Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასამოქალაქო აქტების შესახებმუხლი 67¹

სამოქალაქო აქტების შესახებ

მუხლი 67¹. სახელის ან/და გვარის შეცვლის/გვარის დადგენის/გვარის კანონიერად აღიარების შესახებ 16 წელს მიღწეული პირის განცხადების წარდგენა და განხილვა

რედაქცია №26 კონსოლიდირებული · 17 სექ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.16 წელს მიღწეული პირი ვალდებულია ამ თავით გათვალისწინებული საფუძვლით სახელის ან/და გვარის შეცვლის/გვარის დადგენის/გვარის კანონიერად აღიარების მოთხოვნით პირადად მიმართოს სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.

2.სახელის ან/და გვარის შეცვლის/გვარის დადგენის/გვარის კანონიერად აღიარების საკითხს იხილავს და წყვეტს სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული სამსახური. გვარის შეცვლის/გვარის დადგენის/გვარის კანონიერად აღიარების საკითხს სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული სამსახური იხილავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი წესით, ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით.

3.თუ სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურში მხოლოდ 1 თანამშრომელია, გვარის შეცვლასთან/გვარის დადგენასთან/გვარის კანონიერად აღიარებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ზეპირი მოსმენის გამართვისას სხდომის მდივნის უფლებამოსილება შეიძლება განახორციელოს სხდომის თავმჯდომარემ.

4.დაინტერესებულ პირს ზეპირი მოსმენის გამართვის თაობაზე შეიძლება ეცნობოს საცხოვრებელ მისამართზე წერილობითი შეტყობინების გაგზავნის, ტელეფონით გასაუბრების ან მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის ან ელექტრონული ფოსტით (არსებობის შემთხვევაში) შეტყობინების გაგზავნის გზით. დაინტერესებულ პირს ზეპირი მოსმენის თარიღი უნდა ეცნობოს ზეპირი მოსმენის გამართვამდე არაუგვიანეს 10 დღისა.

5.ზეპირი მოსმენის დროს დაინტერესებული პირი ვალდებულია თავის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე დაასაბუთოს გვარის შეცვლისთვის/გვარის დადგენისთვის/გვარის კანონიერად აღიარებისთვის ამ თავით გათვალისწინებული გარემოებების არსებობა.

6.გვარის შეცვლის/გვარის დადგენის/გვარის კანონიერად აღიარების შესახებ განცხადება განუხილველად იქნება დატოვებული, თუ, შეტყობინების მიღების მიუხედავად, დაინტერესებული პირი არ გამოცხადდება სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურში ზეპირ მოსმენაში მონაწილეობისათვის.

