არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

მუხლი 4. აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის განმარტება და მსჯავრდებულის გამოცხადება

რედაქცია №4კონსოლიდირებული · 19 ივნ. 2007

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თუ სასამართლოს მიერ მიღებული აღსასრულებელი სამართლებრივი აქტი ბუნდოვანია ან შეიცავს რაიმე უზუსტობას, პრობაციის ბიუროს უფროსი აქტის გაუგებარი ან არაზუსტი ნაწილის განმარტების თხოვნით მიმართავს სასამართლოს.

2.პრობაციის ბიუროს უფროსი სასამართლოს მიერ მიღებული აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის აღსრულების დაწყებისა და დამთავრების შესახებ წერილობით აცნობებს სასამართლოს.

3.თუ მსჯავრდებული არ ცხოვრობს სასამართლოს მიერ მიღებულ სამართლებრივ აქტში მითითებულ მისამართზე, პრობაციის ბიუროს უფროსი სამართლებრივ აქტს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად მსჯავრდებულის ძებნის გამოსაცხადებლად გადაუგზავნის აქტის მიმღებ სასამართლოს.

4.აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლიდან არა უგვიანეს 10 დღისა, მსჯავრდებული ვალდებულია გამოცხადდეს პრობაციის ბიუროში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, აღსასრულებელ სამართლებრივ აქტთან მიმართებაში მის უფლება-მოვალეობათა გასაცნობად. მსჯავრდებულისათვის ამ უფლება-მოვალეობების გაცნობის შესახებ პრობაციის ოფიცერი ადგენს სათანადო ოქმს.

5.ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, პრობაციის ბიუროში მსჯავრდებულის გამოუცხადებლობა წარმოადგენს პრობაციის ბიუროს უფროსის მიერ ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „ე“, „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული წარდგინებებით სასამართლოსათვის მიმართვის საფუძველს.

6.სამართლებრივი აქტი არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სამსახურს ეგზავნება ამ აქტის ძალაში შესვლიდან არა უგვიანეს 10 დღის ვადაში. “. საქართველოს 2003 წლის 7 მაისის  კანონი № 2157 - სსმ I, №13 , 02.06.2003 წ., მუხ.82

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1 · ძალაშია 2 ივნ. 2003-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
816218018³18165282281286779844
მითითებამნიშვნელობით ახლოსარასაპატიმრო სასჯელთა …დანაშაულის პრევენციის,…საქართველოს სისხლის სა…არასრულწლოვანთა მართლმ…საქართველოს ზოგადი ადმ…სააღსრულებო წარმოებათა…