Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაიარაღის შესახებმუხლი 21

იარაღის შესახებ

მუხლი 21. იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის გადატანა-გადაზიდვა და გადაგზავნა და სასიგნალო იარაღის ტარება

რედაქცია №86 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025
თემები:საზოგადოებრივი უსაფრთხოება და წესრიგი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1233¹3²3³3⁴4

1.იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის გადატანა-გადაზიდვა და გადაგზავნა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე.

2.ამ მუხლით გათვალისწინებულ ნებართვას არ საჭიროებს/არ საჭიროებენ: ა) რეგისტრირებული იარაღის მესაკუთრე ფიზიკური პირი – გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის 300 ვაზნამდე, ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან გაზის (აირის) იარაღის 300 ვაზნამდე ან ერთ კილოგრამამდე დენთის გადატანა-გადაზიდვის დროს; ბ) ფიზიკური პირი − ამ კანონის 31-ე მუხლის 1 1 პუნქტით დადგენილი წესით მისთვის დროებით სარგებლობაში გადაცემული სანადირო ცეცხლსასროლი იარაღისა და მისთვის განკუთვნილი ვაზნების (მაგრამ არაუმეტეს 300 ვაზნისა) გადატანა-გადაზიდვის დროს; გ) იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის გადატანა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული იარაღის დროებითი მოწმობის არსებობისას; დ) ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირები – კუთვნილი სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის დროს, ხოლო ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები – კუთვნილი სამხედრო-საბრძოლო იარაღის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის დროს; ე) სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანოს თანამშრომელი – სისხლის სამართლის საქმეზე ამოღებული, ჩამორთმეული ან/და ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის დროს; ვ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი – იარაღის რეგისტრაციისთვის (ხელახალი რეგისტრაციისთვის) ან ჩამოწერისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურების განხორციელებისას იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის დროს; ზ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი – სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული იარაღისა და საბრძოლო მასალის განკარგვასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებისას იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის დროს; თ) აღსრულების პოლიციის თანამშრომელი – იძულებითი აღსრულების მიზნით ყადაღადადებული იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის დროს; ი) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირები – საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში ჩამორთმეული ან კონფისკებული იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის დროს; კ) ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის მიერ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული რაოდენობის სასიგნალო იარაღის ვაზნების გადატანა-გადაზიდვის დროს.

3.საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევაში სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის გადატანა-გადაზიდვის დროს დაცული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები, მათ შორის, აღნიშნული იარაღი უნდა იყოს: ა) განმუხტულ მდგომარეობაში, საბრძოლო მასალისგან განცალკევებული და ცარიელი მჭიდით (მისი არსებობის შემთხვევაში); ბ) არასრულად დაშლილი ან სპეციალური უსაფრთხოების საკეტით, რათა მისი მოხსნის გარეშე გამორიცხული იყოს იარაღის საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა; გ) სპეციალურ ბუდეში ან შალითაში, რათა გამოირიცხოს იარაღის დაუყოვნებლივ გამოყენების შესაძლებლობა; დ) დაცული გარეშე პირის ხელმისაწვდომობისგან.

3¹.თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვის მფლობელი ფიზიკური პირის მიერ თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის/საბრძოლო მასალის შენახვის ადგილიდან დროებით გადატანა დახურულ ან ნახევრად დახურულ ტირში, სასროლეთში ან სასროლო-სანადირო სტენდში და შენახვის ადგილზე დაბრუნება დასაშვებია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული იარაღის დროებითი მოწმობის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის გადატანის წესის დაცვით.

3².სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვის მფლობელის მიერ ან სპორტული მოკლე პნევმატური იარაღის მესაკუთრე ფიზიკური პირის მიერ რომელიმე აღნიშნული იარაღის ან/და შესაბამისი საბრძოლო მასალის შენახვის ადგილიდან დროებით გადატანა სპორტულ სროლაში საკვალიფიკაციო ნორმატივების შესრულების, შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღების ან/და იარაღის შეკეთების მიზნით და შენახვის ადგილზე დაბრუნება დასაშვებია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული იარაღის დროებითი მოწმობის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის გადატანის წესის ან პნევმატური იარაღის გადატანის წესის დაცვით.

3³.ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის კუთვნილი სანადირო და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღებისა და სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების ან/და შესაბამისი საბრძოლო მასალის შენახვის ადგილიდან სპორტულ სროლაში საკვალიფიკაციო ნორმატივების შესრულების, შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღების ან/და იარაღის შეკეთების მიზნით დროებით გადატანისა და შენახვის ადგილზე დაბრუნების უფლება აქვს შესაბამის მინდობილ პირს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული იარაღის გადატანა-გადაზიდვის ნებართვის საფუძველზე. აღნიშნული მინდობილი პირი ვალდებულია თან იქონიოს თითოეული გადასატანი იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა და დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის გადატანის წესი ან პნევმატური იარაღის გადატანის წესი.

