Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასამოქალაქო აქტების შესახებმუხლი 64

სამოქალაქო აქტების შესახებ

მუხლი 64. სახელისა და გვარის შეცვლის პირობები

რედაქცია №26 კონსოლიდირებული · 17 სექ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სრულწლოვან პირს უფლება აქვს, საკუთარი სურვილისამებრ შეიცვალოს სახელი მხოლოდ ერთხელ, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2.პირს შეუძლია შეიცვალოს გვარი და მიიღოს: ა) მშობელთა შეერთებული გვარი; ბ) პირდაპირი აღმავალი შტოს ერთ-ერთი ნათესავის (მეოთხე თაობის ნათესავების (ბებიის/პაპის ბებიისა და პაპის) ჩათვლით) გვარი; გ) საკუთარი გვარისა და ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირდაპირი აღმავალი შტოს ერთ-ერთი ნათესავის გვარის გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი; დ) ფაქტობრივი აღმზრდელის გვარი; ე) მშვილებლის გვარი; ვ) ქორწინებამდელი გვარი, თუ ქორწინების შეწყვეტისას მას არ დაუბრუნებია ეს გვარი; ზ) მამის გვარი, ამ კანონის III თავით დადგენილი წესით მამობის დადგენისას; თ) ისტორიული გვარი, ამ კანონის 65-ე მუხლით დადგენილი წესით; ი) სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ მისთვის მინიჭებული გვარი.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის არსებობისას პირისთვის გვარის შეცვლა შესაძლებელია, თუ მისი დაბადების სამოქალაქო აქტი საქართველოშია რეგისტრირებული და სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ ამ პირისთვის სხვა გვარის მინიჭების შემდეგ მან საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვა.

4.სრულწლოვან პირს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„დ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით გვარი შეიცვალოს მხოლოდ ერთხელ, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

5.თუ აღმოიფხვრა ამ კანონის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტით, 53-ე მუხლის 2 1 პუნქტით ან 59-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გვარის შეცვლის შეზღუდვის საფუძველი, პირს უფლება აქვს, მოითხოვოს გვარის შეცვლა ამ კანონით დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად. საქართველოს 2014 წლის 29 მაისის კანონი №2482 - ვებგვერდი, 29.05.2014წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილება №2/4/570 - ვებგვერდი, 11.08.2016წ. საქართველოს 2017 წლის 14 დეკემბრის კანონი №1725 – ვებგვერდი, 25.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 18 აპრილის კანონი №2149 – ვებგვერდი, 01.05.2018წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სრულწლოვან პირს უფლება აქვს, საკუთარი სურვილისამებრ შეიცვალოს სახელი მხოლოდ ერთხელ, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. პირს შეუძლია შეიცვალოს გვარი და მიიღოს: ა) მშობელთა შეერთებული გვარი; ბ) პირდაპირი აღმავალი შტოს ერთ-ერთი ნათესავის (მეოთხე თაობის ნათესავების (ბებიის/პაპის ბებიისა და პაპის) ჩათვლით) გვარი; გ) საკუთარი გვარისა და ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირდაპირი აღმავალი შტოს ერთ-ერთი ნათესავის გვარის გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი; დ) ფაქტობრივი აღმზრდელის გვარი; ე) მშვილებლის გვარი; ვ) ქორწინებამდელი გვარი, თუ ქორწინების შეწყვეტისას მას არ დაუბრუნებია ეს გვარი; ზ) მამის გვარი, ამ კანონის III თავით დადგენილი წესით მამობის დადგენისას; თ) ისტორიული გვარი, ამ კანონის 65-ე მუხლით დადგენილი წესით; ი) სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ მისთვის მინიჭებული გვარი. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის არსებობისას პირისთვის გვარის შეცვლა შესაძლებელია, თუ მისი დაბადების სამოქალაქო აქტი საქართველოშია რეგისტრირებული და სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ ამ პირისთვის სხვა გვარის მინიჭების შემდეგ მან საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვა. 4. სრულწლოვან პირს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„დ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით გვარი შეიცვალოს მხოლოდ ერთხელ, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. 5. თუ აღმოიფხვრა ამ კანონის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტით, 53-ე მუხლის 2 1 პუნქტით ან 59-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გვარის შეცვლის შეზღუდვის საფუძველი, პირს უფლება აქვს, მოითხოვოს გვარის შეცვლა ამ კანონით დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად. საქართველოს 2014 წლის 29 მაისის კანონი №2482 - ვებგვერდი, 29.05.2014წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილება №2/4/570 - ვებგვერდი, 11.08.2016წ. საქართველოს 2017 წლის 14 დეკემბრის კანონი №1725 – ვებგვერდი, 25.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 18 აპრილის კანონი №2149 – ვებგვერდი, 01.05.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №17 · ძალაშია 1 მაი. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 მაი. 2018

