Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებმუხლი 5

სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ

მუხლი 5

რედაქცია №58 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება: ა) საგადასახადო ორგანოების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 255-ე მუხლის საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელებულ საგადასახადო კონტროლის ღონისძიებებზე; ბ) საქართველოს ეროვნული ბანკის კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაზე; გ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საქმიანობაზე; დ) (ამოღებულია); ე) (ამოღებულია); ე 1 ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე; ე 2 ) ( ამოღებულია – 25.03.2013, №489); ვ) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ განხორციელებულ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საქმიანობაზე; ზ) (ამოღებულია); ზ 1 ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს და ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საქმიანობებზე; თ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საავიაციო და საზღვაო ტრანსპორტის დარგებში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების შესრულების ზედამხედველობის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებზე; თ 1 ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ, კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე; თ 2 ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ, კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე; თ 3 ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ, კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საავტომობილო ტრანსპორტის დარგში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების შესრულების ზედამხედველობის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებზე; ი) მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შესრულების შემოწმებაზე, თუ ის შერჩევითი კონტროლით, კალენდარული წლის განმავლობაში სამჯერ ხორციელდება; ი 1 ) სააღმზრდელო საქმიანობის ზედამხედველობის სფეროში განხორციელებულ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საქმიანობაზე; ი 2 ) მაკონტროლებელი ორგანოს საქმიანობაზე, რომელიც უკავშირდება „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით ფარმაცევტული პროდუქტის რეფერენტულ ფასზე სახელმწიფო ზედამხედველობას და რომელიც ხორციელდება „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში; ი 3 ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ სამედიცინო საქმიანობის კონტროლზე, ამ კანონის მე-3 მუხლის 2 1 პუნქტის შესაბამისად, სამედიცინო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით, შემდეგი საფუძვლით: ი 3 .ა) პაციენტის ან მისი წარმომადგენლის წერილობითი საჩივარი; ი 3 .ბ) ორსულის, ახალნამშობიარები ქალის ან/და ახალშობილის ან ბავშვის გარდაცვალება; ი 3 .გ) ადმინისტრაციული ორგანოს მიმართვა; ი 3 .დ) პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მძიმე გართულება ან მისი მოულოდნელი გარდაცვალება, რაც ცნობილი გახდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებით; ი 4 ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ ფარმაცევტული საქმიანობის კონტროლზე, ამ კანონის მე-3 მუხლის 2 1 პუნქტის შესაბამისად, ფარმაცევტულ საწარმოსა და საბითუმო რეალიზაციასთან დაკავშირებით, შემდეგი საფუძვლით: ი 4 .ა) მომხმარებლის ან მისი წარმომადგენლის წერილობითი საჩივარი ფარმაცევტული პროდუქტის ხარისხთან დაკავშირებით; ი 4 .ბ) ადმინისტრაციული ორგანოს მიმართვა; ი 4 .გ) გავრცელებული საჯარო ინფორმაცია, რომლის მიხედვით: ი 4 .გ.ა) საფრთხე ექმნება ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას; ი 4 .გ.ბ) არსებობს გარემოება, რომელიც შესაძლებელია მტკიცებულების განადგურებას უკავშირდებოდეს; კ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საქმიანობაზე; ლ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაზე; მ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების ზედამხედველობის სფეროში განხორციელებულ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საქმიანობაზე; ნ) მუნიციპალიტეტის ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების განხორციელებისას: ნ.ა) ტექნიკური რეგლამენტის − საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარიული ნორმების შესრულების შემოწმებაზე, თუ შემოწმება შერჩევითი კონტროლით, კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ ხორციელდება; ნ.ბ) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციასთან დაკავშირებული პირობების შესრულების შემოწმებაზე, თუ შემოწმება შერჩევითი კონტროლით, კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ ხორციელდება; ო) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შრომის ინსპექციის სამსახურის „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ და „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაზე, გარდა „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; პ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ განხორციელებულ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემოწმებაზე.

