იარაღის შესახებ

მუხლი 21¹. გაზის (აირის) იარაღის, გაზის აეროზოლური მოწყობილობის ან/და ელექტროშოკური მოწყობილობის ტარების წესი, ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ტარება ან ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის, გაზის აეროზოლური მოწყობილობის ა

რედაქცია №86 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.დაუშვებელია გაზის (აირის) იარაღის, გაზის აეროზოლური მოწყობილობის ან/და ელექტროშოკური მოწყობილობის ღიად, გამოსაჩენად ტარება, აგრეთვე საჯარო სივრცეში დემონსტრირება. გაზის (აირის) იარაღის, გაზის აეროზოლური მოწყობილობის ან/და ელექტროშოკური მოწყობილობის საჯარო სივრცეში დემონსტრირებად არ ჩაითვლება მისი საჯარო სივრცეში თავდაცვის მიზნით გამოყენება.

2.დაუშვებელია ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ფიზიკური პირის მიერ ტარება. ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ტარება გულისხმობს ისეთი გარემოების არსებობას, როდესაც ფიზიკურ პირს ეს იარაღი თან აქვს − ხელში უჭირავს, სხეულზე აქვს მიმაგრებული ან ტანსაცმელში ინახავს.

3.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს წერილობითი თანხმობის (ცნობის) საფუძველზე დასაშვებია ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის შეძენა, საქართველოდან გატანა, გადატანა-გადაზიდვა ან გადაგზავნა ამ კანონის მე-2 მუხლის „რ 1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნით, მხოლოდ განმუხტულ მდგომარეობაში, ვაზნებისგან განცალკევებულად, რაც გამორიცხავს მისი დაუყოვნებლივ გამოყენების შესაძლებლობას. ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის შეძენის, საქართველოდან გატანის, გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.

4.გაზის აეროზოლური მოწყობილობის ან/და ელექტროშოკური მოწყობილობის ტარების, შეძენის, საქართველოდან გატანის, გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.

5.ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრებას. საქართველოს 2021 წლის 12 ივლისის კანონი №711 – ვებგვერდი, 14.07.2021წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1267 - ვებგვერდი, 24.12.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №86 · ძალაშია 1 თებ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 3 ივნ. 2003 – 28 ივლ. 2021 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 24 დეკ. 2025

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
235⁶21²12182⁶181⁷167114018²342615521¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსიარაღის შესახებსაქართველოს ადმინისტრა…შეკრებებისა და მანიფეს…დაცული ტერიტორიების სი…საქართველოს სახელმწიფო…თავდაცვის კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №86 · ბოლოს შემოწმდა