არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

მუხლი 3. აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის აღრიცხვა, განაწილება და კონტროლი მის აღსრულებაზე

რედაქცია №4კონსოლიდირებული · 19 ივნ. 2007

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.აღსასრულებელ სამართლებრივ აქტს პრობაციის ბიუროს უფროსი რეგისტრაციაში ატარებს სპეციალურ სარეგისტრაციო ჟურნალში, რომელშიც აღინიშნება: ა) სამართლებრივი აქტის რეგისტრაციის ნომერი; ბ) სამართლებრივი აქტის პრობაციის ბიუროში შესვლის თარიღი; გ) სამართლებრივი აქტის სახე, მისი მიმღები (გამომცემი) ორგანოს დასახელება, აქტის ძალაში შესვლის თარიღი; დ) სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილის მოკლე შინაარსი; ე) მსჯავრდებული პირის მონაცემები (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, საცხოვრებელი ადგილი, ოჯახური მდგომარეობა, სამუშაო ადგილი ან სასწავლებელი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – იურიდიული პირის დასახელება და იურიდიული მისამართი); ვ) სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, რომლის საფუძველზედაც მიღებულ იქნა აღსასრულებელი სამართლებრივი აქტი; ზ) პრობაციის ოფიცერი, რომელსაც აღსასრულებლად გადაეცა სამართლებრივი აქტი და პრობაციის ოფიცრის ხელმოწერა; თ) მონაცემები წარდგინებების შესახებ; ი) სააღსრულებო წარმოების დამთავრების თარიღი.

2.პრობაციის ბიუროს უფროსი სამართლებრივ აქტს აღსასრულებლად გადასცემს პრობაციის ოფიცერს მსჯავრდებული პირის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) და პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით.

3.პრობაციის ბიუროს წარმოებაში არსებული სამართლებრივი აქტების აღსრულებასა და პრობაციის ბიუროსათვის დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს და მათ აღსრულებაზე პასუხისმგებელია პრობაციის ბიუროს უფროსი. საქართველოს 2003 წლის 7 მაისის  კანონი № 2157 - სსმ I, №13 , 02.06.2003 წ., მუხ.82 საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3532 - სსმ I, №37, 07.08.2006 წ., მუხ.273

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 21 აგვ. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 7 აგვ. 2006

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5162163295211618528210 (დ…77393
მითითებამნიშვნელობით ახლოსარასაპატიმრო სასჯელთა …დანაშაულის პრევენციის,…საქართველოს ზოგადი ადმ…არასრულწლოვანთა მართლმ…სააღსრულებო წარმოებათა…აჭარის ავტონომიური რეს…