სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

მუხლი 5. სააღსრულებო ბიურო

რედაქცია №134 კონსოლიდირებული · 10 ნოე. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.აღსრულების ეროვნული ბიურო აღსრულებას უზრუნველყოფს თავისი სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების – სააღსრულებო ბიუროების მეშვეობით. სააღსრულებო ბიუროების სისტემას განსაზღვრავს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით.

2.ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ აღსასრულებელ გადაწყვეტილებებს აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელით უშუალოდ აღასრულებენ სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლები და აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე – აგრეთვე აღსრულების ეროვნულ ბიუროში დასაქმებული პირები და აღსრულების ეროვნული ბიუროს სტაჟიორები (შემდგომ – აღმასრულებელი).

3.სააღსრულებო ბიუროს ხელმძღვანელობს ბიუროს უფროსი.

3¹.აღმასრულებლის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესი, აღმასრულებლის საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობისათვის საფასურის ოდენობა, აღსრულების ეროვნულ ბიუროში კონკურსის ჩატარებისა და სტაჟირების გავლის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

4.სააღსრულებო ბიურო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ამ კანონით, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით და სააღსრულებო ბიუროს დებულებით.

5.სააღსრულებო ბიუროს დებულებასა და საშტატო ნუსხას ამტკიცებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით.

6.სააღსრულებო ბიუროს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.

7.(ამოღებულია). საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136 საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126 საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300 საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2459 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.371 საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3167 - სსმ I, №34, 09.07.2010წ., მუხ.203 საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438 საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4827 - ვებგვერდი, 28.06.2011წ. საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5668- ვებგვერდი, 16.01.2012წ. საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის  კანონი №4367 - ვებგვერდი, 11.11. 2015 წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №145 - ვებგვერდი, 28.12.2016წ. საქართველოს 2026 წლის 13 ოქტომბრის კანონი №1879/1 – ვებგვერდი, 16.10.2026წ. თავი III (ამოღებულია) საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126 საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №134 · ძალაშია 12 ნოე. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 18

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 16 ოქტ. 2026
  2. · გამოქვეყნდა 11 ნოე. 2015
  3. · გამოქვეყნდა 23 მარ. 2012
  4. · გამოქვეყნდა 25 ივნ. 2012
  5. · გამოქვეყნდა 11 იან. 2012

    მე-5 მუხლში „პ“ ქვეპუნქტის გაორმაგებული ტექსტიდან ძველი რედაქცია ამოღებულია და დარჩა ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებზე გავრცელებული რედაქცია.

  6. მე-5 მუხლის მინისტრის ბრძანებით დასარეგულირებელ საკითხებში თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების პირობები შეიცვალა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესით; კონკურსისა და სტაჟირების ჩამონათვალი გრამატიკულად შესწორდა.

  7. · გამოქვეყნდა 7 ნოე. 2011

    მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატა „ხ“ ქვეპუნქტი, რომლითაც აღსრულების ეროვნული ბიურო ჩამოთვლილ სუბიექტებს შეემატა.

  8. · გამოქვეყნდა 28 ივნ. 2011

    მე-2 პუნქტში აღმასრულებლის ცნებაში ჩაერთო ბიუროს სტაჟიორები; 3¹ პუნქტში მინისტრის ბრძანებით მოწესრიგებულ საკითხებს დაემატა გამოცდის საფასური, კონკურსი და სტაჟირება.

  9. · გამოქვეყნდა 29 სექ. 2010
  10. მე-5 მუხლს დაემატა 3¹ პუნქტი აღმასრულებლის დანიშვნისა და გათავისუფლების პირობებისა და წესის იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრის შესახებ. მე-7 პუნქტი სადეპოზიტო ანგარიშებისა და მათზე დარიცხული პროცენტის შესახებ ამოღებულია.

  11. · გამოქვეყნდა 9 ივლ. 2010

    სააღსრულებო ბიუროს უფროსის დანიშვნის წესიდან ამოღებულია მითითება აღმასრულებელთა კანონით განსაზღვრული შემადგენლობიდან შერჩევაზე.

  12. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2009

    მე-5 მუხლს დაემატა წესი, რომლის მიხედვითაც სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშებზე დარიცხული პროცენტი აღსრულების ეროვნულ ბიუროს ეკუთვნის და მისი მიზნებისთვის გამოიყენება.

  13. · გამოქვეყნდა 28 ივლ. 2008

    მე-7 პუნქტიდან ამოღებულია ბეჭდის აღწერა და პუნქტი ახლა ადგენს სადეპოზიტო ანგარიშის არსებობას; დაემატა შესაძლებლობა, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ნებართვით ბიუროს ჰქონდეს ორი ან მეტი სადეპოზიტო ანგარიში აღსრულების საფასურის, ხარჯებისა და ბიუჯეტის სასარგებლოდ ამოღებული თანხების დეპონირებისათვის.

  14. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008

    მე-7 პუნქტის წინადადება ახლებურად ჩამოყალიბდა: სააღსრულებო ბიუროს ამოღებული თანხების დეპონირებისათვის შეიძლება ჰქონდეს ორი ან მეტი სადეპოზიტო ანგარიში ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ნებართვით, ხოლო საფასურის, ხარჯებისა და ბიუჯეტის ჩამონათვალი ამოღებულია; პირველ პუნქტში კი „აღსრულების ეროვნული“ შეიცვალა სიტყვით „სააღსრულებო“.

  15. მე-5 მუხლში წარდგინების უფლებამოსილი სუბიექტი სააღსრულებო სამსახურის ნაცვლად სააღსრულებო დეპარტამენტია (მე-2 და მე-4 პუნქტები), ხოლო ბიუროს ბეჭდის წარწერიდან ამოღებულია სიტყვები „სააღსრულებო სამსახურის“.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
377¹214⁶15²436251672778 (და…32105
მითითებამნიშვნელობით ახლოსსააღსრულებო წარმოებათა…არასრულწლოვანთა მართლმ…დანაშაულის პრევენციის,…ადმინისტრაციული სახდელ…სანოტარო მოქმედებათა შ…საქართველოს გარემოს და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №134 · ბოლოს შემოწმდა