3⁴.სასიგნალო იარაღის დასახლებულ პუნქტში ან/და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 500 მეტრის რადიუსში ტარება, აგრეთვე სასიგნალო იარაღის გადატანა-გადაზიდვა დასაშვებია მხოლოდ სპეციალური შალითით, განმუხტულ მდგომარეობაში, ვაზნებისგან განცალკევებულად. ამ დროს სასიგნალო იარაღი უნდა იყოს არასრულად დაშლილი ან სასიგნალო იარაღს დამაგრებული უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების საკეტი ისე, რომ მისი მოხსნის გარეშე ამ იარაღის გამოყენება გამორიცხული იყოს.

4.ამ მუხლის მე-3 და 3 4 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრებას. საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №74 - სსმ I, №12 14.07.2008 წ., მუხ.96 საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3285 - სსმ I, №38 16.07.2010 წ., მუხ.228 საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5201 - ვებგვერდი, 14.11.2011წ. საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3702 - ვებგვერდი, 30.06.2015წ. საქართველოს 2020 წლის 29 მაისის კანონი №5992 – ვებგვერდი, 10.06.2020წ. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3100 – ვებგვერდი, 13.06.2023წ. საქართველოს 2025 წლის 4 აპრილის კანონი №448 - ვებგვერდი, 10.04.2025წ.

