Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასააღსრულებო წარმოებათა შესახებმუხლი 25

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

მუხლი 25. აღსრულების დაწყება

რედაქცია №133 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026
თემები:სესხის ხელშეკრულების რეგისტრაცია და კონტროლისააღსრულებო წარმოების წამოწყება და წარმართვაკერძო აღმასრულებლის მეშვეობით აღსრულებაუძრავი ქონებიდან გამოსახლება და გადაცემასანოტარო აქტების აღსრულებალიზინგის და სპეციალური აქტების აღსრულება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12344¹5677¹891010¹111213

1.აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით – საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 258 1 მუხლით გათვალისწინებული გირავნობის მოწმობის აღსრულებასთან დაკავშირებით – გირავნობის მოწმობის მფლობელი მოგირავნის განცხადებისა და გირავნობის მოწმობის საფუძველზე, იმავე კოდექსის 580​ 8 მუხლით გათვალისწინებული ლიზინგის მოწმობის აღსრულებასთან დაკავშირებით − ლიზინგის მოწმობის მფლობელი ლიზინგის გამცემის განცხადებისა და ლიზინგის მოწმობის საფუძველზე, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებასთან დაკავშირებით − დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებისა და კრედიტორის განცხადების საფუძველზე, აღსრულების შესახებ ბრძანების აღსრულებასთან დაკავშირებით – აღსრულების შესახებ ბრძანებისა და კრედიტორის განცხადების საფუძველზე, აგრეთვე ამ კანონის მე-2 მუხლის „წ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წერილობითი განცხადების საფუძველზე. თუ ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების თაობაზე მოთხოვნებთან დაკავშირებით გამარტივებული წარმოებისას წინასწარ მოთხოვნილი იყო დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულება, კრედიტორი აღარ წარადგენს განცხადებას აღსრულების დაწყების მოთხოვნით. აღსრულების დაწყების თაობაზე კრედიტორის განცხადების წარდგენა აგრეთვე არ მოითხოვება, თუ აღსრულების შესახებ ბრძანება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად უნდა მიექცეს. ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული იმ გადაწყვეტილების აღსრულებისას, რომელზედაც აუცილებელია სააღსრულებო ფურცლის არსებობა, აღსრულება შეიძლება დაიწყოს მხოლოდ მაშინ, თუ პირები, რომელთა სასარგებლოდ და საწინააღმდეგოდ უნდა მოხდეს აღსრულება, კონკრეტულად არიან დასახელებული სააღსრულებო ფურცელში. თუ კრედიტორის მოთხოვნა უზრუნველყოფილია იპოთეკით ან რეგისტრირებული გირავნობით, იძულებითი აღსრულება წარმოებს მაშინაც, როდესაც უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული ქონების მესაკუთრე არ არის სააღსრულებო ფურცელში მოხსენიებული მოვალე. ასეთ შემთხვევაში ქონების რეგისტრირებული მესაკუთრის მიმართ მოქმედებს მოვალის უფლებამონაცვლედ ყოფნის პრეზუმფცია, სანამ სხვა რამ არ დამტკიცდება. თუ გადაწყვეტილება სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა აღსრულდეს, სასამართლო სააღსრულებო ფურცელს უგზავნის აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიულ ორგანოს მოვალის ადგილსამყოფლის მიხედვით.

2.იმ გადაწყვეტილების აღსრულებისას, რომლითაც გათვალისწინებულია კრედიტორის მოთხოვნის ზრდა ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვის შედეგად, სააღსრულებო წარმოების დაწყების დღიდან შეწყდება კრედიტორის მოთხოვნის ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვა, გარდა საგადასახადო მოთხოვნის შემთხვევისა და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მიუღებელი სარგებლისა, რომელიც ერიცხება საპენსიო შენატანის იმ ოდენობას, რომელიც არ განხორციელებულა ან შესაბამისი ვადის დარღვევით განხორციელდა. კრედიტორის მოთხოვნის ძირითად თანხაზე სათანადო სარგებლის ან/და საურავის დარიცხვა გაგრძელდება იმ დღიდან, როდესაც აღსრულების ეროვნული ბიურო ამ კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად დაუბრუნებს კრედიტორს სააღსრულებო ფურცელს.

