სამოქალაქო აქტების შესახებ

მუხლი 35. სრულწლოვანი პირის მიმართ მამობის დადგენის რეგისტრაცია

რედაქცია №26 კონსოლიდირებული · 17 სექ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სრულწლოვნის მიმართ მამობის დადგენის რეგისტრაცია, აგრეთვე მისი გვარის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ ამ პირის თანხმობით, ხოლო თუ ეს პირი სასამართლოს მიერ ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად – სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხმობა საჭირო არ არის, თუ მამობის დადგენის რეგისტრაცია ხორციელდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

3.სრულწლოვანი პირის მიმართ მამობის დადგენის რეგისტრაციისას მისი გვარის შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ პირის წინააღმდეგ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, მათ შორის, თუ ეს პირი იძებნება საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების ან საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციის (ინტერპოლის) მიერ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მამობის დადგენასთან ერთად პირისათვის გვარის შეცვლის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებაშია მითითებული. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3347 - ვებგვერდი, 31.03.2015წ. საქართველოს 2018 წლის 18 აპრილის კანონი №2149 – ვებგვერდი, 01.05.2018წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სრულწლოვნის მიმართ მამობის დადგენის რეგისტრაცია, აგრეთვე მისი გვარის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ ამ პირის თანხმობით, ხოლო თუ ეს პირი სასამართლოს მიერ ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად – სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხმობა საჭირო არ არის, თუ მამობის დადგენის რეგისტრაცია ხორციელდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. 3. სრულწლოვანი პირის მიმართ მამობის დადგენის რეგისტრაციისას მისი გვარის შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ პირის წინააღმდეგ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, მათ შორის, თუ ეს პირი იძებნება საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების ან საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციის (ინტერპოლის) მიერ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მამობის დადგენასთან ერთად პირისათვის გვარის შეცვლის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებაშია მითითებული. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3347 - ვებგვერდი, 31.03.2015წ. საქართველოს 2018 წლის 18 აპრილის კანონი №2149 – ვებგვერდი, 01.05.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №17 · ძალაშია 1 მაი. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 35-ე მუხლს დაემატა მე-3 პუნქტი, რომლითაც სრულწლოვნის მამობის დადგენის რეგისტრაციისას გვარის შეცვლა აიკრძალა სისხლისსამართლებრივი დევნის ან ძებნის შემთხვევაში, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებაში გვარის შეცვლა პირდაპირ მითითებული არ არის.

  2. · გამოქვეყნდა 31 მარ. 2015

    35-ე მუხლის პირველ პუნქტში ქმედუუნაროდ ცნობილი სრულწლოვანი შეიცვალა სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებად ცნობილი პირით, რომლის მიმართაც მამობის დადგენა და გვარის შეცვლა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ხდება; დანარჩენი ცვლილებები ფორმულირებრივია.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
31211961190119553643236622126235
მითითებამნიშვნელობით ახლოსსამოქალაქო აქტების შეს…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს მოქალაქეობ…შვილად აყვანისა და მინ…სახელმწიფო ენის შესახე…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №26 · ბოლოს შემოწმდა