რედაქციების შედარება

1.  იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნისმასალის გადატანა-გადაზიდვა და გადაგზავნა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე. 2. ამ მუხლით გათვალისწინებულ ნებართვას არ საჭიროებს/არ საჭიროებენ:საჭიროებს: ა) რეგისტრირებული იარაღის მესაკუთრე ფიზიკური პირი – გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის 300 ვაზნამდე, ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან გაზის (აირის) იარაღის 300 ვაზნამდე ან ერთ კილოგრამამდე დენთის გადატანა-გადაზიდვის დროს; ბ)ა 1 ) ფიზიკური პირი − ამ კანონის 31-ე მუხლის 1 1 პუნქტით დადგენილიგანსაზღვრული წესით მისთვის დროებით სარგებლობაში გადაცემული სანადირო ცეცხლსასროლი იარაღისა და მისთვის განკუთვნილი ვაზნების (მაგრამ არაუმეტესარა უმეტეს 300 ვაზნისა) გადატანა-გადაზიდვის დროს; გ)ა 2 ) იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნისმასალის გადატანა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული იარაღის დროებითი მოწმობის არსებობისას; დ)ბ) ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირები – კუთვნილი სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის დროს,იარაღის, ხოლო ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები – კუთვნილი სამხედრო-საბრძოლო იარაღის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის დროს; ე)გ) სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანოს თანამშრომელი – სისხლის სამართლის საქმეზე ამოღებული, ჩამორთმეული ან/და ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნისმასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის დროს; ვ)დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი – იარაღის რეგისტრაციისთვისრეგისტრაციისათვის (ხელახალი რეგისტრაციისთვის)რეგისტრაციისათვის) ან ჩამოწერისთვისჩამოწერისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურების განხორციელებისას იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნისმასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის დროს; ზ)ე) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი – სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული იარაღისა და საბრძოლო მასალის განკარგვასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებისას იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნისმასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის დროს; თ)ვ) აღსრულების პოლიციის თანამშრომელი – იძულებითი აღსრულების მიზნით ყადაღადადებული იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნისმასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის დროს; ი)ზ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირები – საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში ჩამორთმეული ან კონფისკებული იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნისმასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის დროს; კ) ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის მიერ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული რაოდენობის სასიგნალო იარაღის ვაზნების გადატანა-გადაზიდვის დროს. 3. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევაში სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის გადატანა-გადაზიდვის დროს დაცული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები, მათ შორის, აღნიშნული იარაღი უნდა იყოს: ა) განმუხტულ მდგომარეობაში, საბრძოლო მასალისგან განცალკევებული და ცარიელი მჭიდით (მისი არსებობის შემთხვევაში); ბ) არასრულად დაშლილი ან სპეციალური უსაფრთხოების საკეტით, რათა მისი მოხსნის გარეშე გამორიცხული იყოს იარაღის საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა; გ) სპეციალურ ბუდეში ან შალითაში, რათა გამოირიცხოს იარაღის დაუყოვნებლივ გამოყენების შესაძლებლობა; დ) დაცული გარეშე პირის ხელმისაწვდომობისგან. 3 1 . თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვის მფლობელი ფიზიკური პირის მიერ თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის/საბრძოლო მასალის შენახვის ადგილიდან დროებით გადატანა დახურულ ან ნახევრად დახურულ ტირში, სასროლეთში ან სასროლო-სანადირო სტენდში და შენახვის ადგილზე დაბრუნება დასაშვებია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული იარაღის დროებითი მოწმობის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის გადატანის წესის დაცვით. 3 2 . სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვის მფლობელის მიერ ან სპორტული მოკლე პნევმატური იარაღის მესაკუთრე ფიზიკური პირის მიერ რომელიმე აღნიშნული იარაღის ან/და შესაბამისი საბრძოლო მასალის შენახვის ადგილიდან დროებით გადატანა სპორტულ სროლაში საკვალიფიკაციო ნორმატივების შესრულების, შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღების ან/და იარაღის შეკეთების მიზნით და შენახვის ადგილზე დაბრუნება დასაშვებია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული იარაღის დროებითი მოწმობის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის გადატანის წესის ან პნევმატური იარაღის გადატანის წესის დაცვით. 3 3 . ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის კუთვნილი სანადირო და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღებისა და სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების ან/და შესაბამისი საბრძოლო მასალის შენახვის ადგილიდან სპორტულ სროლაში საკვალიფიკაციო ნორმატივების შესრულების, შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღების ან/და იარაღის შეკეთების მიზნით დროებით გადატანისა და შენახვის ადგილზე დაბრუნების უფლება აქვს შესაბამის მინდობილ პირს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული იარაღის გადატანა-გადაზიდვის ნებართვის საფუძველზე. აღნიშნული მინდობილი პირი ვალდებულია თან იქონიოს თითოეული გადასატანი იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა და დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის გადატანის წესი ან პნევმატური იარაღის გადატანის წესი. 3 4 . სასიგნალო იარაღის დასახლებულ პუნქტში ან/და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 500 მეტრის რადიუსში ტარება, აგრეთვე სასიგნალო იარაღის გადატანა-გადაზიდვა დასაშვებია მხოლოდ სპეციალური შალითით, განმუხტულ მდგომარეობაში, ვაზნებისგან განცალკევებულად. ამ დროს სასიგნალო იარაღი უნდა იყოს არასრულად დაშლილი ან სასიგნალო იარაღს დამაგრებული უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების საკეტი ისე, რომ მისი მოხსნის გარეშე ამ იარაღის გამოყენება გამორიცხული იყოს. 4.  ამ მუხლის მე-3 და 3 4 პუნქტებითპუნქტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული პასუხისმგებლობისგანსაზღვრულ დაკისრებას.პასუხისმგებლობას. საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №74 - სსმ I, №12 14.07.2008 წ., მუხ.96 საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3285 - სსმ I, №38 16.07.2010 წ., მუხ.228 საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5201 - ვებგვერდი, 14.11.2011წ. საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3702 - ვებგვერდი, 30.06.2015წ. საქართველოს 2020 წლის 29 მაისის კანონი №5992 – ვებგვერდი, 10.06.2020წ. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3100 – ვებგვერდი, 13.06.2023წ. საქართველოს 2025 წლის 4 აპრილის კანონი №448 - ვებგვერდი, 10.04.2025წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 ივლ. 2025· გამოქვეყნდა 10 აპრ. 2025
წინა მუხლი 20შემდეგი მუხლი 21¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • იარაღით ვაჭრობა / გადაზიდვა (მუხლი 236)3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • იარაღის უკანონო შეძენა/შენახვა/ტარება (მუხლი 236)3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-12-17 · №86

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2025-04-10
2
რედაქცია
4
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 11მუხლი 19მუხლი 31მუხლი 9

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

იარაღის შესახებ

  • 24იარაღის საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა
  • 31იარაღის მესაკუთრის უფლება-მოვალეობანი
  • 15იარაღის, მისი ძირითადი ნაწილებისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის დამზადება და შეკეთება

ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ

  • 9იარაღის და საბრძოლო მასალის გადაზიდვა და გადაგზავნა
  • 6იარაღის შეძენა
  • 22სამხედრო-საბრძოლო იარაღის შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა და გამოყენება

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ

  • 9საბრძოლო მასალის/ვაზნის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვის გაცემისთვის დაწესებული მომსახურების საფასურები

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 181ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის შენახვის, გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის წესის დარღვევა
  • 182⁴სასიგნალო იარაღის შენახვის, ტარების, გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის წესის დარღვევა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 26ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება

თავდაცვის კოდექსი

  • 155ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება

პენიტენციური კოდექსი

  • 64ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3111199241596229181182⁴261556421
მითითებამნიშვნელობით ახლოსიარაღის შესახებცეცხლსასროლი იარაღის შ…საჯარო სამართლის იურიდ…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სახელმწიფო…თავდაცვის კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025