Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაშვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებმუხლი 13

შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

მუხლი 13. სამედიცინო დაწესებულებაში ჩვილის იდენტიფიცირების ხელშემწყობი ღონისძიებები

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 4 მაი. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია მელოგინის აღნიშნულ დაწესებულებაში შესვლიდან 24 საათში, მინისტრის მიერ დადგენილი წესით აცნობოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე შესული მელოგინის შესახებ მეურვეობისა და მზრუნველობის შესაბამის ორგანოს.

2.სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაცია აგრეთვე ვალდებულია დაუყოვნებლივ მიაწოდოს მეურვეობისა და მზრუნველობის შესაბამის ორგანოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს ინფორმაცია მელოგინის მიერ ჩვილის მიტოვებისა და მელოგინის გაპარვის შესახებ.

3.მეურვეობისა და მზრუნველობის შესაბამისი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დახმარებით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ადგენს ჩვილის მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი დედის ვინაობას (საიდენტიფიკაციო მონაცემებს) და სავარაუდო საცხოვრებელი ადგილის მისამართს.

4.ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია მელოგინის აღნიშნულ დაწესებულებაში შესვლიდან 24 საათში, მინისტრის მიერ დადგენილი წესით აცნობოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე შესული მელოგინის შესახებ მეურვეობისა და მზრუნველობის შესაბამის ორგანოს. 2. სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაცია აგრეთვე ვალდებულია დაუყოვნებლივ მიაწოდოს მეურვეობისა და მზრუნველობის შესაბამის ორგანოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს ინფორმაცია მელოგინის მიერ ჩვილის მიტოვებისა და მელოგინის გაპარვის შესახებ. 3. მეურვეობისა და მზრუნველობის შესაბამისი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დახმარებით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ადგენს ჩვილის მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი დედის ვინაობას (საიდენტიფიკაციო მონაცემებს) და სავარაუდო საცხოვრებელი ადგილის მისამართს. 4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 14. ბავშვის მიტოვებულად აღიარება 1. ბავშვი მიტოვებულად აღიარებას ექვემდებარება, თუ : ა) ის არის ნაპოვნი ბავშვი და მისი აღმოჩენიდან 6 კვირის ვადაში, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ი ორგანოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ი ორგანოს ა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად ვერ დადგინდა ამ ბავშვის ან/და მისი მშობლის (მშობლების) ვინაობა ; ბ) ის არის ნაპოვნი ბავშვი და ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში და იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შედეგად დადგინდა ამ ბავშვის ან/და მისი მშობლის (მშობლების) ვინაობა, მაგრამ ის (ისინი) თავს არიდებს (არიდებენ) მშობლის უფლებ ების განხორციელებასა და მოვალეობების შესრულებას , 7 დღის ვადაში არ ცხადდება (ცხადდებიან) მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოში ან მასთან (მათთან) დაკავშირება შეუძლებელია; გ) ბავშვის მშობელმა (მშობლებმა) საკუთარი ქმედებით ან უმოქმედობით გამოხატა (გამოხატეს) მისი მიტოვება და ის (ისინი), სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული პრევენციისა და რეინტეგრაციის ღონისძიებების მიუხედავად, თავს არიდებს (არიდებენ) მშობლის უფლებების განხორციელებასა და მოვალეობების შესრულებას ან ბავშვის 24-საათიან სახელმწიფო ზრუნვაში ყოფნის ხანგრძლივობა 6 თვეს აღემატება (გარდა მშობლის (მშობლების) ჯანმრთელობის არასათანადო მდგომარეობის ან მშობლის (მშობლების) პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის შემთხვევებისა) და ბავშვის მშობელს (მშობლებს) შეჩერებული ან შეზღუდული აქვს (აქვთ) მშობლის უფლება-მოვალეობები. 2 . ბავშვის მიტოვებულად აღიარების შესახებ გადაწყვეტილებ ა ს იღებს სასამართლო მისთვის მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ მიმართვის შემდეგ. 3. ბავშვის მიტოვებულად აღიარების შესახებ სასამართლოსთვის მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ მიმართვამდე აუც ი ლებელია მისი დაბადებ ა რეგისტრ ირებული იყოს . 4 . სასამართლო ბავშვის მიტოვებულად აღიარების საკითხს განიხილავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით . 5 . ბავშვის მიტოვებულად აღიარების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ბავშვი აღიარებული იქნება მიტოვებულად. 6 . ბავშვის მიტოვებულად აღიარების შესახებ გადაწყვეტილებასთან ერთად სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას მისი მშობლის ათვის (მშობლების ათვის ) მშობლის უფლება - მოვალეობების ჩამორთმევის თაობაზე. 7. ნაპოვნი ბავშვის აღმოჩენი დან ან მშობლ ის (მშობლებ ის ) მიერ საკუთარი ქმედებით ან უმოქმედობით გამოხატ ული ბავშვის მიტოვ ებიდან ბავშვის მიტოვებულად აღიარების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე მშობლის (მშობლების) უფლება-მოვალეობები შეჩერებულად ჩაითვლება და ამ უფლებ ებს განახორციელებს და მოვალეობებს შეასრულებს სააგენტო ან მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო. 8. ბავშვის მიტოვებულად აღიარებ ამდე მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო : ა) იღებს გადაწყვეტილება ს ბავშვის დროებით განთავსების თაობაზე; ბ) უზრუნველყოფს ბავშვის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას და არის მისი კანონიერი წარმომადგენელი; გ) უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს ბავშვის დაბადების რეგისტრაცი ის მოთხოვნით . 9 . პრევენციისა და რეინტეგრაციის ღონისძიებები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით . საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619-სსმI,№51,29.09.2010წ.,მუხ.332 საქართველოს 2012 წლის 19 ივნისის კანონი №6494 – ვებგვერდი, 02.07.2012წ. საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3541 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №9 · ძალაშია 1 სექ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 სექ. 2026· გამოქვეყნდა 24 მაი. 2017
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 12შემდეგი მუხლი 14

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 4 მაი. 2017 · №9

  • 1 ცვლილება · ბოლო 24 მაი. 2017
  • 5 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

  • 14ბავშვის მიტოვებულად აღიარება
  • 12გასაშვილებელი ბავშვის გამოვლენა და აღრიცხვა
  • 30დედობილის/მამობილის აღრიცხვა

შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

  • 11სამედიცინო დაწესებულებაში ჩვილის იდენტიფიცირების ხელშეწყობის ღონისძიებები
  • 10გასაშვილებელი ბავშვის გამოვლენა და აღრიცხვა
  • 78კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 172⁵სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსათვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე შემოსული მელოგინის, მისი გაპარვის ან მელოგინის მიერ ჩვილის მიტოვების შესახებ ინფორმაციის შეუტყობინებლობა

სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ

  • 46

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 1508³მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ვალდებულებები გარდამავალ პერიოდში
  • 1289მეურვის, მზრუნველისა და მხარდამჭერის მოვალეობები

სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ

  • 7მონიტორინგი

ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ

  • 14¹არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტის გამოვლენა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4614¹172⁵1508³1289141230111078713
მნიშვნელობით ახლოსშვილად აყვანისა და მინ…საქართველოს ადმინისტრა…სამედიცინო-სოციალური ე…შვილად აყვანისა და მინ…საქართველოს სამოქალაქო…სქესობრივი თავისუფლები…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 4 მაი. 2017 · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა 24 ოქტ. 2026