Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასამოქალაქო აქტების შესახებმუხლი 98

სამოქალაქო აქტების შესახებ

მუხლი 98. გარდამავალი დებულებანი

რედაქცია №26 კონსოლიდირებული · 17 სექ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1233¹4566¹6²6³78910

1.ამ კანონის ამოქმედებამდე შედგენილი სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ორივე ეგზემპლარი თანაბარი იურიდიული ძალის მქონეა. სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ორ ეგზემპლარს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში ერთ-ერთი ეგზემპლარის მონაცემებისთვის უპირატესი ძალის მინიჭების საკითხს წყვეტს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ნამდვილად მიჩნევის შეუძლებლობის შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანო დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, კანონით დადგენილი წესით ადგენს სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს.

3.სამოქალაქო აქტების მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში დაცულ, ამ კანონის ამოქმედებამდე შედგენილი სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ასლს აქვს იგივე იურიდიული ძალა, რაც აღნიშნული ჩანაწერის დედანს.

3¹.2021 წლის 1 ივნისამდე სამოქალაქო აქტების მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებულ, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებულ მონაცემებს აქვს აღნიშნული ჩანაწერის დედნის თანაბარი იურიდიული ძალა.

4.თუ ამ კანონის ამოქმედებამდე პირი ქორწინების შეწყვეტის გარეშე ხელმეორედ დაქორწინდა, მაშინ წინა ქორწინებაში მყოფ მეუღლეთა ერთობლივი მოთხოვნით მათი ქორწინება შეწყვეტილად ჩაითვლება მომდევნო ქორწინების რეგისტრაციის დღიდან.

5.2006 წლის 30 იანვრამდე რეგისტრირებული ქორწინების სამოქალაქო აქტის ჩანაწერი, რომელიც არ შეიცავს მოწმეთა ხელმოწერას, ჩაითვლება ნამდვილად, თუ მასში შეტანილი არ არის არასწორი მონაცემები ან/და დარღვეული არ არის ქორწინების რეგისტრაციის სხვა წესი.

6.2009 წლის 1 სექტემბრამდე შედგენილი სამოქალაქო აქტის ჩანაწერი, რომელიც არ არის დადასტურებული უფლებამოსილი პირის ხელმოწერით ან/და შესაბამისი ბეჭდით, ჩაითვლება ნამდვილად, თუ მასში შეტანილი არ არის არასწორი მონაცემები ან/და დარღვეული არ არის სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის სხვა წესები. ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება სამოქალაქო აქტის იმ ჩანაწერზე, რომლის მონაცემებით, იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის საფუძველზე რეგისტრირებულია სამოქალაქო აქტის ახალი ჩანაწერი.

6¹.2014 წლის 1 ივნისამდე განხორციელებული სახელის შეცვლა არ ზღუდავს ამ კანონის 64-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით პირის სახელის შეცვლის უფლებას.

6².დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ბავშვის სახელის შეცვლას ან შესწორებას, რომელიც დადასტურებული არ არის უფლებამოსილი პირის ხელმოწერით ან/და შესაბამისი ბეჭდით, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო კანონიერად აღიარებს, თუ დაბადების სამოქალაქო აქტი 2008 წლამდეა რეგისტრირებული და პირი ფლობს დაბადების მოწმობას ან/და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს, მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტს, შეცვლილი ან შესწორებული მონაცემით (სახელის ცვლილების კანონიერად აღიარება).

6³.ამ კანონის 67 1 მუხლითა და 68-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვები არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როცა მოთხოვნა განპირობებულია სამოქალაქო აქტების ჩანაწერებსა და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში არსებული შეუსაბამობის აღმოფხვრის საჭიროებით და პირს სურს იმ მონაცემების მიღება, რომლებიც მის სახელზე ბოლოს გაცემულ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებშია მითითებული.

7.თუ დაბადების ან გარდაცვალების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული არ არის რეგისტრაციის თარიღი და სხვა გზით მისი დადგენა შეუძლებელია, რეგისტრაციის თარიღად მიიჩნევა, შესაბამისად, ბავშვის დაბადების ან პირის გარდაცვალების თარიღი. ეს წესი ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე შედგენილ დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერებზე.