7.ამ მუხლის პირველი და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული პირადად მიმართვის და პირადად გამოცხადების ვალდებულებები არ ვრცელდება პირზე, თუ მას არ შეუძლია გადაადგილება მძიმე ავადმყოფობის ან ფიზიკური მდგომარეობის გამო, რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით/დოკუმენტით. ამ შემთხვევაში სახელის ან/და გვარის შეცვლის/გვარის დადგენის/გვარის კანონიერად აღიარების შესახებ განცხადება შესაძლებელია წარედგინოს სააგენტოს უფლებამოსილ პირს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით ან წარმომადგენლის მეშვეობით. წარმომადგენლობითი უფლებამოსილება დადასტურებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ზეპირი მოსმენა არ იმართება და სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული სამსახური სათანადო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად. საქართველოს 2018 წლის 18 აპრილის კანონი №2149 – ვებგვერდი, 01.05.2018წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. 16 წელს მიღწეული პირი ვალდებულია ამ თავით გათვალისწინებული საფუძვლით სახელის ან/და გვარის შეცვლის/გვარის დადგენის/გვარის კანონიერად აღიარების მოთხოვნით პირადად მიმართოს სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. 2. სახელის ან/და გვარის შეცვლის/გვარის დადგენის/გვარის კანონიერად აღიარების საკითხს იხილავს და წყვეტს სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული სამსახური. გვარის შეცვლის/გვარის დადგენის/გვარის კანონიერად აღიარების საკითხს სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული სამსახური იხილავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი წესით, ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით. 3. თუ სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურში მხოლოდ 1 თანამშრომელია, გვარის შეცვლასთან/გვარის დადგენასთან/გვარის კანონიერად აღიარებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ზეპირი მოსმენის გამართვისას სხდომის მდივნის უფლებამოსილება შეიძლება განახორციელოს სხდომის თავმჯდომარემ. 4. დაინტერესებულ პირს ზეპირი მოსმენის გამართვის თაობაზე შეიძლება ეცნობოს საცხოვრებელ მისამართზე წერილობითი შეტყობინების გაგზავნის, ტელეფონით გასაუბრების ან მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის ან ელექტრონული ფოსტით (არსებობის შემთხვევაში) შეტყობინების გაგზავნის გზით. დაინტერესებულ პირს ზეპირი მოსმენის თარიღი უნდა ეცნობოს ზეპირი მოსმენის გამართვამდე არაუგვიანეს 10 დღისა. 5. ზეპირი მოსმენის დროს დაინტერესებული პირი ვალდებულია თავის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე დაასაბუთოს გვარის შეცვლისთვის/გვარის დადგენისთვის/გვარის კანონიერად აღიარებისთვის ამ თავით გათვალისწინებული გარემოებების არსებობა. 6. გვარის შეცვლის/გვარის დადგენის/გვარის კანონიერად აღიარების შესახებ განცხადება განუხილველად იქნება დატოვებული, თუ, შეტყობინების მიღების მიუხედავად, დაინტერესებული პირი არ გამოცხადდება სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურში ზეპირ მოსმენაში მონაწილეობისათვის. 7. ამ მუხლის პირველი და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული პირადად მიმართვის და პირადად გამოცხადების ვალდებულებები არ ვრცელდება პირზე, თუ მას არ შეუძლია გადაადგილება მძიმე ავადმყოფობის ან ფიზიკური მდგომარეობის გამო, რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით/დოკუმენტით. ამ შემთხვევაში სახელის ან/და გვარის შეცვლის/გვარის დადგენის/გვარის კანონიერად აღიარების შესახებ განცხადება შესაძლებელია წარედგინოს სააგენტოს უფლებამოსილ პირს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით ან წარმომადგენლის მეშვეობით. წარმომადგენლობითი უფლებამოსილება დადასტურებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ზეპირი მოსმენა არ იმართება და სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული სამსახური სათანადო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად. საქართველოს 2018 წლის 18 აპრილის კანონი №2149 – ვებგვერდი, 01.05.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №17 · ძალაშია 1 მაი. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 28 დეკ. 2011 – 1 მაი. 2018 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 მაი. 2018

    დაემატა ახალი მუხლი, რომელიც აწესრიგებს სახელის/გვარის შეცვლის, გვარის დადგენისა და კანონიერად აღიარების განცხადების პირადად წარდგენას, ზეპირ მოსმენას, გამოუცხადებლობის შედეგს და ავადმყოფობის გამო გამონაკლისს.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 67შემდეგი მუხლი 68

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 17 სექ. 2024 · №26

  • 1 ცვლილება · ბოლო 1 მაი. 2018
  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 1 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 68მუხლი 98

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამოქალაქო აქტების შესახებ

  • 68სახელის ან/და გვარის შეცვლის რეგისტრაციაზე უარის თქმა
  • 64სახელისა და გვარის შეცვლის პირობები
  • 63ქმედუუნარო ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირის სახელის ან/და გვარის შეცვლა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 1196შვილის გვარის გამოცვლა

საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ

  • 4
  • 7
  • 13

საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ

  • 3 (დანართი 1)განცხადების წარდგენა

შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

  • 62სამოქალაქო აქტებში ცვლილებების შეტანა

საქართველოს მოქალაქეობის შესახებ

  • 28საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებისა და წარდგინების განხილვის წესი
  • 22საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე განცხადების წარდგენა

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 11³პირის მოსამსახურედ მიღების წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11³471311966898646328223 (და…6267¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსსამოქალაქო აქტების შეს…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს მოქალაქეთა…საქართველოში ბინადრობი…შვილად აყვანისა და მინ…საქართველოს მოქალაქეობ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 17 სექ. 2024 · რედაქცია №26 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026