3.სააღსრულებო ფურცელი ან/და აღსასრულებელი გადაწყვეტილება წარედგინება აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიულ ორგანოს მოვალის ან მისი ქონების ადგილსამყოფლის მიხედვით, ხოლო ამ კანონის III 2 თავით განსაზღვრულ შემთხვევებში – კერძო აღმასრულებელს. აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის სააღსრულებო წარმოების დაწყების მოთხოვნით მიმართვისას ტერიტორიულობის პრინციპის დაცვა სავალდებულო არ არის, თუ კრედიტორია ფიზიკური პირი, კერძო სამართლის იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება იურიდიული პირის შეუქმნელად. სააღსრულებო ფურცელს უნდა დაერთოს აღსასრულებელი გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი.

4.სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან ქონების გამოთხოვისას სააღსრულებო ფურცელთან ან ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული გირავნობის მოწმობის მფლობელი მოგირავნის განცხადებასთან ან ლიზინგის მოწმობის მფლობელი ლიზინგის გამცემის განცხადებასთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს ქონების საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც კომპეტენტურმა პირმა ან ორგანომ გასცა. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია არ დაეყრდნოს ქონების შეფასებისთვის წარმოდგენილ დოკუმენტს და თავად შეაფასოს ქონება. თუ ქონების შეფასებისას აღმოჩნდება, რომ მისი ღირებულება უფრო მეტია, ვიდრე დაფიქსირებულია პირის მიერ წარმოდგენილ განცხადებაში, ამასთანავე, დაწყებულია სააღსრულებო წარმოება, აღსრულების ეროვნული ბიურო კრედიტორს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც იგი ვალდებულია მის მიერ გადახდილი საფასურის თანხა სრულ ოდენობამდე შეავსოს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს კრედიტორისათვის სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების აღუსრულებლად დაბრუნებას.

4¹.იმ პირის განცხადების საფუძველზე, რომელსაც სურს აღსასრულებლად წარადგინოს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სააღსრულებო ფურცელი/აღსასრულებელი გადაწყვეტილება, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული მომსახურების საფასურის შესაბამისად დადგენილი საფასურის სანაცვლოდ, შეაფასოს ქონება. ასეთ შემთხვევაში სააღსრულებო წარმოება შეიძლება დაიწყოს ქონების საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გარეშეც. აღსრულების ეროვნული ბიურო მის მიერ ქონების შეფასების შემდეგ კრედიტორს განუსაზღვრავს ვადას დადგენილი წინასწარი საფასურის გადახდისათვის. ამ ვადაში კრედიტორის მიერ აღნიშნული საფასურის გადაუხდელობა გამოიწვევს მისთვის სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების აღუსრულებლად დაბრუნებას.

5.(ამოღებულია - 11.12.2015, №4628) .

6.აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულების დაწყების შესახებ სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება ხდება ამ მუხლის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების ჩაბარებისთვის დადგენილი წესით .

7.აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. მოვალეს ეცნობება: ა) ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის შესაბამისი ნაწილის, ხოლო ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში − აღსრულების საფასურის სრული ოდენობით დაკისრების შესახებ; ბ) ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი უფლებები; გ) სააღსრულებო წარმოების დაწყების სამართლებრივი შედეგები; დ) იძულებითი აღსრულებისათვის ამ კანონით გათვალისწინებული შესაძლო გასატარებელი ღონისძიებები; ე) აღსრულების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესი და საშუალებები; ვ) „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მისი გენეტიკური პროფილის განსაზღვრისა და დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გამოცხადების ვალდებულების შესახებ.

7¹.აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება ვრცელდება იმ მოვალეზე, რომელსაც სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის სახით ჯარიმა დაეკისრა.

8.მოვალეს იძულებითი აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობება.

9.თანხის გადახდევინების, უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის, ქონების გადაცემის ან სხვა ისეთი კატეგორიის საქმეებზე, როდესაც აღსრულება უნდა განხორციელდეს მოვალის ქონებაზე ან ამ ქონების ხარჯზე, წინადადების ჩაბარებასთან ერთად (ან თუ წინადადების ჩაბარება დროულად ვერ ხდება) აღმასრულებელი დაუყოვნებლივ იწყებს მოვალის ქონების მოძიებას, აღწერას და მასზე ყადაღის დადებას ამ კანონით დადგენილი წესით.

