სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის/ვაზნის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების დამზადების (წარმოების) ლიცენზიისა და სამოქალაქო იარაღისა და ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების შეკეთების ლიცენზიის მისაღებად წარდგენილი უნდა იქნეს: ა) იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის წერილობითი განცხადება; ბ) მონაცემები იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ; გ) იურიდიული პირისთვის – ყველა დამფუძნებლის (თუ დამფუძნებელი ფიზიკური პირია), ხელმძღვანელის, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის, შტატით გათვალისწინებული და ხელშეკრულებით მოწვეული თანამშრომლების, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ ლიცენზიით გათვალისწინებულ საქმიანობას: გ.ა) სია (სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, თანამდებობის, პირადობის მოწმობის ნომრისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით), ცნობები მათი ნასამართლობის/მათთვის უფლების ჩამორთმევის, მათი ამ კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდების, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნისა და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ; გ.ბ) სათანადო განათლების ან/და კვალიფიკაციის დამადასტურებელი ცნობა (სერტიფიკატი, მოწმობა, ორგანიზაციის რეკომენდაცია, ამ კანონის 27 1 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი გამოცდის ჩაბარების ცნობა ან იარაღის გამოყენებისა და შენახვის წესებთან დაკავშირებით გადამზადების ან სამხედრო სამსახურის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი); დ) ინდივიდუალური მეწარმისთვის: დ.ა) ცნობები მისი ნასამართლობის/მისთვის უფლების ჩამორთმევის, მისი ამ კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდების, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნისა და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ; დ.ბ) სათანადო განათლების ან/და კვალიფიკაციის დამადასტურებელი ცნობა (სერტიფიკატი, მოწმობა, ორგანიზაციის რეკომენდაცია, ამ კანონის 27 1 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი გამოცდის ჩაბარების ცნობა ან იარაღის გამოყენებისა და შენახვის წესებთან დაკავშირებით გადამზადების ან სამხედრო სამსახურის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი); დ.გ) იმ ფიზიკურ პირთა სია (სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, პროფესიის, სამუშაო ადგილის, პირადობის მოწმობის ნომრისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით), რომლებიც ლიცენზიის მფლობელს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის განხორციელებაში დაეხმარებიან, ცნობები მათი ნასამართლობის/მათთვის უფლების ჩამორთმევის, მათი ამ კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდების, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნისა და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ, აგრეთვე მათი სათანადო განათლების ან/და კვალიფიკაციის დამადასტურებელი ცნობა (სერტიფიკატი, მოწმობა, ორგანიზაციის რეკომენდაცია, ამ კანონის 27 1 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი გამოცდის ჩაბარების ცნობა ან იარაღის გამოყენებისა და შენახვის წესებთან დაკავშირებით გადამზადების, ან სამხედრო სამსახურის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი); ე) ცნობა შენობაში სახანძრო უსაფრთხოების ნორმათა დაცვის შესახებ; ვ) საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ შენობა-ნაგებობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელსაც გასცემს იმავე ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირი; ზ) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი; თ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკო მენდაცია; ი) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობა (ცნობა) იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზია გაიცემა ხმოვან (აკუსტიკურ) იარაღზე, გაზის აეროზოლურ მოწყობილობაზე ან/და ელექტროშოკურ მოწყობილობაზე. საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №74 - სსმ I, №12 14.07.2008 წ., მუხ.96 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1971 - სსმ I, №35 19.11.2009 წ., მუხ.260 საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6058 - ვებგვერდი, 07.05.2012წ. საქართველოს 2014 წლის 14 მაისის კანონი №2427 – ვებგვერდი, 27.05.2014წ. საქართველოს 2015 წლის 29 მაისის კანონი №3671 - ვებგვერდი, 04.06.2015წ. საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3702 - ვებგვერდი, 30.06.2015წ. საქართველოს 2020 წლის 17 მარტის კანონი №5756 – ვებგვერდი, 23.03.2020წ. საქართველოს 2024 წლის 15 მაისის კანონი №4169 – ვებგვერდი, 29.05.2024წ. საქართველოს 2025 წლის 4 აპრილის კანონი №448 - ვებგვერდი, 10.04.2025წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1267 - ვებგვერდი, 24.12.2025წ.
მუხლი 16. სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის/ვაზნის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების დამზადების (წარმოების) ლიცენზიისა და სამოქალაქო იარაღისა და ცეცხლსასროლი
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №86 · ძალაშია 1 თებ. 2026-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 2
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
- · გამოქვეყნდა 24 დეკ. 2025
- · გამოქვეყნდა 10 აპრ. 2025
რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით
სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

