შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

მუხლი 12. გასაშვილებელი ბავშვის გამოვლენა და აღრიცხვა

რედაქცია №9კონსოლიდირებული · 4 მაი. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი ყველა დაწესებულების ხელმძღვანელი, მიუხედავად ამ დაწესებულების სამართლებრივი ფორმისა, ასევე ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია ნაპოვნი ბავშვის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდოს სააგენტოს.

2.სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი ყველა დაწესებულების ხელმძღვანელი, მიუხედავად ამ დაწესებულების სამართლებრივი ფორმისა ან/და მისი დაქვემდებარებისა, ვალდებულია თავის მიერ სააგენტოსათვის მიწოდებული ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში ან/და სააგენტოს მოთხოვნით წარუდგინოს მას აღნიშნულ დაწესებულებაში მყოფი ბავშვების ბიოგრაფიული მონაცემები, აგრეთვე ინფორმაცია მათი სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

3.ბავშვი რეესტრში აღრიცხვიდან მოიხსნება მხოლოდ გაშვილების, გარდაცვალების, გასაშვილებელი ბავშვის სტატუსის შეცვლის ან სრულწლოვანების მიღწევის შემთხვევაში.

4.გასაშვილებელი ბავშვის აღრიცხვის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი ყველა დაწესებულების ხელმძღვანელი, მიუხედავად ამ დაწესებულების სამართლებრივი ფორმისა, ასევე ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია ნაპოვნი ბავშვის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდოს სააგენტოს. 2. სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი ყველა დაწესებულების ხელმძღვანელი, მიუხედავად ამ დაწესებულების სამართლებრივი ფორმისა ან/და მისი დაქვემდებარებისა, ვალდებულია თავის მიერ სააგენტოსათვის მიწოდებული ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში ან/და სააგენტოს მოთხოვნით წარუდგინოს მას აღნიშნულ დაწესებულებაში მყოფი ბავშვების ბიოგრაფიული მონაცემები, აგრეთვე ინფორმაცია მათი სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. 3. ბავშვი რეესტრში აღრიცხვიდან მოიხსნება მხოლოდ გაშვილების, გარდაცვალების, გასაშვილებელი ბავშვის სტატუსის შეცვლის ან სრულწლოვანების მიღწევის შემთხვევაში. 4. გასაშვილებელი ბავშვის აღრიცხვის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 31 დეკ. 2009-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
125412451255472823310219256012
მნიშვნელობით ახლოსშვილად აყვანისა და მინ…სამოქალაქო აქტების შეს…საქართველოს სამოქალაქო…სააღმზრდელო საქმიანობი…თავდაცვის კოდექსიბავშვის უფლებათა კოდექ…