10.ამ კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების აღსრულებისას აღსრულების ეროვნული ბიურო მოვალის (გადასახადის გადამხდელის) ქონებას ყადაღას არ დაადებს, თუ აღნიშნულ ქონებას ყადაღა დაედო ამ კანონის მე-3 მუხლის 1 1 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში.

10¹.ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებისას მოვალის ქონებას აღსრულების ეროვნული ბიურო ყადაღას განმეორებით არ დაადებს, თუ აღნიშნულ ქონებას ყადაღა დაედო ამ კანონის XVI 1 თავით გათვალისწინებული ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით გამარტივებული წარმოებისას.

11.თუ გადაწყვეტილება ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას, მოვალეს ეგზავნება შეტყობინება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ და ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე.

12.ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაგზავნილი შეტყობინებები, წინადადებები, გადაწყვეტილებები და სხვა დოკუმენტები სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირებს ჩაჰბარდებათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

13.აღსრულების ეროვნული ბიურო სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე კრედიტორის განცხადების მიღებისთანავე უზრუნველყოფს მოვალე შესაბამისი ორგანოს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმირებას ბიუჯეტის სახსრებით გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ. საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136 საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126 საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300 საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1321 - სსმ I, №12, 29.06.2009წ., მუხ.57 საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438 საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4827 - ვებგვერდი, 28.06.2011წ. საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5668- ვებგვერდი, 16.01.2012წ. საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6145 – ვებგვერდი, 17.05.2012წ. საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6433 – ვებგვერდი, 25.06.2012წ. საქართველოს 2014 წლის 5 მარტის კანონი №2049 – ვებგვერდი, 17.03.2014წ. საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4628 - ვებგვერდი, 29.12.2015წ. საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №652 - ვებგვერდი, 10.05.2017წ. საქართველოს 2017 წლის 30 ივნისის კანონი №1198 - ვებგვერდი, 14.07.2017წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6981 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3514 – ვებგვერდი, 12.10.2023წ. საქართველოს 2025 წლის 4 მარტის კანონი №340 – ვებგვერდი, 06.03.2025წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №833 – ვებგვერდი, 30.06.2025წ. საქართველოს 2026 წლის 16 სექტემბრის კანონი №1861/4 – ვებგვერდი, 17.09.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №132 · ძალაშია 15 ოქტ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 23

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 15 ოქტ. 2026· გამოქვეყნდა 17 სექ. 2026
  2. 30 ივნ. 2025
  3. 1 ივნ. 2025· გამოქვეყნდა 6 მარ. 2025
  4. 12 ოქტ. 2023
  5. 28 ივლ. 2020
  6. 20 დეკ. 2019
  7. 19 ნოე. 2019
  8. 13 თებ. 2019
  9. 1 ივლ. 2018· გამოქვეყნდა 10 მაი. 2017
  10. 1 ნოე. 2017· გამოქვეყნდა 14 ივლ. 2017

    25-ე მუხლის პირველ პუნქტში ლიზინგის მოწმობის აღსრულების დაწყების საფუძვლად ლიზინგის გამცემის განცხადება და მოწმობა დაემატა, ხოლო მე-4 პუნქტში ღირებულების დოკუმენტის დართვის წესი ლიზინგის გამცემის განცხადებაზეც გავრცელდა; ერთი სიტყვა სტილისტურად შეიცვალა.

  11. 12 ოქტ. 2016
  12. 29 დეკ. 2015

    25 მუხლში აღსრულების დაწყების საფუძვლებიდან და მე-4 პუნქტიდან ამოღებულია უძრავი ქონების შემძენის განცხადება, მე-5 პუნქტი გაუქმებულია, მე-10 პუნქტი ახალ ქვეპუნქტზე („ვ“) მიუთითებს.

  13. 1 სექ. 2014· გამოქვეყნდა 17 მარ. 2014

    25-ე მუხლის პირველ პუნქტში გაძევებასთან დაკავშირებული წარმოების დაწყება იუსტიციის მინისტრის აქტის საფუძველზე ამოღებულია; ეს საფუძველი რჩება მხოლოდ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებისთვის.

  14. 1 სექ. 2012· გამოქვეყნდა 25 ივნ. 2012

    25-ე მუხლის პირველ პუნქტში დაემატა აღსრულების შესახებ ბრძანების საფუძველზე წარმოების დაწყების წესი და გამონაკლისი, როცა ბრძანება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად ექცევა.

