შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

მუხლი 14. ბავშვის მიტოვებულად აღიარება

რედაქცია №9კონსოლიდირებული · 4 მაი. 2017

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ბავშვი მიტოვებულად აღიარებას ექვემდებარება, თუ : ა) ის არის ნაპოვნი ბავშვი და მისი აღმოჩენიდან 6 კვირის ვადაში, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ი ორგანოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ი ორგანოს ა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად ვერ დადგინდა ამ ბავშვის ან/და მისი მშობლის (მშობლების) ვინაობა ; ბ) ის არის ნაპოვნი ბავშვი და ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში და იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შედეგად დადგინდა ამ ბავშვის ან/და მისი მშობლის (მშობლების) ვინაობა, მაგრამ ის (ისინი) თავს არიდებს (არიდებენ) მშობლის უფლებ ების განხორციელებასა და მოვალეობების შესრულებას , 7 დღის ვადაში არ ცხადდება (ცხადდებიან) მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოში ან მასთან (მათთან) დაკავშირება შეუძლებელია; გ) ბავშვის მშობელმა (მშობლებმა) საკუთარი ქმედებით ან უმოქმედობით გამოხატა (გამოხატეს) მისი მიტოვება და ის (ისინი), სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული პრევენციისა და რეინტეგრაციის ღონისძიებების მიუხედავად, თავს არიდებს (არიდებენ) მშობლის უფლებების განხორციელებასა და მოვალეობების შესრულებას ან ბავშვის 24-საათიან სახელმწიფო ზრუნვაში ყოფნის ხანგრძლივობა 6 თვეს აღემატება (გარდა მშობლის (მშობლების) ჯანმრთელობის არასათანადო მდგომარეობის ან მშობლის (მშობლების) პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის შემთხვევებისა) და ბავშვის მშობელს (მშობლებს) შეჩერებული ან შეზღუდული აქვს (აქვთ) მშობლის უფლება-მოვალეობები.

2.ბავშვის მიტოვებულად აღიარების შესახებ გადაწყვეტილებ ა ს იღებს სასამართლო მისთვის მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ მიმართვის შემდეგ.

3.ბავშვის მიტოვებულად აღიარების შესახებ სასამართლოსთვის მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ მიმართვამდე აუც ი ლებელია მისი დაბადებ ა რეგისტრ ირებული იყოს .

4.სასამართლო ბავშვის მიტოვებულად აღიარების საკითხს განიხილავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით .

5.ბავშვის მიტოვებულად აღიარების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ბავშვი აღიარებული იქნება მიტოვებულად.

6.ბავშვის მიტოვებულად აღიარების შესახებ გადაწყვეტილებასთან ერთად სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას მისი მშობლის ათვის (მშობლების ათვის ) მშობლის უფლება - მოვალეობების ჩამორთმევის თაობაზე.

7.ნაპოვნი ბავშვის აღმოჩენი დან ან მშობლ ის (მშობლებ ის ) მიერ საკუთარი ქმედებით ან უმოქმედობით გამოხატ ული ბავშვის მიტოვ ებიდან ბავშვის მიტოვებულად აღიარების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე მშობლის (მშობლების) უფლება-მოვალეობები შეჩერებულად ჩაითვლება და ამ უფლებ ებს განახორციელებს და მოვალეობებს შეასრულებს სააგენტო ან მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო.

8.ბავშვის მიტოვებულად აღიარებ ამდე მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო : ა) იღებს გადაწყვეტილება ს ბავშვის დროებით განთავსების თაობაზე; ბ) უზრუნველყოფს ბავშვის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას და არის მისი კანონიერი წარმომადგენელი; გ) უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს ბავშვის დაბადების რეგისტრაცი ის მოთხოვნით .

9.პრევენციისა და რეინტეგრაციის ღონისძიებები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით . საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619-სსმI,№51,29.09.2010წ.,მუხ.332 საქართველოს 2012 წლის 19 ივნისის კანონი №6494 – ვებგვერდი, 02.07.2012წ. საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3541 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №8 · ძალაშია 1 იან. 2016-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 18 მაი. 2015

    მე-14 მუხლის პირველ პუნქტს დაემატა „გ“ ქვეპუნქტი, რომელიც მიტოვებულად აღიარების ახალ საფუძველს ადგენს: მშობლის მიერ მიტოვების გამოხატვა და მოვალეობებისგან თავის არიდება ან 24-საათიან სახელმწიფო ზრუნვაში 6 თვეზე მეტი ხნით ყოფნა, შეჩერებულ ან შეზღუდულ მშობლის უფლება-მოვალეობებთან ერთად.

  2. · გამოქვეყნდა 2 ივლ. 2012

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
351¹⁷351¹⁶351¹¹1193¹1205¹12541492426462714
მნიშვნელობით ახლოსშვილად აყვანისა და მინ…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სამოქალაქო…ბავშვის უფლებათა კოდექ…