8.2012 წლის 1 თებერვლამდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრონ სააგენტოს მიერ საკონსულო თანამდებობის პირისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების წესი და დელეგირების ფარგლები.

9.2012 წლის 1 თებერვლამდე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა და საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრონ ბავშვის დაბადებისა და პირის გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობების რეკვიზიტები, მათი შედგენისა და გაგზავნის წესები.

10.2012 წლის 1 თებერვლამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების გამოცემა. საქართველოს 2014 წლის 29 მაისის კანონი №2482 - ვებგვერდი, 29.05.2014წ. საქართველოს 2016 წლის 15 აპრილის კანონი №4966 - ვებგვერდი, 26.04.2016წ. საქართველოს 2018 წლის 18 აპრილის კანონი №2149 – ვებგვერდი, 01.05.2018წ. საქართველოს 2021 წლის 30 მარტის კანონი №418 – ვებგვერდი, 13.04.2021წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ამ კანონის ამოქმედებამდე შედგენილი სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ორივე ეგზემპლარი თანაბარი იურიდიული ძალის მქონეა. სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ორ ეგზემპლარს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში ერთ-ერთი ეგზემპლარის მონაცემებისთვის უპირატესი ძალის მინიჭების საკითხს წყვეტს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ნამდვილად მიჩნევის შეუძლებლობის შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანო დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, კანონით დადგენილი წესით ადგენს სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს. 3. სამოქალაქო აქტების მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში დაცულ, ამ კანონის ამოქმედებამდე შედგენილი სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ასლს აქვს იგივე იურიდიული ძალა, რაც აღნიშნული ჩანაწერის დედანს. 3 1 . 2021 წლის 1 ივნისამდე სამოქალაქო აქტების მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებულ, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებულ მონაცემებს აქვს აღნიშნული ჩანაწერის დედნის თანაბარი იურიდიული ძალა. 4. თუ ამ კანონის ამოქმედებამდე პირი ქორწინების შეწყვეტის გარეშე ხელმეორედ დაქორწინდა, მაშინ წინა ქორწინებაში მყოფ მეუღლეთა ერთობლივი მოთხოვნით მათი ქორწინება შეწყვეტილად ჩაითვლება მომდევნო ქორწინების რეგისტრაციის დღიდან. 5. 2006 წლის 30 იანვრამდე რეგისტრირებული ქორწინების სამოქალაქო აქტის ჩანაწერი, რომელიც არ შეიცავს მოწმეთა ხელმოწერას, ჩაითვლება ნამდვილად, თუ მასში შეტანილი არ არის არასწორი მონაცემები ან/და დარღვეული არ არის ქორწინების რეგისტრაციის სხვა წესი. 6. 2009 წლის 1 სექტემბრამდე შედგენილი სამოქალაქო აქტის ჩანაწერი, რომელიც არ არის დადასტურებული უფლებამოსილი პირის ხელმოწერით ან/და შესაბამისი ბეჭდით, ჩაითვლება ნამდვილად, თუ მასში შეტანილი არ არის არასწორი მონაცემები ან/და დარღვეული არ არის სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის სხვა წესები. ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება სამოქალაქო აქტის იმ ჩანაწერზე, რომლის მონაცემებით, იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის საფუძველზე რეგისტრირებულია სამოქალაქო აქტის ახალი ჩანაწერი. 6 1 . 2014 წლის 1 ივნისამდე განხორციელებული სახელის შეცვლა არ ზღუდავს ამ კანონის 64-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით პირის სახელის შეცვლის უფლებას. 6 2 . დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ბავშვის სახელის შეცვლას ან შესწორებას, რომელიც დადასტურებული არ არის უფლებამოსილი პირის ხელმოწერით ან/და შესაბამისი ბეჭდით, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო კანონიერად აღიარებს, თუ დაბადების სამოქალაქო აქტი 2008 წლამდეა რეგისტრირებული და პირი ფლობს დაბადების მოწმობას ან/და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს, მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტს, შეცვლილი ან შესწორებული მონაცემით (სახელის ცვლილების კანონიერად აღიარება). 6 3 . ამ კანონის 67 1 მუხლითა და 68-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვები არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როცა მოთხოვნა განპირობებულია სამოქალაქო აქტების ჩანაწერებსა და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში არსებული შეუსაბამობის აღმოფხვრის საჭიროებით და პირს სურს იმ მონაცემების მიღება, რომლებიც მის სახელზე ბოლოს გაცემულ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებშია მითითებული. 7. თუ დაბადების ან გარდაცვალების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული არ არის რეგისტრაციის თარიღი და სხვა გზით მისი დადგენა შეუძლებელია, რეგისტრაციის თარიღად მიიჩნევა, შესაბამისად, ბავშვის დაბადების ან პირის გარდაცვალების თარიღი. ეს წესი ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე შედგენილ დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერებზე. 8. 2012 წლის 1 თებერვლამდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრონ სააგენტოს მიერ საკონსულო თანამდებობის პირისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების წესი და დელეგირების ფარგლები. 9. 