Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაშვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებმუხლი 65

შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

მუხლი 65. შვილად აყვანის საიდუმლოობა

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026
თემები:შვილად აყვანა და სუროგაციაოჯახური და არასრულწლოვანთა დანაშაულები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011

1.შვილად აყვანის საიდუმლოების გამჟღავნება იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2.მოსამართლე, რომელმაც მიიღო შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილება, ბავშვის ბიოლოგიური მშობელი, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელი, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს თანამშრომელი, შვილად აყვანის პროცედურაში მონაწილე ნებისმიერი პირი ვალდებულია საიდუმლოდ შეინახოს შვილად აყვანის პროცედურის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე მიღებული ინფორმაცია.

3.სააგენტო უზრუნველყოფს, რომ მშვილებელმა ( მშვილებლებმა) ბავშვის შვილად აყვანამდე სათანადო წესის დაცვით მიიღოს ( მიიღონ) მისი პირადი მონაცემების შესახებ ინფორმაცია ( ინფორმაცია ბავშვის სახელისა და გვარის, დაბადების თარიღისა და ადგილის შესახებ, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ( ასეთის არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე ინფორმაცია მისი ბიოლოგიური მშობლის ( ბიოლოგიური მშობლების) ვინაობის თაობაზე).

4.ნაშვილებს შეუძლია მიიღოს თავისი ბიოლოგიური მშობლის ( ბიოლოგიური მშობლების) ვინაობის შესახებ ინფორმაცია მშვილებლისა ( მშვილებლებისა) და ბიოლოგიური მშობლის ( ბიოლოგიური მშობლების) თანხმობით.

5.ნაშვილებს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია გაშვილებამდე არსებული მისი პირადი მონაცემების შესახებ ( ინფორმაცია სახელისა და გვარის, დაბადების თარიღისა და ადგილის შესახებ, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ( ასეთის არსებობის შემთხვევაში)).

6.ნაშვილების განცხადების საფუძველზე სააგენტო მიმართავს შესაბამის ორგანოებს ამ პირის გაშვილების, მისი ბიოლოგიური მშობლის ( ბიოლოგიური მშობლების) ვინაობისა და ადგილსამყოფლის დასადგენად. თუ ნაშვილების ბიოლოგიური მშობლის ( ბიოლოგიური მშობლების) ვინაობა და ადგილსამყოფელი ვერ დადგინდა, რის გამოც შეუძლებელია მისი ( მათი) პოზიციის გარკვევა, სააგენტო დაინტერესებულ პირს აწვდის პირად ინფორმაციას ( ინფორმაციას სახელისა და გვარის, დაბადების თარიღისა და ადგილის შესახებ, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ( ასეთის არსებობის შემთხვევაში)).

7.სააგენტო უფლებამოსილია ბიოლოგიური მშობლის ( ბიოლოგიური მშობლების) განცხადების საფუძველზე მიმართოს შესაბამის ორგანოებს მისი ( მათი) ბიოლოგიური შვილის მოძიების თაობაზე. თუ დადგინდა, რომ ბიოლოგიური შვილი გაშვილებულია, სააგენტო წყვეტს საქმის წარმოებას.

8.სააგენტო ნაშვილებს არ აწვდის მისი ბიოლოგიური მშობლის ( ბიოლოგიური მშობლების) მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს, თუ: ა) ბიოლოგიური მშობელი ( ბიოლოგიური მშობლები) წინააღმდეგია ( წინააღმდეგი არიან), რომ ნაშვილებმა მიიღოს აღნიშნული მონაცემები; ბ) ბავშვის გაშვილების პროცესში მისმა ბიოლოგიურმა მშობელმა ( ბიოლოგიურმა მშობლებმა) ნებაყოფლობით განაცხადა ( განაცხადეს) უარი იმაზე, რომ ნაშვილებმა ან მშვილებელმა ( მშვილებლებმა) მომავალში მიიღოს ( მიიღონ) ბიოლოგიური მშობლის ( ბიოლოგიური მშობლების) მაიდენტიფიცირებელი მონაცემები. ამ შემთხვევაში სააგენტო არ უკავშირდება ბიოლოგიურ მშობელს ( ბიოლოგიურ მშობლებს).