  15. 17 მაი. 2012

    25-ე მუხლის პირველ პუნქტში დაემატა დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულების დაწყების საფუძველი, ხოლო ახალი 10¹ პუნქტი ბიუროს უკრძალავს ამ ბრძანების აღსრულებისას ქონებაზე განმეორებით ყადაღის დადებას.

  16. 16 იან. 2012

    25-ე მუხლში გადმოტანილია და გაფართოებულია ადრე 28-ე მუხლში მოცემული ინფორმირების წესები: დაემატა 7-13 პუნქტები მოვალის 5-დღიანი ინფორმირების ვადით, ცნობის შინაარსით, ყადაღის დადებით, ჩაბარების წესითა და ბიუჯეტის სახსრებით აღსრულების შეტყობინებით.

  17. 1 აგვ. 2011· გამოქვეყნდა 28 ივნ. 2011

    25-ე მუხლის 1-ლ, მე-3 და მე-4 პუნქტებში დაზუსტდა წარდგენის წესი, ტერიტორიულობის გამონაკლისი კრედიტორებისთვის და ქონების შეფასებისას საფასურის შევსების წესი; დაემატა 4¹ პუნქტი.

  18. 22 დეკ. 2010

    25 მუხლში აღსრულების დაწყება ბიუროს უფლებამოსილებად ჩამოყალიბდა მოთხოვნის სახის მიხედვით, დაემატა სარგებლის ან საურავის დარიცხვის შეწყვეტის წესი, ამოღებულია ექსპერტის დასკვნის მოთხოვნა და ახლებურად დადგინდა ქონების საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.

  19. 1 ოქტ. 2010· გამოქვეყნდა 9 ივლ. 2010
  20. 2 ივლ. 2009· გამოქვეყნდა 29 ივნ. 2009

    25 მუხლის ბოლო პუნქტში მხარეთა ინფორმირება ეხება აღსრულების დაწყებას და უნდა მოხდეს ამ კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად.

  21. 1 ივლ. 2009· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008
  22. 29 ივლ. 2005
  23. 16 დეკ. 2000

    25-ე მუხლს დაემატა ბიუჯეტის სასარგებლოდ აღსრულების შემთხვევაში სასამართლოს მიერ სააღსრულებო ფურცლის გაგზავნის წესი (პუნქტი 1) და მე-4 პუნქტი სააღსრულებო ფურცლის წარდგენის ადგილის შესახებ.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 24შემდეგი მუხლი 25¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ხელშეკრულების შესრულების სამართალწარმოება4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • გირავნობის მოწმობის საფუძველზე ქონების გადაცემა მოგირავნისთვის1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კომერციული ფართებიდან იძულებითი გამოსახლება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ლიზინგის მოწმობის საფუძველზე ქონების გადაცემა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 13 ოქტ. 2026 · №133

  • 23 ცვლილება · ბოლო 17 სექ. 2026
  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 25 რედაქცია
  • 6 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 18მუხლი 2მუხლი 3მუხლი 35მუხლი 8საქართველოს სამოქა… 258¹

მიუთითებენ მასზე

მუხლი 14⁶მუხლი 35

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 20სააღსრულებო ფურცელი
  • 3სააღსრულებო დაწესებულებები
  • 14¹⁵სააღსრულებო საქმიანობის უფლების შეჩერების ან სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში შეჩერებული საქმეების აღსრულების წესი

ნოტარიატის შესახებ

  • 40აღსრულება სანოტარო დოკუმენტის საფუძველზე

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 77არასაპატიმრო სასჯელის აღსრულება

„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 110აღსრულება
  • 72ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის გაცემა

არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 5აღსრულების დაწყება და სააღსრულებო საქმე
  • 10სააღსრულებო საქმის წარმოების დასრულება

ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ

  • 2

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების და მათი შევსების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ

  • 8 (დანართი 1)

ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ

  • 3

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5335182814⁶2014¹⁵258¹40110778 (და…225
მითითებამნიშვნელობით ახლოსსააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს სამოქალაქო…ნოტარიატის შესახებარასრულწლოვანთა მართლმ…სანოტარო მოქმედებათა შ…არასაპატიმრო სასჯელთა …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 13 ოქტ. 2026 · რედაქცია №133 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026