2.ყველა მაკონტროლებელ ორგანოს ეკრძალება, მოსთხოვოს მეწარმეს ისეთი ინფორმაციის წარდგენა, რომელიც სცილდება მისი უფლებამოსილების ფარგლებს. სახელმწიფო აუდიტის სამსახური საფინანსო-სამეურნეო კონტროლის სხვა სახელმწიფო ორგანოთა შემოწმებისას უფლებამოსილია შესაბამის ორგანოს მოსთხოვოს ბიუჯეტთან ანგარიშსწორების ამსახველი დოკუმენტებისა და ინფორმაციის წარდგენა მათი კამერალური წესით შემოწმების მიზნით.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ცალკეული იურიდიული პირის სამეწარმეო საქმიანობის კონტროლი შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ შესაბამისი ორგანოს ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე.

4.ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ მოქმედებაზე. ის მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც სამეწარმეო საქმიანობის კონტროლს ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოს თხოვნით, შემოწმების უფლებას მოიპოვებს მოსამართლის ბრძანებით. სასამართლოში შემოწმების შესახებ შუამდგომლობით შედის მოკვლევისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანო, რომელიც მოსამართლეს წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას მეწარმის მიერ კანონმდებლობის დარღვევების შესახებ. მოსამართლე საკითხს იხილავს ერთპიროვნულად, დახურულ სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობის გარეშე. განსახორციელებულ შემოწმებაზე არ მოქმედებს ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები. საქართველოს 2003 წლის 23 ივლისის კანონი №2565 - სსმ I, №24, 20.08.2003 წ., მუხ.183 საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3115 - სსმ I, №29, 18.09.2003 წ., მუხ.230 საქართველოს 2004 წლის 24 თებერვლის კანონი №3373 - სსმ I, №7, 16.03.2004 წ., მუხ.33 საქართველოს 2005 წლის 22 მარტის კანონი №1125 - სსმ I, №13, 12.04.2005 წ., მუხ.86 საქართველოს 2006 წლის 6 ივნისის კანონი №3188 - სსმ I, №21, 15.06.2006 წ., მუხ.178 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4302 - სსმ I, №51, 31.12.2006 წ., მუხ.411 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4275 - სსმ I, №51, 31.12.2006 წ., მუხ.434 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5264 - სსმ I, №30 , 30.07.2007 წ., მუხ.335 საქართველოს 2008 წლის 10 ოქტომბრის კანონი №341 - სსმ I, №25 , 23.10.2008 წ., მუხ.165 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1689 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.172 საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3052 - სსმ I, №26, 20.05.2010 წ., მუხ.180 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3555 - სსმ I, №46, 04.08.2010 წ., მუხ.281 საქართველოს 2010 წლის 17 სექტემბრის კანონი №3595 - სსმ I, №54, 12.10.2010 წ., მუხ.347 საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4145 - სსმ I, №76, 29.12.2010 წ., მუხ.517 საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4219 – ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4415 – ვებგვერდი, 17.03.2011წ. საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4657 - ვებგვერდი,13.05.2011წ. საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6170 - ვებგვერდი, 25.05.2012წ. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №489 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1468 - ვებგვერდი, 16.10.2013წ. საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №1596 - ვებგვერდი, 03.12.2013წ. საქართველოს 2014 წლის 29 მაისის კანონი №2470 - ვებგვერდი, 12.06.2014წ. საქართველოს 2016 წლის 8 ივნისის კანონი №5364 - ვებგვერდი, 17.06.2016წ. საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5572 - ვებგვერდი, 13.07.2016წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1712 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 7 მარტის კანონი №2052 - ვებგვერდი, 21.03.2018წ. საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2618 – ვებგვერდი, 06.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3096 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3299 – ვებგვერდი, 09.08.2018წ. საქართველოს 2018 წლის 22  დეკემბრის კანონი №4092 – ვებგვერდი, 28.12.2018წ. საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონი №4262 – ვებგვერდი, 29.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 19 თებერვლის კანონი №4286 – ვებგვერდი, 04.03.2019წ. საქართველოს 2019 წლის 8 მაისის კანონი №4601 - ვებგვერდი, 08.05.2019წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5692 – ვებგვერდი, 26.12.2019წ. საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის კანონი №7186  – ვებგვერდი, 05.10.2020წ. საქართველოს 2021 წლის 16 დეკემბრის კანონი №1151 – ვებგვერდი, 27.12.2021წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1337 – ვებგვერდი, 13.01.2022წ. საქართველოს 2022 წლის 1 დეკემბრის კანონი №2274 – ვებგვერდი, 13.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3002 – ვებგვერდი, 13.06.2023წ. საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3313 – ვებგვერდი, 18.07.2023წ. საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3460 – ვებგვერდი, 25.07.2023წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3798 – ვებგვერდი, 20.12.2023წ. საქართველოს 2025 წლის 13 მაისის კანონი №562 - ვებგვერდი, 16.05.2025წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1309 - ვებგვერდი, 23.12.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №58 · ძალაშია 2 მარ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 16 მაი. 2025 – 1 ივნ. 2025 ტექსტი უცნობია