9.ბავშვის ბიოლოგიურ მშობელს ( ბიოლოგიურ მშობლებს) უფლება აქვს ( აქვთ), ნებისმიერ დროს გამოითხოვოს ( გამოითხოვონ) თავისი ( თავიანთი) უარი, რათა სურვილის შემთხვევაში ნაშვილებმა ან მშვილებელმა ( მშვილებლებმა) მიიღოს ( მიიღონ) ბიოლოგიური მშობლის ( ბიოლოგიური მშობლების) მაიდენტიფიცირებელი მონაცემები.

10.ამ მუხლით განსაზღვრული თანხმობა სავალდებულო არ არის, თუ ნაშვილების ბიოლოგიური მშობელი ( ბიოლოგიური მშობლები) ან მშვილებელი ( მშვილებლები) გარდაცვლილია ( გარდაცვლილი არიან), გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

11.ნაშვილების მაიდენტიფიცირებელი მონაცემები მისმა ბიოლოგიურმა მშობელმა ( ბიოლოგიურმა მშობლებმა) შეიძლება მიიღოს ( მიიღონ), თუ ნაშვილებმა სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ სააგენტოში შეიტანა განცხადება იმის თაობაზე, რომ ბიოლოგიური მშობლისთვის ( ბიოლოგიური მშობლებისთვის) ხელმისაწვდომი იყოს მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები. თავი VI შვილად აყვანის გაუქმება, შვილად აყვანის ბათილად ცნობა

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. შვილად აყვანის საიდუმლოების გამჟღავნება იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. მოსამართლე, რომელმაც მიიღო შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილება, ბავშვის ბიოლოგიური მშობელი, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელი, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს თანამშრომელი, შვილად აყვანის პროცედურაში მონაწილე ნებისმიერი პირი ვალდებულია საიდუმლოდ შეინახოს შვილად აყვანის პროცედურის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე მიღებული ინფორმაცია. 3. სააგენტო უზრუნველყოფს, რომ მშვილებელმა ( მშვილებლებმა) ბავშვის შვილად აყვანამდე სათანადო წესის დაცვით მიიღოს ( მიიღონ) მისი პირადი მონაცემების შესახებ ინფორმაცია ( ინფორმაცია ბავშვის სახელისა და გვარის, დაბადების თარიღისა და ადგილის შესახებ, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ( ასეთის არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე ინფორმაცია მისი ბიოლოგიური მშობლის ( ბიოლოგიური მშობლების) ვინაობის თაობაზე). 4. ნაშვილებს შეუძლია მიიღოს თავისი ბიოლოგიური მშობლის ( ბიოლოგიური მშობლების) ვინაობის შესახებ ინფორმაცია მშვილებლისა ( მშვილებლებისა) და ბიოლოგიური მშობლის ( ბიოლოგიური მშობლების) თანხმობით. 5. ნაშვილებს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია გაშვილებამდე არსებული მისი პირადი მონაცემების შესახებ ( ინფორმაცია სახელისა და გვარის, დაბადების თარიღისა და ადგილის შესახებ, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ( ასეთის არსებობის შემთხვევაში)). 6. ნაშვილების განცხადების საფუძველზე სააგენტო მიმართავს შესაბამის ორგანოებს ამ პირის გაშვილების, მისი ბიოლოგიური მშობლის ( ბიოლოგიური მშობლების) ვინაობისა და ადგილსამყოფლის დასადგენად. თუ ნაშვილების ბიოლოგიური მშობლის ( ბიოლოგიური მშობლების) ვინაობა და ადგილსამყოფელი ვერ დადგინდა, რის გამოც შეუძლებელია მისი ( მათი) პოზიციის გარკვევა, სააგენტო დაინტერესებულ პირს აწვდის პირად ინფორმაციას ( ინფორმაციას სახელისა და გვარის, დაბადების თარიღისა და ადგილის შესახებ, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ( ასეთის არსებობის შემთხვევაში)). 7. სააგენტო უფლებამოსილია ბიოლოგიური მშობლის ( ბიოლოგიური მშობლების) განცხადების საფუძველზე მიმართოს შესაბამის ორგანოებს მისი ( მათი) ბიოლოგიური შვილის მოძიების თაობაზე. თუ დადგინდა, რომ ბიოლოგიური შვილი გაშვილებულია, სააგენტო წყვეტს საქმის წარმოებას. 8. სააგენტო ნაშვილებს არ აწვდის მისი ბიოლოგიური მშობლის ( ბიოლოგიური მშობლების) მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს, თუ: ა) ბიოლოგიური მშობელი ( ბიოლოგიური მშობლები) წინააღმდეგია ( წინააღმდეგი არიან), რომ ნაშვილებმა მიიღოს აღნიშნული მონაცემები; ბ) ბავშვის გაშვილების პროცესში მისმა ბიოლოგიურმა მშობელმა ( ბიოლოგიურმა მშობლებმა) ნებაყოფლობით განაცხადა ( განაცხადეს) უარი იმაზე, რომ ნაშვილებმა ან მშვილებელმა ( მშვილებლებმა) მომავალში მიიღოს ( მიიღონ) ბიოლოგიური მშობლის ( ბიოლოგიური მშობლების) მაიდენტიფიცირებელი მონაცემები. ამ შემთხვევაში სააგენტო არ უკავშირდება ბიოლოგიურ მშობელს ( ბიოლოგიურ მშობლებს). 9. ბავშვის ბიოლოგიურ მშობელს ( ბიოლოგიურ მშობლებს) უფლება აქვს ( აქვთ), ნებისმიერ დროს გამოითხოვოს ( გამოითხოვონ) თავისი ( თავიანთი) უარი, რათა სურვილის შემთხვევაში ნაშვილებმა ან მშვილებელმა ( მშვილებლებმა) მიიღოს ( მიიღონ) ბიოლოგიური მშობლის ( ბიოლოგიური მშობლების) მაიდენტიფიცირებელი მონაცემები. 10. ამ მუხლით განსაზღვრული თანხმობა სავალდებულო არ არის, თუ ნაშვილების ბიოლოგიური მშობელი ( ბიოლოგიური მშობლები) ან მშვილებელი ( მშვილებლები) გარდაცვლილია ( გარდაცვლილი არიან), გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 11. ნაშვილების მაიდენტიფიცირებელი მონაცემები მისმა ბიოლოგიურმა მშობელმა ( ბიოლოგიურმა მშობლებმა) შეიძლება მიიღოს ( მიიღონ), თუ ნაშვილებმა სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ სააგენტოში შეიტანა განცხადება იმის თაობაზე, რომ ბიოლოგიური მშობლისთვის ( ბიოლოგიური მშობლებისთვის) ხელმისაწვდომი იყოს მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები. თავი VI შვილად აყვანის გაუქმება, შვილად აყვანის ბათილად ცნობა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 9 ოქტ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 9 ოქტ. 2018 – 1 იან. 2021 ტექსტი უცნობია