2012 წლის 1 თებერვლამდე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა და საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრონ ბავშვის დაბადებისა და პირის გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობების რეკვიზიტები, მათი შედგენისა და გაგზავნის წესები. 10. 2012 წლის 1 თებერვლამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების გამოცემა. საქართველოს 2014 წლის 29 მაისის კანონი №2482 - ვებგვერდი, 29.05.2014წ. საქართველოს 2016 წლის 15 აპრილის კანონი №4966 - ვებგვერდი, 26.04.2016წ. საქართველოს 2018 წლის 18 აპრილის კანონი №2149 – ვებგვერდი, 01.05.2018წ. საქართველოს 2021 წლის 30 მარტის კანონი №418 – ვებგვერდი, 13.04.2021წ. მუხლი 98 1 . 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილ პირებთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულირება გარდამავალ პერიოდში 1. ქორწინება არ დაიშვება იმ პირებს შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი არის 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი, სანამ მისი ინდივიდუალური შეფასება არ მოხდება. 2. თუ დაბადების რეგისტრაციის მომენტისთვის დედა არის 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი და მისი ინდივიდუალური შეფასება არ მომხდარა, დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში დედის შესახებ მონაცემები მიეთითება დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, ხოლო მამის შესახებ მონაცემები – მამის განცხადების საფუძველზე. 3. მამობის დადგენის რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვის უფლება, ამ კანონის 32-ე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირების გარდა, აქვს ბავშვის მამას, თუ ბავშვი არასრულწლოვანია, ხოლო დედა არის 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი და მისი ინდივიდუალური შეფასება არ მომხდარა. 4. თუ სრულწლოვანი არის 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი და მისი ინდივიდუალური შეფასება არ მომხდარა, მის მიმართ მამობის დადგენის რეგისტრაცია, აგრეთვე მისი გვარის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. 5. თუ ბავშვის მამა არის 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი და მისი ინდივიდუალური შეფასება არ მომხდარა, მამობის დადგენის რეგისტრაცია დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. 6. იმ მეუღლესთან, რომელიც არის 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი და რომლის ინდივიდუალური შეფასებაც არ მომხდარა, განქორწინების რეგისტრაცია ხორციელდება, თუ მეუღლეებს შორის არ არსებობს დავა მათი საერთო თანასაკუთრების გაყოფასთან, შრომისუუნარო მეუღლის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდევინებასთან ან საერთო ბავშვებთან დაკავშირებით. 7. იმ მეუღლესთან, რომელიც არის 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი და რომლის ინდივიდუალური შეფასებაც არ მომხდარა, განქორწინების რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლების არარსებობის შესამოწმებლად სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ქმედუუნარო მეუღლის მეურვეს ატყობინებს განქორწინების შესახებ განცხადების წარდგენის თაობაზე და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას წერილობითი პასუხის წარსადგენად. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული პასუხის წარდგენის ვადა არ უნდა აღემატებოდეს შეტყობინების გაგზავნის დღიდან 1 თვეს, თუ 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი მეუღლის მეურვე საქართველოში იმყოფება. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი მეუღლის მეურვის სხვა სახელმწიფოში ყოფნის შემთხვევაში აღნიშნული ვადა არ უნდა აღემატებოდეს შეტყობინების გაგზავნის დღიდან 6 თვეს. 9. თუ იმ მეუღლის, რომელიც არის 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი და რომლის ინდივიდუალური შეფასებაც არ მომხდარა, მეურვე მეუღლეებს შორის ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დავის არარსებობის შესახებ განაცხადებს ან განსაზღვრულ ვადაში არ წარადგენს წერილობით პასუხს, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო განახორციელებს განქორწინების რეგისტრაციას. 10. იმ მეუღლესთან, რომელიც არის 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი და რომლის ინდივიდუალური შეფასებაც არ მომხდარა, განქორწინების რეგისტრაცია ხორციელდება ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული პასუხის მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო პასუხის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში − ამ ვადის გასვლიდან 2 სამუშაო დღის ვადაში. 11. იმ სრულწლოვნის მიმართ, რომელიც არის 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი და რომლის ინდივიდუალური შეფასებაც არ მომხდარა, რეგისტრირებულ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა შესაძლებელია მისი მეურვის განცხადების საფუძველზე. 12. იმ სრულწლოვნის, რომელიც არის 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი და რომლის ინდივიდუალური შეფასებაც არ მომხდარა, სახელის ან/და გვარის შეცვლა დასაშვებია მისი მეურვის მოთხოვნით. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3347 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №26 · ძალაშია 1 დეკ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 28 ივლ. 2020 – 1 ივნ. 2021 ტექსტი უცნობია

