეგმვა და გატარება; ე) დასახლებული ადგილების ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ორგანიზება; ვ) ხმაურის, ვიბრაციის, არამაიონებელი გამოსხივების მონიტორინგის ორგანიზება; ზ) რადიაციული ფონის მონიტორინგის ორგანიზება; თ) მაიონებელი გამოსხივების გამომყენებელ ობიექტებში დოზიმეტრული მონიტორინგის უზრუნველყოფა; ი) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაცია; კ) სურსათის უვნებლობის პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება; ლ) სურსათის უვნებლობის მოთხოვნათა დაცვის კონტროლი; მ) განსაკუთრებით საშიში ინფექციებით მკვდარი ცხოველისა და ფრინველის სამარხების მოწყობის ნორმების დადგენა და მათი აღრიცხვა; ნ) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეგისტრაცია; ო) პესტიციდების ტრანსპორტირების, რეალიზაციის, შენახვა-დასაწყობების პირობების სახელმწიფო ზედამხედველობა; პ) ცხოველთა ვაქცინაცია ეპიზოოტიის საფრთხის შემთხვევაში; ჟ) სასმელი წყლის უვნებლობის პარამეტრებისა და ხარისხის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლის და სასმელი წყლის გარე, შერჩევითი ლაბორატორიული კონტროლის განხორციელება; რ) სამინისტროსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან კოორდინაცია საგანგებო სიტუაციების (მათ შორის, ქიმიური ავარიებით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების) სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარებისას. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №492 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1691 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2619 – ვებგვერდი, 06.06.2018წ. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4091 – ვებგვერდი, 28.12.2018წ. საქართველოს 2023 წლის 16 ივნისის კანონი №3289 – ვებგვერდი, 06.07.2023წ. საქართველოს 2023 წლის 30 ივნისის კანონი №3430 – ვებგვერდი, 20.07.2023წ.
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ
მუხლი 34. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ან/და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების კომპეტენცია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №45 · ძალაშია 1 მაი. 2026-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
6 ივლ. 2023 – 1 სექ. 2026 ტექსტი უცნობია
18 მარ. 2021 – 6 ივლ. 2023 ტექსტი უცნობია
31 დეკ. 2018 – 28 იან. 2021 ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 6
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
- · გამოქვეყნდა 20 ივლ. 2023
- · გამოქვეყნდა 28 დეკ. 2018
- · გამოქვეყნდა 6 ივლ. 2018
- · გამოქვეყნდა 14 დეკ. 2017
- · გამოქვეყნდა 5 აპრ. 2013
34-ე მუხლში სამინისტროს სახელწოდება ახლებურად ჩამოყალიბდა, „ბ“ ქვეპუნქტში „გატარება“ „განხორციელებით“ შეიცვალა, ხოლო წყალსარგებლობის ნებართვების სისტემის ორგანიზება ამოღებულია და შემდგომი ქვეპუნქტები გადანომრილია.
რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით
სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