    მე-3 პუნქტში სიტყვა „მოიპოვა“ წინადადების ბოლოს გადავიდა. მე-4 პუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა: სრულწლოვანს გვარის შეცვლა მე-2 პუნქტის „ა“–„დ“ და „თ“ საფუძვლით მხოლოდ ერთხელ შეუძლია, ხოლო ახალი მე-5 პუნქტი შეზღუდვის საფუძვლის აღმოფხვრისას ზოგადი წესით გვარის შეცვლის უფლებას ითვალისწინებს.

  2. 25 დეკ. 2017

    64-ე მუხლის მე-4 პუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა: გვარის შეცვლა შესაძლებელია მეუღლის ან პირდაპირი აღმავალი შტოს ერთ-ერთი ნათესავის გვართან გაერთიანებით მიღებული გვარის მისაღებად; ძალადაკარგულობის შენიშვნა ამოღებულია.

  3. 11 აგვ. 2016

    64-ე მუხლის პირველ პუნქტში ძალადაკარგულად არის ცნობილი ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავდა გვარის შეცვლას, როცა პირს სურს საკუთარი და პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის გვარების გაერთიანებით მიღებული გვარის მიღება.

  4. 1 ივნ. 2014· გამოქვეყნდა 29 მაი. 2014

    64-ე მუხლის პირველი პუნქტი სახელის შეცვლის უფლებას სრულწლოვან პირს ანიჭებს და ზღუდავს მხოლოდ ერთხელ, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 63შემდეგი მუხლი 65

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 17 სექ. 2024 · №26

  • 4 ცვლილება · ბოლო 1 მაი. 2018
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 7 რედაქცია
  • 4 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 35მუხლი 53მუხლი 59მუხლი 65

მიუთითებენ მასზე

მუხლი 98

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამოქალაქო აქტების შესახებ

  • 62სახელის ან/და გვარის შეცვლის უფლება
  • 63ქმედუუნარო ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირის სახელის ან/და გვარის შეცვლა
  • 68სახელის ან/და გვარის შეცვლის რეგისტრაციაზე უარის თქმა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 1196შვილის გვარის გამოცვლა
  • 17სახელის უფლება
  • 1195შვილის გვარის განსაზღვრა

სახელმწიფო ენის შესახებ

  • 22სახელის, მამის სახელისა და გვარის დაწერილობა

შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

  • 62სამოქალაქო აქტებში ცვლილებების შეტანა

შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

  • 23სამოქალაქო აქტებში ცვლილებების შეტანა

საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ

  • 20⁵
  • 18

საქართველოს მოქალაქეობის შესახებ

  • 6არასრულწლოვანი პირის და მხარდაჭერის მიმღების მოქალაქეობის შეცვლა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
20⁵1196171195233553596598626368226264
მითითებამნიშვნელობით ახლოსსამოქალაქო აქტების შეს…საქართველოს სამოქალაქო…სახელმწიფო ენის შესახე…შვილად აყვანისა და მინ…შვილად აყვანისა და მინ…საქართველოს მოქალაქეთა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 17 სექ. 2024 · რედაქცია №26 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026