შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

მუხლი 28. შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნის დაყენებაზე უფლებამოსილი პირი და ასეთი მოთხოვნით განცხადების წარდგენის წესი

რედაქცია №9კონსოლიდირებული · 4 მაი. 2017

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით სასამართლოში განცხადების წარდგენა შეუძლიათ: ა) ნაშვილების ბიოლოგიურ მშობელს (მშობლებს), თუ შვილად აყვანა განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით; ბ) მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, თუ ეს აუცილებელია ნაშვილების ინტერესების დასაცავად.

2.დაინტერესებული პირი, რომელსაც მიაჩნია, რომ შვილად აყვანა არ შეესაბამება ნაშვილების ინტერესებს და იგი უნდა გაუქმდეს, ამის თაობაზე აცნობებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, რომელიც წყვეტს შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით განცხადების სასამართლოში წარდგენის საკითხს.

3.განცხადება შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით წარედგინება სასამართლოს მშვილებლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

4.თუ მოსარჩელე არის ნაშვილების ბიოლოგიური მშობელი (მშობლები) და მისთვის (მათთვის) უცნობია მშვილებლის ვინაობა, განცხადება შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით წარედგინება სასამართლოს ამ სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით.

5.შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შემთხვევაში საქმე განიხილება საერთო სასარჩელო წარმოების წესით და საქმის განხილვაში მოპასუხედ უნდა ჩაებას მშვილებელი.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით სასამართლოში განცხადების წარდგენა შეუძლიათ: ა) ნაშვილების ბიოლოგიურ მშობელს (მშობლებს), თუ შვილად აყვანა განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით; ბ) მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, თუ ეს აუცილებელია ნაშვილების ინტერესების დასაცავად. 2. დაინტერესებული პირი, რომელსაც მიაჩნია, რომ შვილად აყვანა არ შეესაბამება ნაშვილების ინტერესებს და იგი უნდა გაუქმდეს, ამის თაობაზე აცნობებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, რომელიც წყვეტს შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით განცხადების სასამართლოში წარდგენის საკითხს. 3. განცხადება შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით წარედგინება სასამართლოს მშვილებლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. 4. თუ მოსარჩელე არის ნაშვილების ბიოლოგიური მშობელი (მშობლები) და მისთვის (მათთვის) უცნობია მშვილებლის ვინაობა, განცხადება შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით წარედგინება სასამართლოს ამ სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით. 5. შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შემთხვევაში საქმე განიხილება საერთო სასარჩელო წარმოების წესით და საქმის განხილვაში მოპასუხედ უნდა ჩაებას მშვილებელი.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2 · ძალაშია 1 თებ. 2012-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
35034919¹12421254125644474268666928
მნიშვნელობით ახლოსშვილად აყვანისა და მინ…სამოქალაქო აქტების შეს…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სამოქალაქო…