სამოქალაქო აქტების შესახებ

მუხლი 42. ნაშვილების ან/და მისი მშობლის (მშობლების) შესახებ მონაცემების შეცვლა

რედაქცია №26 კონსოლიდირებული · 17 სექ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.შვილად აყვანის საიდუმლოების დაცვის უზრუნველსაყოფად ნაშვილების სახელის, გვარის, დაბადების ადგილის, დაბადების თარიღის, პირადი ნომრის და მისი მშობლის (მშობლების) შესახებ მონაცემების მშვილებლის (მშვილებლების) შესახებ მონაცემებით შეცვლა ხორციელდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, შვილად აყვანის რეგისტრაციისას.

2.ნაშვილების ან/და მისი მშობლის (მშობლების) შესახებ მონაცემების შეცვლის შემთხვევაში შესაბამისი ცვლილებები შეიტანება ნაშვილების დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დაბადების ხელახალი რეგისტრაციის შემთხვევისა.

3.ნაშვილების შესახებ მონაცემის (მონაცემების) შეცვლის შემთხვევაში ხორციელდება ნაშვილების დაბადების ხელახალი რეგისტრაცია, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

4.18 წლამდე ნაშვილებს პირადი ნომერი შეეცვლება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. ამ შემთხვევაში განხორციელდება ნაშვილების დაბადების ხელახალი რეგისტრაცია. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6301 – ვებგვერდი, 12.06.2012წ. საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №749 - ვებგვერდი, 24.05.2017წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. შვილად აყვანის საიდუმლოების დაცვის უზრუნველსაყოფად ნაშვილების სახელის, გვარის, დაბადების ადგილის, დაბადების თარიღის, პირადი ნომრის და მისი მშობლის (მშობლების) შესახებ მონაცემების მშვილებლის (მშვილებლების) შესახებ მონაცემებით შეცვლა ხორციელდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, შვილად აყვანის რეგისტრაციისას. 2. ნაშვილების ან/და მისი მშობლის (მშობლების) შესახებ მონაცემების შეცვლის შემთხვევაში შესაბამისი ცვლილებები შეიტანება ნაშვილების დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დაბადების ხელახალი რეგისტრაციის შემთხვევისა. 3. ნაშვილების შესახებ მონაცემის (მონაცემების) შეცვლის შემთხვევაში ხორციელდება ნაშვილების დაბადების ხელახალი რეგისტრაცია, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 4. 18 წლამდე ნაშვილებს პირადი ნომერი შეეცვლება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. ამ შემთხვევაში განხორციელდება ნაშვილების დაბადების ხელახალი რეგისტრაცია. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6301 – ვებგვერდი, 12.06.2012წ. საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №749 - ვებგვერდი, 24.05.2017წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №14 · ძალაშია 24 მაი. 2017-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 19 ივნ. 2012 – 26 ივნ. 2012 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ელვინ შეირიევი

ელვინ შეირიევი

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი გუბელაძე

გიორგი გუბელაძე

ადვოკატი გიორგი გუბელაძე

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლიზი ლომთაძე

ლიზი ლომთაძე

სისხლის სამართლის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾50

ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლაშა სტურუა

ლაშა სტურუა

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სულხან კომახიძე

სულხან კომახიძე

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
35035119¹12441254126047434662656942
მნიშვნელობით ახლოსსამოქალაქო აქტების შეს…შვილად აყვანისა და მინ…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №26 · ბოლოს შემოწმდა