არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

მუხლი 5. აღსრულების დაწყება და სააღსრულებო საქმე

რედაქცია №4კონსოლიდირებული · 19 ივნ. 2007

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾100-დან

დავით ელისაბედაშვილი

1.( ამოღებულია ).

2.თითოეული სამართლებრივი აქტის სააღსრულებო წარმოებაში მიღების შემდეგ იხსნება სააღსრულებო საქმე, რომლის რიგითი ნომერი უნდა შეესაბამებოდეს სარეგისტრაციო ჟურნალში გატარებული აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის რეგისტრაციის ნომერს. საქმეს ასევე უნდა გააჩნდეს კოდი, რომელიც წარმოადგენს პრობაციის ოფიცრის წარმოებაში არსებული საქმის რიგითობის მაჩვენებელს, რომლის უზრუნველსაყოფად პრობაციის ოფიცერი აწარმოებს სათანადო ჟურნალს ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა დაცვით.

3.სააღსრულებო საქმეში შეიტანება: ა) აღსასრულებელი სამართლებრივი აქტი; ბ) მსჯავრდებულის შესახებ სარეგისტრაციო ჟურნალში არსებული მონაცემები და მისი ფოტოსურათი; გ) პრობაციის ოფიცრის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ოქმები; დ) სასამართლოში გაგზავნილი შეტყობინებების ასლები; ე) მოხსენებითი ბარათი, პრობაციის ბიუროს უფროსის სახელზე სასამართლოსათვის წარდგინებით მიმართვის მიზანშეწონილობის შესახებ; ვ) პრობაციის ბიუროს უფროსის სასამართლოსათვის წარდგინების ასლი; ზ) სააღსრულებო წარმოების პროცესში შედგენილი სხვა დოკუმენტები; თ) სამართლებრივი აქტით მსჯავრდებულისათვის დაკისრებული მოვალეობები და მათ შესრულებაზე კონტროლის განხორციელების მიზნით, მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით პრობაციის ოფიცრის მიერ დაწესებული მოთხოვნები. საქართველოს 2003 წლის 7 მაისის  კანონი № 2157 - სსმ I, №13 , 02.06.2003 წ., მუხ.82

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 5

ყველა გადაწყვეტილება
  • №426აპ-242024-07-1227
    დაუშვებლობა (T5)

    ოჯახში ძალადობისა და მუქარის მტკიცება

    ბრალდების მხარე ითხოვდა მსჯავრდებულის დამნაშავედ ცნობას 2023 წლის 13 ივლისის ეპიზოდებზეც და სასჯელის გამკაცრებას. საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ ამ ეპიზოდებზე დანაშაულის ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა არ დასტურდებოდა, ხოლო დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი არ არსებობდა. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი; ძალაში დარჩა 2023 წლის 15 ივლისის ეპიზოდებზე დანიშნული საბოლოო სასჯელი — ორი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა პირობით, სამი წლის გამოსაცდელი ვადით.

  • №338-242024-06-2827
    დაუშვებლობა (T5)

    ოჯახში ძალადობის შემადგენლობის მტკიცება

    საკასაციო პალატამ შეაფასა ოჯახში ძალადობის ორ ეპიზოდზე გამამართლებელი განაჩენისა და დანიშნული სასჯელის წინააღმდეგ ბრალდების მხარის საჩივარი. პალატის შეფასებით, ამ ეპიზოდებში ფიზიკური ტკივილი გონივრულ ეჭვს მიღმა არ დასტურდებოდა, ხოლო სასჯელის დამძიმების საფუძველი არ არსებობდა. საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი; ძალაში დარჩა ორი წლით პირობითი თავისუფლების აღკვეთა, სამი წლის გამოსაცდელი ვადით.

  • №418აპ-202020-09-0815
    დაუშვებლობა (T5)

    საკასაციო საჩივრის დასაშვებლობის საფუძვლები

    პროკურორი ოჯახში ძალადობისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებას ითხოვდა. საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ ოჯახის წევრის მიმართ დანაშაულის ჩადენა უკვე დანაშაულის შემადგენლობის ნიშანია, ხოლო გენდერული დისკრიმინაციის მოტივი ბრალდებიდან ამორიცხული იყო. პალატამ საჩივარი დაუშვებლად ცნო და უცვლელი დარჩა რვა თვით პირობითი თავისუფლების აღკვეთა, ერთწლიანი გამოსაცდელი ვადით.

  • №528აპ-182019-02-2518
    დაუშვებლობა (T5)

    საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები

    მსჯავრდებული ასაჩივრებდა ცემისა და პოლიციის მუშაკის მიმართ ძალადობით წინააღმდეგობის გაწევისთვის გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს და გამართლებას ითხოვდა. საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ საჩივარი დასაშვებობის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა და იგი განსახილველად არ დაუშვა. ძალაში დარჩა ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელი — საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათით.

  • №145აპ-132014-01-2115
    დაუშვებლობა (T5)

    საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები

    საკასაციო პალატამ შეაფასა მსჯავრდებულის საჩივრის დასაშვებობა და დაადგინა, რომ სსსკ-ის 303-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი საფუძველი არ არსებობდა. საჩივარი განსახილველად არ დაუშვა, რის შედეგადაც უცვლელი დარჩა პირობითი თავისუფლების აღკვეთა ორი წლით, სამწლიანი გამოსაცდელი ვადით, აგრეთვე ჯარიმა და სამხედრო სამსახურში საქმიანობის უფლების ჩამორთმევა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1 · ძალაშია 2 ივნ. 2003-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 2 ივლ. 2007

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები მონათესავე სამართლებრივ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ კანონის შესაბამის სამართლის დარგში.

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3252914¹⁵1618192824011072778 (და…5
მითითებამნიშვნელობით ახლოსარასაპატიმრო სასჯელთა …დანაშაულის პრევენციის,…საქართველოს გარემოს და…სააღსრულებო წარმოებათა…არასრულწლოვანთა მართლმ…სანოტარო მოქმედებათა შ…