  2. … – 9 ოქტ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 64შემდეგი მუხლი 66

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • შიდა შვილად აყვანა11 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • შვილად აყვანის წესის დარღვევა (მუხლი 172) - ადვოკატი9 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
ლაშა კაპანაძე

ლაშა კაპანაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 23 ივნ. 2026 · №9

  • 3 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

  • 64შვილად აყვანის შესახებ ინფორმაციის შენახვა
  • 68შვილად აყვანის გაუქმების ან შვილად აყვანის ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლებამოსილების მქონე პირი
  • 69შვილად აყვანის გაუქმების ან შვილად აყვანის ბათილად ცნობის შედეგები

სამოქალაქო აქტების შესახებ

  • 47შვილად აყვანის საიდუმლოების დაცვა
  • 42ნაშვილების ან/და მისი მშობლის (მშობლების) შესახებ მონაცემების შეცვლა
  • 43შვილად აყვანის რეგისტრაცია დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერის არარსებობის შემთხვევაში

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 350განცხადების შინაარსი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 1244შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილების რეგისტრაცია
  • 1254შვილად აყვანას დაქვემდებარებული ბავშვი
  • 1261შვილად აყვანის შედეგები

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 175შვილად აყვანის საიდუმლოების გამჟღავნება

კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ

  • 21

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1753501244125412612147424364686965
მნიშვნელობით ახლოსსამოქალაქო აქტების შეს…შვილად აყვანისა და მინ…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სისხლის სა…კონვენცია ბავშვის უფლე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026 · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026