საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 18. ცვლილებები სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში

რედაქცია №38 კონსოლიდირებული · 19 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.რეგისტრირებული არასრულწლოვანი პირის შვილად აყვანა წარმოადგენს რეგისტრაციის თაობაზე წარმოებულ სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არასრულწლოვანი პირის სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, დაბადების ადგილის და მამის სახელის მონაცემის შეცვლის საფუძველს, თუ აღნიშნულ არასრულწლოვან პირზე არ არის გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ცვლილების შეტანა ხორციელდება არასრულწლოვანი პირის შვილად აყვანის აქტის შესაბამისად.

2.რეგისტრირებული არასრულწლოვანი პირის მიმართ მამობის დადგენა წარმოადგენს რეგისტრაციის თაობაზე წარმოებულ სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არასრულწლოვანი პირის სახელის, გვარის, მამის სახელის მონაცემის შეცვლის საფუძველს, თუ აღნიშნულ არასრულწლოვან პირზე არ არის გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ცვლილების შეტანა ხორციელდება არასრულწლოვანი პირის მიმართ შესრულებული მამობის დადგენის აქტის შესაბამისად.

3.რეგისტრირებული არასრულწლოვანი პირის სახელის , მამის სახელის , გვარის შეცვლა წარმოადგენს რეგისტრაციის თაობაზე წარმოებულ სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არასრულწლოვანი პირის სახელის , მამის სახელის, გვარის მონაცემის შეცვლის საფუძველს , თუ აღნიშნულ არასრულწლოვან პირზე არ არის გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი . სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ცვლილების შეტანა ხორციელდება არასრულწლოვანი პირის სახელის , მამის სახელის , გვარის შეცვლის აქტის შესაბამისად.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
511969 (და…166354263662126518
მნიშვნელობით ახლოსსამოქალაქო აქტების შეს…შვილად აყვანისა და მინ…ქვეყანაში სიღატაკის დო…საქართველოს სამოქალაქო…სოციალურად დაუცველი ოჯ…საქართველოს მოქალაქეთა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №38 · ბოლოს შემოწმდა