1.ექიმის ფუნქციის შესრულება არის იმ პირის საექიმო საქმიანობა, რომელსაც არა აქვს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება.
2.ექიმის ფუნქციის შესრულების უფლება აქვს:
ა) უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის სტუდენტს, მხოლოდ საუნივერსიტეტო კლინიკაში ან სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც არსებობს უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის შესაბამისი კათედრა, კლინიკური მედიცინის სასწავლო პროგრამის ფარგლებში, ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი პედაგოგის ხელმძღვანელობითა და მეთვალყურეობით, რომელიც პასუხისმგებელია პაციენტისათვის გაწეულ სამედიცინო მომსახურებაზე;
ბ) რეზიდენტს და საექიმო სპეციალობის მაძიებელს, მხოლოდ ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებულ სამედიცინო დაწესებულებაში, დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) სასწავლო პროგრამის ფარგლებში, ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი ექიმი-სპეციალისტის ხელმძღვანელობითა და მეთვალყურეობით, რომელიც პასუხისმგებელია პაციენტისათვის გაწეულ სამედიცინო მომსახურებაზე, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
გ) უმცროს ექიმს.
3.პირს, რომელმაც დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) დაწყებამდე მიიღო სახელმწიფო სერტიფიკატი, დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პერიოდში უფლება აქვს განახორციელოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა მხოლოდ სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრულ საექიმო სპეციალობაში.
4.დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) სასწავლო პროგრამის ფარგლებში რეზიდენტს და საექიმო სპეციალობის მაძიებელს არა აქვთ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პაციენტის მდგომარეობა სიცოცხლისათვის საშიშია ან მას ესაჭიროება გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება და შეუძლებელია დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის დროულად მოძებნა.
5.უმცროს ექიმს არა აქვს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პაციენტს აღენიშნება სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა ან ესაჭიროება გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება და შეუძლებელია დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის დროულად მოძებნა.
6.უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის სტუდენტს არა აქვს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პაციენტს აღენიშნება სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა ან ესაჭიროება გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება და შეუძლებელია დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის დროულად მოძებნა.
საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1434 - სსმI, №25, 02.06.2005 წ., მუხ
.
162
საქართველოს 2005 წლის 10 ნოემბრის კანონი №2055 - სსმI, №48, 29.11.2005წ., მუხ
.
323
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ექიმის ფუნქციის შესრულება არის იმ პირის საექიმო საქმიანობა, რომელსაც არა აქვს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება.2. ექიმის ფუნქციის შესრულების უფლება აქვს:ა) უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის სტუდენტს, მხოლოდ საუნივერსიტეტო კლინიკაში ან სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც არსებობს უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის შესაბამისი კათედრა, კლინიკური მედიცინის სასწავლო პროგრამის ფარგლებში, ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი პედაგოგის ხელმძღვანელობითა და მეთვალყურეობით, რომელიც პასუხისმგებელია პაციენტისათვის გაწეულ სამედიცინო მომსახურებაზე;ბ) რეზიდენტს და საექიმო სპეციალობის მაძიებელს, მხოლოდ ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებულ სამედიცინო დაწესებულებაში, დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) სასწავლო პროგრამის ფარგლებში, ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი ექიმი-სპეციალისტის ხელმძღვანელობითა და მეთვალყურეობით, რომელიც პასუხისმგებელია პაციენტისათვის გაწეულ სამედიცინო მომსახურებაზე, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;გ) უმცროს ექიმს.3. პირს, რომელმაც დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) დაწყებამდე მიიღო სახელმწიფო სერტიფიკატი, დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პერიოდში უფლება აქვს განახორციელოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა მხოლოდ სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრულ საექიმო სპეციალობაში.4. დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) სასწავლო პროგრამის ფარგლებში რეზიდენტს და საექიმო სპეციალობის მაძიებელს არა აქვთ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პაციენტის მდგომარეობა სიცოცხლისათვის საშიშია ან მას ესაჭიროება გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება და შეუძლებელია დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის დროულად მოძებნა.5. უმცროს ექიმს არა აქვს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პაციენტს აღენიშნება სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა ან ესაჭიროება გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება და შეუძლებელია დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის დროულად მოძებნა.6. უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის სტუდენტს არა აქვს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პაციენტს აღენიშნება სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა ან ესაჭიროება გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება და შეუძლებელია დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის დროულად მოძებნა.საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1434 - სსმI, №25, 02.06.2005 წ., მუხ.162საქართველოს 2005 წლის 10 ნოემბრის კანონი №2055 - სსმI, №48, 29.11.2005წ., მუხ.323
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №11 · ძალაშია 21 მარ. 2012-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
1 იან. 2006 – 1 აგვ. 2007ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 2
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 2 ივნ. 2005
მე-4 პუნქტში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების არქონა მრავლობითი რიცხვის ფორმით ვრცელდება რეზიდენტსა და საექიმო სპეციალობის მაძიებელზე. გადაუდებელი შემთხვევის გამონაკლისი ახლებურად არის ჩამოყალიბებული: პაციენტის მდგომარეობა სიცოცხლისათვის საშიშია ან მას ესაჭიროება გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება.
· გამოქვეყნდა 29 ნოე. 2005
„ბ“ ქვეპუნქტში, მე-3 და მე-4 პუნქტებში „უმაღლესისშემდგომი პროფესიული მზადება“ ჩანაცვლდა „დიპლომისშემდგომი განათლებით (პროფესიული მზადებით)“.
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაექიმო საქმიანობის შე…ჯანმრთელობის დაცვის შე…სამედიცინო-სოციალური ე…პაციენტის უფლებების შე…უმაღლესი განათლების შე…საქართველოს სისხლის სა…
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №33 · ბოლოს შემოწმდა