1.დაუშვებელია ფიზიკური პირის მიერ კაჟიანი, ფითილიანი, კაფსულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ტარება. ამ იარაღის ტარება გულისხმობს ისეთი გარემოების არსებობას, როდესაც ფიზიკურ პირს ეს იარაღი თან აქვს − ხელში უჭირავს, სხეულზე აქვს მიმაგრებული ან ტანსაცმელში ინახავს.
2.დასაშვებია კაჟიანი, ფითილიანი, კაფსულიანი ცეცხლსასროლი იარაღის გადატანა-გადაზიდვა და გადაგზავნა თეატრალურ წარმოდგენაში, კინოჩვენებაში, სატელევიზიო ჩვენებაში, ისტორიულ რეკონსტრუქციაში, აღლუმსა და სპორტულ ღონისძიებაში გამოყენების, აგრეთვე ექსპონირების მიზნით. აღნიშნული იარაღის ამ პუნქტით გათვალისწინებული მიზნითა და სხვა მიზნით გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის წესი დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
3.ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევა იწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით პასუხისმგებლობის დაკისრებას.
საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3100 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. დაუშვებელია ფიზიკური პირის მიერ კაჟიანი, ფითილიანი, კაფსულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ტარება. ამ იარაღის ტარება გულისხმობს ისეთი გარემოების არსებობას, როდესაც ფიზიკურ პირს ეს იარაღი თან აქვს − ხელში უჭირავს, სხეულზე აქვს მიმაგრებული ან ტანსაცმელში ინახავს.2. დასაშვებია კაჟიანი, ფითილიანი, კაფსულიანი ცეცხლსასროლი იარაღის გადატანა-გადაზიდვა და გადაგზავნა თეატრალურ წარმოდგენაში, კინოჩვენებაში, სატელევიზიო ჩვენებაში, ისტორიულ რეკონსტრუქციაში, აღლუმსა და სპორტულ ღონისძიებაში გამოყენების, აგრეთვე ექსპონირების მიზნით. აღნიშნული იარაღის ამ პუნქტით გათვალისწინებული მიზნითა და სხვა მიზნით გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის წესი დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.3. ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევა იწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით პასუხისმგებლობის დაკისრებას.საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3100 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №71 · ძალაშია 1 აგვ. 2023-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
3 ივნ. 2003 – 1 აგვ. 2023მუხლი კანონში არ იყო
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.