  2. 1 აგვ. 2023 – 2 იან. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 41

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 2 მარ. 2026· გამოქვეყნდა 23 დეკ. 2025

    მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტში „პერსონალურ მონაცემთა დაცვის“ სამსახური შეიცვალა „სახელმწიფო აუდიტის“ სამსახურით; მისი მიერ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონით განხორციელებულ შემოწმებაზე არ ვრცელდება მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები.

  2. 16 მაი. 2025
  3. 2 იან. 2025· გამოქვეყნდა 18 ივლ. 2023
  4. 1 იან. 2025· გამოქვეყნდა 13 ივნ. 2023
  5. 1 მარ. 2024· გამოქვეყნდა 20 დეკ. 2023
  6. 1 აგვ. 2023· გამოქვეყნდა 25 ივლ. 2023
  7. 13 დეკ. 2022
  8. 1 მარ. 2022· გამოქვეყნდა 13 იან. 2022

    პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტში გამონაკლისი, რომლის მიხედვითაც მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება, ახლა ეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ შემოწმებას.

  9. 1 იან. 2022· გამოქვეყნდა 27 დეკ. 2021
  10. 5 ოქტ. 2020
  11. 1 იან. 2020· გამოქვეყნდა 26 დეკ. 2019

    მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ზ¹“ ქვეპუნქტის ჩამონათვალს დაემატა ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო, ხოლო „პირი“ და „საქმიანობა“ მრავლობით რიცხვში ჩამოყალიბდა.

  12. 1 სექ. 2019· გამოქვეყნდა 4 მარ. 2019
  13. 10 მაი. 2019· გამოქვეყნდა 9 აგვ. 2018
  14. 1 იან. 2019· გამოქვეყნდა 28 დეკ. 2018
  15. 1 აგვ. 2018· გამოქვეყნდა 6 ივლ. 2018

    მე-5 მუხლის პირველ პუნქტში დაემატა „მ“ ქვეპუნქტი, რომლითაც მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების ზედამხედველობის საქმიანობაზე.

  16. 1 აგვ. 2018· გამოქვეყნდა 21 მარ. 2018
  17. 1 იან. 2018· გამოქვეყნდა 14 დეკ. 2017
  18. 1 ოქტ. 2016· გამოქვეყნდა 13 ივლ. 2016
  19. 17 ივნ. 2016
  20. 12 ივნ. 2014

    მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატა „მ“ ქვეპუნქტი, რომლითაც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და მისი ტერიტორიული დანაყოფების ზედამხედველობის საქმიანობაზე მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები აღარ ვრცელდება.

