არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

მუხლი 5. აღსრულების დაწყება და სააღსრულებო საქმე

რედაქცია №4კონსოლიდირებული · 19 ივნ. 2007

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.( ამოღებულია ).

2.თითოეული სამართლებრივი აქტის სააღსრულებო წარმოებაში მიღების შემდეგ იხსნება სააღსრულებო საქმე, რომლის რიგითი ნომერი უნდა შეესაბამებოდეს სარეგისტრაციო ჟურნალში გატარებული აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის რეგისტრაციის ნომერს. საქმეს ასევე უნდა გააჩნდეს კოდი, რომელიც წარმოადგენს პრობაციის ოფიცრის წარმოებაში არსებული საქმის რიგითობის მაჩვენებელს, რომლის უზრუნველსაყოფად პრობაციის ოფიცერი აწარმოებს სათანადო ჟურნალს ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა დაცვით.

3.სააღსრულებო საქმეში შეიტანება: ა) აღსასრულებელი სამართლებრივი აქტი; ბ) მსჯავრდებულის შესახებ სარეგისტრაციო ჟურნალში არსებული მონაცემები და მისი ფოტოსურათი; გ) პრობაციის ოფიცრის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ოქმები; დ) სასამართლოში გაგზავნილი შეტყობინებების ასლები; ე) მოხსენებითი ბარათი, პრობაციის ბიუროს უფროსის სახელზე სასამართლოსათვის წარდგინებით მიმართვის მიზანშეწონილობის შესახებ; ვ) პრობაციის ბიუროს უფროსის სასამართლოსათვის წარდგინების ასლი; ზ) სააღსრულებო წარმოების პროცესში შედგენილი სხვა დოკუმენტები; თ) სამართლებრივი აქტით მსჯავრდებულისათვის დაკისრებული მოვალეობები და მათ შესრულებაზე კონტროლის განხორციელების მიზნით, მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით პრობაციის ოფიცრის მიერ დაწესებული მოთხოვნები. საქართველოს 2003 წლის 7 მაისის  კანონი № 2157 - სსმ I, №13 , 02.06.2003 წ., მუხ.82

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1 · ძალაშია 2 ივნ. 2003-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 2 ივლ. 2007

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3252914¹⁵1618192824011072778 (და…5
მითითებამნიშვნელობით ახლოსარასაპატიმრო სასჯელთა …დანაშაულის პრევენციის,…საქართველოს გარემოს და…სააღსრულებო წარმოებათა…არასრულწლოვანთა მართლმ…სანოტარო მოქმედებათა შ…