Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაპენიტენციური კოდექსიმუხლი 64

პენიტენციური კოდექსი

მუხლი 64. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების წესი

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:მკვლელობა და სიცოცხლის წინააღმდეგ დანაშაულები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.თუ ბრალდებული/მსჯავრდებული თავს ესხმის მოსამსახურეს ან სხვა პირს ან სჩადის სხვა განზრახ მოქმედებას, რომელიც პირდაპირ, უშუალო და იმწუთიერ საფრთხეს უქმნის მოსამსახურის ან სხვა პირის ჯანმრთელობას ან/და სიცოცხლეს, მოსამსახურემ შეიძლება გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი, თუ აღნიშნული მოქმედების სხვა საშუალებით აღკვეთა შეუძლებელია. გამოყენებული ძალა კანონიერი მიზნისა და შექმნილი საფრთხის პროპორციული უნდა იყოს.

2.ბრალდებულის/მსჯავრდებულის პენიტენციური დაწესებულებიდან გაქცევის, პენიტენციური დაწესებულებიდან გაყვანისას ან გადაყვანისას გაქცევის ან სპეციალურ სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის შემთხვევაში, უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე, მოსამსახურემ შეიძლება გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი, თუ აღნიშნული მოქმედების სხვა საშუალებით აღკვეთა შეუძლებელია. გამოყენებული ძალა კანონიერი მიზნისა და შექმნილი საფრთხის პროპორციული უნდა იყოს. გამოყენებული უნდა იქნეს მინიმალური – გაქცეული ბრალდებულის/მსჯავრდებულის შესაჩერებლად აუცილებელი ძალა. ქალის გაქცევისას ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება დაუშვებელია.

3.გაქცევად მიიჩნევა: ა) ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ პენიტენციური დაწესებულების დამცავი ზღუდის გადაკვეთა; ბ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის პენიტენციური დაწესებულებიდან გაყვანისას ან გადაყვანისას მის მიერ მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით განსაზღვრული დაცვის ხაზის გადაკვეთა.

4.ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლებამოსილების მქონე პირი ვალდებულია ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ წინასწარ გააფრთხილოს შესაბამისი პირი და მისცეს გონივრული ვადა მისი კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად, აგრეთვე განახორციელოს გამაფრთხილებელი გასროლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა, ქონების დაზიანება ან სხვა მძიმე შედეგი, ან შექმნილ სიტუაციაში ასეთი გაფრთხილება გაუმართლებელია ან შეუძლებელია.

5.პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღის ტარება ან/და შენახვა ეკრძალება იმ მოსამსახურეს, რომელსაც ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან უშუალო შეხება აქვს.

6.დაუშვებელია პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღის შეტანა, გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისა და ამ კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაცვის განხორციელების შემთხვევებისა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. თუ ბრალდებული/მსჯავრდებული თავს ესხმის მოსამსახურეს ან სხვა პირს ან სჩადის სხვა განზრახ მოქმედებას, რომელიც პირდაპირ, უშუალო და იმწუთიერ საფრთხეს უქმნის მოსამსახურის ან სხვა პირის ჯანმრთელობას ან/და სიცოცხლეს, მოსამსახურემ შეიძლება გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი, თუ აღნიშნული მოქმედების სხვა საშუალებით აღკვეთა შეუძლებელია. გამოყენებული ძალა კანონიერი მიზნისა და შექმნილი საფრთხის პროპორციული უნდა იყოს. 2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პენიტენციური დაწესებულებიდან გაქცევის, პენიტენციური დაწესებულებიდან გაყვანისას ან გადაყვანისას გაქცევის ან სპეციალურ სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის შემთხვევაში, უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე, მოსამსახურემ შეიძლება გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი, თუ აღნიშნული მოქმედების სხვა საშუალებით აღკვეთა შეუძლებელია. გამოყენებული ძალა კანონიერი მიზნისა და შექმნილი საფრთხის პროპორციული უნდა იყოს. გამოყენებული უნდა იქნეს მინიმალური – გაქცეული ბრალდებულის/მსჯავრდებულის შესაჩერებლად აუცილებელი ძალა. ქალის გაქცევისას ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება დაუშვებელია. 3. გაქცევად მიიჩნევა: ა) ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ პენიტენციური დაწესებულების დამცავი ზღუდის გადაკვეთა; ბ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის პენიტენციური დაწესებულებიდან გაყვანისას ან გადაყვანისას მის მიერ მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით განსაზღვრული დაცვის ხაზის გადაკვეთა. 4. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლებამოსილების მქონე პირი ვალდებულია ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ წინასწარ გააფრთხილოს შესაბამისი პირი და მისცეს გონივრული ვადა მისი კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად, აგრეთვე განახორციელოს გამაფრთხილებელი გასროლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა, ქონების დაზიანება ან სხვა მძიმე შედეგი, ან შექმნილ სიტუაციაში ასეთი გაფრთხილება გაუმართლებელია ან შეუძლებელია. 5. პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღის ტარება ან/და შენახვა ეკრძალება იმ მოსამსახურეს, რომელსაც ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან უშუალო შეხება აქვს. 6. დაუშვებელია პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღის შეტანა, გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისა და ამ კოდექსის  61-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაცვის განხორციელების შემთხვევებისა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 26 დეკ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 63შემდეგი მუხლი 65

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება (მუხლი 113)9 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №8

  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 2 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 61

მიუთითებენ მასზე

მუხლი 145მუხლი 67

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

თავდაცვის კოდექსი

  • 155ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება
  • 152იძულების ღონისძიება და მისი გამოყენების უფლება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 26ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება
  • 23იძულების ღონისძიებები

ფინანსური პოლიციის შესახებ

  • 12ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება

პოლიციის შესახებ

  • 34ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება
  • 31იძულების ღონისძიებების გამოყენების უფლება

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

  • 15ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება

კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ

  • 23იარაღის გამოყენების უფლება

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 60მოსამსახურის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის, ტარების ან/და გამოყენების უფლება

სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ

  • 34 (დანართი 1)

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 14⁴ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1214⁴2315343134 (დ…262360155152611456764
მითითებამნიშვნელობით ახლოსპენიტენციური კოდექსითავდაცვის კოდექსისაქართველოს სახელმწიფო…ფინანსური პოლიციის შეს…პოლიციის შესახებსახელმწიფო დაცვის სპეც…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026