  2. 1 ოქტ. 2018 – 7 მარ. 2019 ტექსტი უცნობია

  3. 6 ივლ. 2018 – 1 ოქტ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 ივნ. 2021· გამოქვეყნდა 13 აპრ. 2021

    98-ე მუხლს დაემატა 3¹ პუნქტი, რომლითაც 2021 წლის 1 ივნისამდე ელექტრონულ ბაზაში არსებული ჩანაწერის მონაცემებს დედნის თანაბარი იურიდიული ძალა აქვს.

  2. 1 მაი. 2018

    98-ე მუხლს დაემატა 6³ პუნქტი, რომლითაც პირადად მიმართვისა და დეპორტაციასთან დაკავშირებული შეზღუდვები არ ვრცელდება ჩანაწერებსა და პირადობის დოკუმენტებს შორის შეუსაბამობის აღმოფხვრის შემთხვევაზე.

  3. 10 მაი. 2016· გამოქვეყნდა 26 აპრ. 2016
  4. 1 ივნ. 2014· გამოქვეყნდა 29 მაი. 2014

    98-ე მუხლს დაემატა 6¹ პუნქტი, რომლის მიხედვით 2014 წლის 1 ივნისამდე სახელის შეცვლა არ ზღუდავს 64-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებას.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 97შემდეგი მუხლი 98¹

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 17 სექ. 2024 · №26

  • 4 ცვლილება · ბოლო 13 აპრ. 2021
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 4 რედაქცია
  • 4 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 32მუხლი 64მუხლი 67¹მუხლი 68

მიუთითებენ მასზე

მუხლი 99

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამოქალაქო აქტების შესახებ

  • 9სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობასა და სამოქალაქო აქტების მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მითითებული მონაცემების ნამდვილობა
  • 88სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის განსაკუთრებული პირობები
  • 7ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ

  • 13გარდამავალი დებულებანი

საჯარო რეესტრის შესახებ

  • 35გარდამავალი დებულებანი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 316სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ

ნორმატიული აქტების შესახებ

  • 30კანონის მიღებასთან დაკავშირებული მოქმედებები

საქართველოს კანონი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ

  • 7საქართველოს სახელმწიფოს მიერ გაცემულ დოკუმენტში სქესის მითითება

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ

  • 12გარდამავალი დებულებები

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 3სამოქალაქო კანონის შესვლა ძალაში

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ

  • 33გარდამავალი დებულებანი

მეწარმეთა შესახებ

  • 254გარდამავალი დებულებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
35316330326467¹689998871213798
მითითებამნიშვნელობით ახლოსსამოქალაქო აქტების შეს…ელექტრონული დოკუმენტის…საჯარო რეესტრის შესახე…საქართველოს სამოქალაქო…ნორმატიული აქტების შეს…საქართველოს კანონი ოჯა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 17 სექ. 2024 · რედაქცია №26 · ბოლოს შემოწმდა 24 ოქტ. 2026