Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაიარაღის შესახებმუხლი 17

იარაღის შესახებ

მუხლი 17. იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალით/ვაზნით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობა

რედაქცია №86 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025
თემები:თავდაცვის შესყიდვებისაზოგადოებრივი უსაფრთხოება და წესრიგი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალით/ვაზნით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობის უფლება აქვთ სპეციალურად ამ მიზნით, სამეწარმეო საქმიანობისთვის შექმნილ პირებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე. ლიცენზია გაიცემა, თუ შენობა-ნაგებობა, სადაც განხორციელდება იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალით/ვაზნით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობა, შეესაბამება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტს. ამ ტექნიკური რეგლამენტით განისაზღვრება აგრეთვე შენობა-ნაგებობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამცემი უფლებამოსილი პირი.

2.იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალით/ვაზნით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ლიცენზიის მქონე პირი ვალდებულია: ა) უზრუნველყოს შეძენილი და რეალიზებული საქონლის აღრიცხვა, აგრეთვე სააღრიცხვო დოკუმენტაციის შენახვა; ბ) იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის/ვაზნის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების რეალიზაცია განახორციელოს მხოლოდ შესაბამისი უფლების მქონე პირზე; გ) განახორციელოს მხოლოდ იმ საქონლის რეალიზაცია, რომელიც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; დ) არ განახორციელოს ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სამოქალაქო იარაღის რეალიზაცია მისი ბალისტიკური შემოწმების ჩატარების გარეშე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გამონაკლისებისა; ე) საკომისიო წესით ჩაიბაროს მხოლოდ ის იარაღი, რომელზედაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემულია იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობა; ვ) შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე სარეალიზაციოდ შემოტანილი ან საკომისიო წესით ჩაბარებული იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის სრული ნუსხა (ტიპი, მარკა, მოდელი, სერია, ნომერი, კალიბრი), აგრეთვე მყიდველის შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო ბაზაში განსათავსებლად წარუდგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამის დანაყოფებს; ზ) უზრუნველყოს იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის/ვაზნის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების შენახვის უსაფრთხოება; თ) იარაღის შემძენ ფიზიკურ პირს შეძენილი იარაღი გადასცეს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენი ლი წესით; თ 1 ) ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის, გაზის აეროზოლური მოწყობილობის ან/და ელექტროშოკური მოწყობილობის შემძენ ფიზიკურ პირს შეძენილი იარაღი გადასცეს მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს წერილობითი თანხმობის (ცნობის) წარდგენის საფუძველზე; ი) დაიცვას იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ლიცენზიას არ საჭიროებს: ა) სასამართლო აღმასრულებელი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ყადაღადადებული იარაღის იძულებით აუქციონზე რეალიზაციისას; ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული იარაღის პრივატიზებისას; გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ ან მისი უფლებამონაცვლე, სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე. საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №74 - სსმ I, №12 14.07.2008 წ., მუხ.96 საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3285 - სსმ I, №38 16.07.2010 წ., მუხ.228 საქართველოს 2014 წლის 14 მაისის კანონი №2427 – ვებგვერდი, 27.05.2014წ. საქართველოს 2020 წლის 29 მაისის კანონი №5992 – ვებგვერდი, 10.06.2020წ. საქართველოს 2024 წლის 15 მაისის კანონი №4169 – ვებგვერდი, 29.05.2024წ. საქართველოს 2025 წლის 4 აპრილის კანონი №448 - ვებგვერდი, 10.04.2025წ. საქართველოს 2025 წლის 11 ნოემბრის კანონი №1026 – ვებგვერდი, 14.11.2025წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1267 - ვებგვერდი, 24.12.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №86 · ძალაშია 1 თებ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 თებ. 2026· გამოქვეყნდა 24 დეკ. 2025
  2. 12 დეკ. 2025
  3. 14 ნოე. 2025
  4. 1 ივლ. 2025· გამოქვეყნდა 10 აპრ. 2025
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 16¹შემდეგი მუხლი 18

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • იარაღით ვაჭრობა / გადაზიდვა (მუხლი 236)4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სამხედრო ტექნოლოგიების ლიცენზირებასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 17 დეკ. 2025 · №86

  • 4 ცვლილება · ბოლო 24 დეკ. 2025
  • ციტირებულია 4 მუხლი
  • 17 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 19

მიუთითებენ მასზე

მუხლი 14მუხლი 35მუხლი 35⁵ლიცენზიებისა და ნე… 9¹

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

იარაღის შესახებ

  • 18სამოქალაქო იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალით/ვაზნით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობის ლიცენზიის გაცემის საფუძველი
  • 19იარაღის, მისი ძირითადი ელემენტებისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის შეძენის უფლება
  • 16სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის/ვაზნის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების დამზადების (წარმოების) ლიცენზიისა და სამოქალაქო იარაღისა და ცეცხლსასროლი

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 9¹სამხედრო პროდუქციის დამზადების, წარმოების, სამხედრო პროდუქციის შეკეთების (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) და სამხედრო პროდუქციით ვაჭრობის გენერალური ლიცენზიების გამცემი ორგანო და მათი გაცემის საფუძველი
  • 6საქმიანობის ლიცენზიის სახეები

ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ

  • 16იარაღის დამამზადებლის უფლება-მოვალეობანი
  • 6იარაღის შეძენა
  • 43პასუხისმგებლობა იარაღის შესახებ კანონმდებლობის დარღვევისათვის

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ

  • 4სააგენტოს ფუნქციები და მიზანი

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 11¹პიროტექნიკური ნაწარმის ბაზარზე განთავსება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 30¹იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 13ლიცენზიების გაცემა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
19143535⁵18161664349¹630¹11¹1317
მითითებამნიშვნელობით ახლოსიარაღის შესახებლიცენზიებისა და ნებართ…ცეცხლსასროლი იარაღის შ…საჯარო სამართლის იურიდ…პროდუქტის უსაფრთხოების…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025 · რედაქცია №86 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026