ადვოკატთა შესახებ

მუხლი 21³. ადვოკატთა ასოციაციის წევრობის შეწყვეტა

რედაქცია №25 კონსოლიდირებული · 4 მარ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ადვოკატს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა შეუწყდება: ა) პირადი განცხადების საფუძველზე; ბ) ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის ან/და სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე; გ) თუ იგი სასამართლომ ცნო შეზღუდულქმედუნარიანად ან მხარდაჭერის მიმღებ პირად, აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად; დ) თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი განზრახი მძიმე დანაშაულისათვის; ე) (ამოღებულია); ვ) თუ ცნობილი გახდა, რომ იგი არ აკმაყოფილებდა ამ კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რისი დროულად აღმოჩენაც გამოიწვევდა ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებაზე მისთვის უარის თქმას; ზ) თუ არ იხდის საწევრო გადასახადს; თ) გარდაცვალების შემთხვევაში.

2.ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას ადვოკატისათვის ასოციაციის წევრობის შეწყვეტის შესახებ, ხოლო „ა“, „გ“, „დ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირობებს იღებს ცნობად.

3.გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და გამოცხადებიდან 5 დღის ვადაში უნდა ჩაბარდეს ადვოკატს პირადად ან იმავე ვადაში უნდა გაეგზავნოს მას, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

4.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე შეჩერდება ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილება ადვოკატისათვის ასოციაციის წევრობის შეწყვეტის შესახებ. საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №970 - სსმ I,  №6, 19.01.2005წ., მუხ.55 საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის კანონი №5209 - სსმ I,  №28, 18.07.2007წ., მუხ.294 საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2266 – ვებგვერდი, 21.05.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №19 · ძალაშია 1 იან. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 21 მაი. 2018

    „გ“ ქვეპუნქტში ქმედუუნაროდ ცნობის ნაცვლად ახლა წევრობის შეწყვეტის საფუძველია პირის მხარდაჭერის მიმღებ პირად ცნობა; დანარჩენი საფუძვლები უცვლელია.

  2. · გამოქვეყნდა 18 ივლ. 2007

    პირველი პუნქტიდან ამოღებულია „ე“ ქვეპუნქტი (სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება, როგორც წევრობის შეწყვეტის საფუძველი), ხოლო მე-2 პუნქტის ცნობად მიღების ჩამონათვალიდან ამოღებულია მითითება „ე“ ქვეპუნქტზე.

  3. დაემატა წევრობის შეწყვეტის საფუძვლები და გადაწყვეტილების მიღების, ჩაბარებისა და შეჩერების წესი.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2121²103110446716171615921³
მითითებამნიშვნელობით ახლოსადვოკატთა შესახებსაქართველოს პატენტრწმუ…საქართველოს სისხლის სა…აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს სახალხო და…აჭარის ავტონომიური რეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №25 · ბოლოს შემოწმდა