  21. 3 დეკ. 2013

    მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ახლებურად იკითხება: მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ განხორციელებულ, კანონმდებლობით გათვალისწინებულ საქმიანობაზე, და არა დამოუკიდებელი მარეგულირებელი ეროვნული კომისიების საქმიანობაზე.

  22. 16 ოქტ. 2013

    მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატა „ლ“ ქვეპუნქტი, რომლითაც დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის კანონით გათვალისწინებული საქმიანობა გამონაკლისების ჩამონათვალში შევიდა.

  23. 14 მაი. 2013· გამოქვეყნდა 5 აპრ. 2013

    მე-5 მუხლის პირველ პუნქტში ე¹ ქვეპუნქტი ახლა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეხება, ე² ამოღებულია, ხოლო ზ¹ ქვეპუნქტში შეიცვალა სამინისტროთა მითითება და სააგენტოს სისტემური კუთვნილება.

  24. 25 მაი. 2012

    მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ზ¹“ ქვეპუნქტში, რომელიც განსაზღვრავს მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებისგან გამონაკლის საქმიანობას, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან ერთად ახლა დასახელებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, ხოლო სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება და ტექნიკური და სამშენებლო ინსპექცია აღარ არის დასახელებული.

  25. 15 მაი. 2011· გამოქვეყნდა 13 მაი. 2011

    მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ე 1“ ქვეპუნქტში გარემოს დაცვის ინსპექცია შეიცვალა ბუნებრივი რესურსების სააგენტოთი, ხოლო ახალი „ე 2“ ქვეპუნქტით გამონაკლისი გავრცელდა გარემოს დაცვის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალ ორგანოებზე.

  26. 15 აპრ. 2011· გამოქვეყნდა 10 მარ. 2011

    მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატა „თ“ ქვეპუნქტი, რომელიც ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის ტექნიკური რეგლამენტების ზედამხედველობის ღონისძიებებს ამ გამონაკლისების ჩამონათვალში ამატებს; „ი“ ქვეპუნქტის შინაარსი უცვლელია.

  27. 17 მარ. 2011

    მე-5 მუხლის პირველ პუნქტში „ე¹“ ქვეპუნქტში გარემოს დაცვის ინსპექციის შემცველი სამინისტრო ახლა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროა, ხოლო „ზ¹“ ქვეპუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა და ეხება ორი სამინისტროს სისტემაში შემავალ ტექნიკურ და სამშენებლო ინსპექციას.

  28. 1 იან. 2011· გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2010

    მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა: გამონაკლისი ეხება საგადასახადო ორგანოების მიერ საგადასახადო კოდექსის 255-ე მუხლის საფუძველზე განხორციელებულ საგადასახადო კონტროლის ღონისძიებებს.

  29. 1 დეკ. 2010· გამოქვეყნდა 4 აგვ. 2010

    მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატა „ი“ ქვეპუნქტი, რომელიც მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებისგან გამონაკლისად ითვალისწინებს მაღალი რისკის სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შესრულების შერჩევით შემოწმებას, წელიწადში ერთხელ.

  30. 3 ივნ. 2010· გამოქვეყნდა 20 მაი. 2010

    პირველ პუნქტს დაემატა „ე¹“ ქვეპუნქტი, რომლითაც გარემოს დაცვის ინსპექციის მიერ სახელმწიფო გარემოსდაცვით კონტროლთან დაკავშირებულ საქმიანობაზე მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება.

  31. 1 დეკ. 2009· გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2009
  32. 23 ოქტ. 2008

    მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატა „თ“ ქვეპუნქტი, რომლითაც მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნების გამონაკლისთა ჩამონათვალი ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის მიერ საავიაციო და საზღვაო ტრანსპორტის ტექნიკური რეგლამენტების შესრულებაზე ზედამხედველობის ღონისძიებებზე გაფართოვდა.

  33. 30 ივლ. 2007

    პირველ პუნქტში „დ“ ქვეპუნქტით მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებისგან გამონაკლისი ეხება ფინანსური მონიტორინგის სამსახურის კანონით გათვალისწინებულ საქმიანობას, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ნაცვლად; „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულია.

