Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებმუხლი 3

სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ

მუხლი 3

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 13 ივნ. 2023
თემები:ტელემედიცინაპროფესიული ლიცენზირებაპაციენტის უფლებებიკომპენსაცია და შეღავათებიპროფესიული შეცდომაადამიანის უფლებათა სამართალი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ექიმი-ექსპერტი – სპეციალობაში სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელი ექიმი, რომელსაც სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზაში სპეციალური ცოდნა აქვს; ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი – პირი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევებით, რომელთა  სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში; გ) შესაძლებლობის შეზღუდვის მიზეზი – შესაძლებლობის შეზღუდვის გამომწვევი სამედიცინო-ბიოლოგიური და სოციალური ფაქტორები, რომლებმაც განაპირობეს პირის შესაძლებლობის შეზღუდვა, რაც დადასტურებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სოციალური დაცვა – სახელმწიფოს მიერ გარანტირებული მუდმივი ან დროებითი ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი ღონისძიებების სისტემა, რომელიც მიზნად ისახავს უზრუნველყოს სათანადო პირობების შექმნა, რათა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა გადალახოს ქმედობაუნარიანობის შეზღუდვა, რომელიც მას შესაძლებლობას მისცემს სხვა მოქალაქეთა მსგავსად მონაწილეობა მიიღოს საზოგადოებრივ საქმიანობასა და ყოფა-ცხოვრებაში; ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის წარმომადგენელი – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის კანონიერი წარმომადგენელი (მშობელი, მშვილებელი, მეურვე, მზრუნველი ან ნდობით აღჭურვილი პირი); ვ) პროფესია – ადამიანის შრომითი საქმიანობის სახე, რომელსაც ის ფლობს სპეციალური განათლების შედეგად მიღებული ცოდნით, უნარითა და გამოცდილებით; ზ) სამედიცინო დაწესებულება – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული იურიდიული პირი, რომელიც დადგენილი წესით ახორციელებს სამედიცინო საქმიანობას; თ) ქმედობაუნარიანობა – თვითმომსახურების, გადაადგილების, ორიენტაციის, ურთიერთობის, თვითკონტროლის, სწავლისა და შრომითი საქმიანობის უნარი; ი) ქმედობაუნარიანობის შეზღუდვა – ჯანმრთელობის მოშლით გამოწვეული ადამიანის საქმიანობის ნორმიდან გადახრა, რაც ხასიათდება თვითმომსახურების, გადაადგილების, ორიენტაციის, ურთიერთობის, თვითკონტროლის, სწავლისა და შრომითი საქმიანობის უნარის შეზღუდვით; კ) ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის ხარისხი – ჯანმრთელობის მოშლის შედეგად გამოწვეული ადამიანის საქმიანობის ნორმიდან გადახრის სიდიდე; ლ) შრომითი, საყოფაცხოვრებო და საზოგადოებრივი საქმიანობისათვის სპეციალურად შექმნილი პირობები – სპეციალური სანიტარიულ–ჰიგიენური, ორგანიზაციული, ტექნიკური, ტექნოლოგიური, სამართლებრივი, ეკონომიკური, მიკროსოციალური ფაქტორები, რომლებიც შესაძლებელს ხდის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა შეასრულოს შრომითი, საყოფაცხოვრებო და საზოგადოებრივი საქმიანობა რეაბილიტაციური პოტენციალის შესაბამისად. მ) შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება (შემდგომ – დაწესებულება) – სამედიცინო დაწესებულება, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული დაავადებებისთვის, ანატომიური ან გონებრივი დეფექტებისთვის ახორციელებს სპეციალიზებულ სამედიცინო მომსახურებას. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4298  -სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.408 საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5665 - ვებგვერდი, 11.01.2012წ. საქართველოს 2014 წლის 7 მარტის კანონი №2102 - ვებგვერდი, 19.03.2014წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3074 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №11 · ძალაშია 11 ივლ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2003 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 11 ივლ. 2018

    მე-3 მუხლის „მ“ ქვეპუნქტში მინისტრის სახელწოდებას დაემატა „ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა“; დანარჩენი ორი ცვლილება და „შემდგომ“ სიტყვის ფორმა მხოლოდ მართლწერითია.

  2. 19 მარ. 2014

    მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის განმარტება ახლა ემყარება მყარ ფიზიკურ, ფსიქიკურ, ინტელექტუალურ ან სენსორულ დარღვევებსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სხვებთან თანაბარ პირობებში მონაწილეობის შესაძლო შეფერხებას.

  3. 1 მარ. 2012· გამოქვეყნდა 11 იან. 2012

    მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტში სამედიცინო დაწესებულება განისაზღვრება როგორც კანონმდებლობით განსაზღვრული იურიდიული პირი, რომელიც სამედიცინო საქმიანობას ახორციელებს; ლიცენზიისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მითითება ამოღებულია.

  4. 1 იან. 2007· გამოქვეყნდა 31 დეკ. 2006

    მე-3 მუხლს დაემატა „მ“ ქვეპუნქტი, რომელიც განმარტავს ტერმინს „შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება“ (დაწესებულება) — მინისტრის აქტით განსაზღვრული დაავადებებისა და დეფექტების სპეციალიზებული სამედიცინო მომსახურების განმახორციელებელი დაწესებულება.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 2შემდეგი მუხლი 4

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით / საექიმო შეცდომა (მუხლი 116)9 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სამედიცინო შეცდომის პრეტენზიები3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • შავი ფილტვის დაავადების სარჩელი3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ექიმის ლიცენზირება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 13 ივნ. 2023 · №13

  • 4 ცვლილება · ბოლო 11 ივლ. 2018
  • 7 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ

  • 4

ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების შესახებ

  • 3

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

საექიმო საქმიანობის შესახებ

  • 5ტერმინთა განმარტება

ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ

  • 4კანონში გამოყენებული ტერმინები

სოციალური მუშაობის შესახებ

  • 2კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

დასაქმების ხელშეწყობის შესახებ

  • 2ტერმინთა

ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

  • 3

კონკურენციის შესახებ

  • 3კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

პაციენტის უფლებების შესახებ

  • 4

სოციალური დახმარების შესახებ

  • 4ტერმინთა განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5443443332223
მნიშვნელობით ახლოსფსიქოსოციალური საჭიროე…შეზღუდული შესაძლებლობი…საზოგადოებრივი ჯანმრთე…საექიმო საქმიანობის შე…ფსიქიკური ჯანმრთელობის…სოციალური მუშაობის შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 13 ივნ. 2023 · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026