სამოქალაქო აქტების შესახებ

მუხლი 59. განქორწინების შემთხვევაში მეუღლის მიერ გვარის შენარჩუნება და ქორწინებამდელი გვარის დაბრუნება

რედაქცია №26 კონსოლიდირებული · 17 სექ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მეუღლე, რომელმაც ქორწინების შედეგად შეიცვალა გვარი, უფლებამოსილია განქორწინების რეგისტრაციისას გადაწყვიტოს, რომ განქორწინების შემდეგაც ატაროს ქორწინების შედეგად შეცვლილი გვარი. ამასთანავე, მას შეუძლია განქორწინების რეგისტრაციისას ან მოგვიანებით მოითხოვოს მისთვის ქორწინებამდელი გვარის დაბრუნება.

2.განქორწინების რეგისტრაციისას პირის გვარის შეცვლა დაუშვებელია, თუ მის წინააღმდეგ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, მათ შორის, თუ ეს პირი იძებნება საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების ან საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციის (ინტერპოლის) მიერ. ამ შემთხვევაში ხორციელდება მხოლოდ განქორწინების რეგისტრაცია გვარის შეცვლის გარეშე. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როცა განქორწინების რეგისტრაცია სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ხორციელდება და განქორწინებისას მეუღლის/მეუღლეთა მიერ გვარის შეცვლის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებაშია მითითებული. საქართველოს 2018 წლის 18 აპრილის კანონი №2149 – ვებგვერდი, 01.05.2018წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მეუღლე, რომელმაც ქორწინების შედეგად შეიცვალა გვარი, უფლებამოსილია განქორწინების რეგისტრაციისას გადაწყვიტოს, რომ განქორწინების შემდეგაც ატაროს ქორწინების შედეგად შეცვლილი გვარი. ამასთანავე, მას შეუძლია განქორწინების რეგისტრაციისას ან მოგვიანებით მოითხოვოს მისთვის ქორწინებამდელი გვარის დაბრუნება. 2. განქორწინების რეგისტრაციისას პირის გვარის შეცვლა დაუშვებელია, თუ მის წინააღმდეგ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, მათ შორის, თუ ეს პირი იძებნება საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების ან საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციის (ინტერპოლის) მიერ. ამ შემთხვევაში ხორციელდება მხოლოდ განქორწინების რეგისტრაცია გვარის შეცვლის გარეშე. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როცა განქორწინების რეგისტრაცია სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ხორციელდება და განქორწინებისას მეუღლის/მეუღლეთა მიერ გვარის შეცვლის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებაშია მითითებული. საქართველოს 2018 წლის 18 აპრილის კანონი №2149 – ვებგვერდი, 01.05.2018წ. მუხლი 60. განქორწინების რეგისტრაციის ვადა 1. ამ კანონის 56-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ბ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში განქორწინების რეგისტრაცია ხორციელდება განცხადების წარდგენიდან 5 სამუშაო დღის გასვლისთანავე, თუ ამ ვადაში განქორწინებაზე უარს არ განაცხადებს განცხადების წარმდგენი მეუღლე, ხოლო ერთობლივი განცხადების წარდგენისას – ერთ-ერთი მეუღლე მაინც. 2. არანაკლებ 3 წლის ვადით მსჯავრდებულ მეუღლესთან განქორწინების რეგისტრაცია ხორციელდება ამ კანონის 57-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხის მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო პასუხის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში − ამ ვადის გასვლიდან 2 სამუშაო დღის ვადაში. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6301 – ვებგვერდი, 12.06.2012წ. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3347 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №26

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 28 ივლ. 2020 – 1 დეკ. 2024 ტექსტი უცნობია

  2. 29 ივლ. 2017 – 1 მაი. 2018 ტექსტი უცნობია

  3. 1 იან. 2013 – 24 მაი. 2017 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 59-ე მუხლი ორ პუნქტადაა ჩამოყალიბებული: პირველში ქორწინებამდელი გვარის დაბრუნების მოთხოვნა შესაძლებელია განქორწინების რეგისტრაციისას ან მოგვიანებით, მეორეში კი დაწესდა გვარის შეცვლის აკრძალვა სისხლისსამართლებრივი დევნის ან ძებნის დროს, სასამართლოს გადაწყვეტილებით განქორწინების გამონაკლისით.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ლაშა კაპანაძე

ლაშა კაპანაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100-დან

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

თათია თოხაძე

თათია თოხაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი, დამატებითი სპეციალიზაცია - სამშენებლო სამართალი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ბავშვთა უფლებები

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
356112311961127104744125756645358459
მითითებამნიშვნელობით ახლოსსამოქალაქო აქტების შეს…საქართველოს სამოქალაქო…საერთაშორისო კერძო სამ…საქართველოს სამოქალაქო…გენდერული თანასწორობის…საქართველოს კანონი ოჯა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №26 · ბოლოს შემოწმდა