  34. 1 იან. 2007· გამოქვეყნდა 31 დეკ. 2006

    მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულია, ანუ ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისი სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის შემოწმებებზე კანონში აღარ არსებობს.

  35. 1 იან. 2007· გამოქვეყნდა 31 დეკ. 2006

    მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში საგადასახადო ორგანოებს დაემატა საბაჟო ორგანოები და გამონაკლისი განისაზღვრა საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე განხორციელებული საგადასახადო კონტროლის ღონისძიებებით, გეგმური და საკონტროლო შემოწმებების ნაცვლად.

  36. 15 ივნ. 2006

    მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტში მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნების გამონაკლისი ახლა მხოლოდ დამოუკიდებელი მარეგულირებელი ეროვნული კომისიების მიერ განხორციელებულ საქმიანობას ეხება; ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტო ამოღებულია.

  37. 1 იან. 2006· გამოქვეყნდა 31 დეკ. 2004
  38. 12 აპრ. 2005

    მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ზ 1“ ქვეპუნქტში სამინისტროს სახელწოდება შეიცვალა „სათბობ-ენერგეტიკის“ ნაცვლად „ენერგეტიკის“ სამინისტროდ, ამოღებულია ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის ცალკე მითითება და სიტყვა „მიერ“.

  39. 1 იან. 2005· გამოქვეყნდა 20 აგვ. 2003

    მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატა „ზ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემოწმებებზე.

  40. 5 აპრ. 2004· გამოქვეყნდა 16 მარ. 2004

    მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში, რომელიც მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნების გამონაკლისს ადგენს, გეგმურ შემოწმებებს დაემატა საკონტროლო შემოწმებები, რომელთა მიზანია გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის წარმოშობის სისწორის განსაზღვრა; დაზუსტდა, რომ წესი საქართველოს კანონმდებლობით არის დადგენილი.

  41. 18 სექ. 2003

    მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატა „ზ 1“ ქვეპუნქტი, რომელიც მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნების გამონაკლისების ჩამონათვალს ავრცელებს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტზე და ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციაზე.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 4შემდეგი მუხლი 6

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 17 დეკ. 2025 · №58

  • 41 ცვლილება · ბოლო 23 დეკ. 2025
  • ციტირებულია 4 მუხლი
  • 4 რედაქცია
  • 5 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 3მუხლი 4საქართველოს საგადა… 255საქართველოს საგადა… 255შრომის ინსპექციის … 16

მიუთითებენ მასზე

მუხლი 3მუხლი 4მუხლი 9საქართველოს ადმინი… 21³

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ

  • 9

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 14გამონაკლისები ამ თავის მოქმედებიდან
  • 6ამ თავის მოქმედების სფერო

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 1¹კოდექსის მოქმედების სფერო

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 3კოდექსის მოქმედების სფერო

საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ

  • 5⁷საქმიანობის შემოწმება

სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ

  • 1კანონის რეგულირების სფერო

საჯარო სამსახურის შესახებ

  • 4პირები, რომლებზედაც არ ვრცელდება ამ კანონის მოქმედება

საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებ

  • 8გარდამავალი დებულებანი

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 255ზოგადი დებულებანი საგადასახადო კონტროლთან დაკავშირებით

ენერგოეტიკეტირების შესახებ

  • 2კანონის მოქმედების სფერო

ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

  • 1კანონის რეგულირების სფერო

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1349321³5⁷2551¹25581464165
მითითებამნიშვნელობით ახლოსსამეწარმეო საქმიანობის…საქართველოს საგადასახა…საქართველოს საგადასახა…შრომის ინსპექციის შესა…საქართველოს ადმინისტრა…საგადახდო სისტემისა და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025 · რედაქცია №58 · ბოლოს შემოწმდა 23 ოქტ. 2026