Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაპროფესიული თეატრების შესახებმუხლი 3

პროფესიული თეატრების შესახებ

მუხლი 3. კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025
თემები:სპონსორობაკინო და ტელევიზიათეატრი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) თეატრი – შემოქმედებითი გაერთიანება (ან ორგანიზაცია), რომელიც ქმნის სპექტაკლს; ბ) დრამატული თეატრი − თეატრი, სადაც იდგმება დრამატული, ტრაგიკული, კომედიური და სხვა ჟანრის სპექტაკლები, რომელთა ძირითადი გამომსახველობითი საშუალებაა სცენური მოქმედება და სიტყვა; გ) მუსიკალური თეატრი – თეატრი, სადაც წამყვანი დრამატურგიული ფუნქცია ენიჭება მუსიკალურ ხელოვნებას; დ) ოპერისა და ბალეტის თეატრი – თეატრი, სადაც სპექტაკლის ძირითადი გამომსახველობითი საშუალება, სცენურ მოქმედებასთან ერთად,  არის ვოკალური და ინსტრუმენტული მუსიკა და ქორეოგრაფია; ე) ანტრეპრიზა – თეატრი, რომელიც ახორციელებს სხვადასხვა თეატრალურ პროექტს, მაგრამ არ ჰყავს მუდმივმოქმედი თეატრის დასი; ვ) სარეპერტუარო თეატრი – თეატრი მუდმივმოქმედი თეატრის დასით და რეპერტუარით, რომელსაც არ აქვს მუდმივი სარგებლობისათვის განკუთვნილი შენობა; ზ) სარეპერტუარო სტაციონარული თეატრი – თეატრი  მუდმივმოქმედი თეატრის დასით, რეპერტუარით და მუდმივი სარგებლობისათვის განკუთვნილი შენობით; თ) თეატრალური ხელოვნება – ხელოვნების სინთეზური დარგი, რომელშიც ცხოვრება აისახება სპექტაკლის საშუალებით და რომელიც აერთიანებს ლიტერატურას (პიესა, ლიბრეტო), სამსახიობო ხელოვნებას, სარეჟისორო ხელოვნებას, მუსიკას, არქიტექტურას, სახვით ხელოვნებას და  ქორეოგრაფიას; ი) თეატრალური საქმიანობა – სპექტაკლების შექმნა, გავრცელება და შენახვა; კ) თეატრის შემოქმედებითი კოლექტივი − თეატრის დასი და შემოქმედებითი საქმიანობის განმახორციელებელი სხვა პირები; ლ) სპექტაკლი – სცენური ხელოვნების ნაწარმოები; მ) დამდგმელი რეჟისორი, დამდგმელი ბალეტმაისტერი, დამდგმელი დირიჟორი – პირი, რომელიც დამოუკიდებელი მხატვრული გადაწყვეტის გზით ქმნის სპექტაკლს; ნ) სამხატვრო ხელმძღვანელი ან მთავარი რეჟისორი − პირი, რომელიც თეატრის დირექტორთან ერთად განსაზღვრავს თეატრის სარეპერტუარო და სადადგმო პოლიტიკას; ო) მთავარი მხატვარი − პირი, რომელიც ქმნის სცენოგრაფიასა და კოსტიუმებს, განსაზღვრავს სპექტაკლის მხატვრულ-ესთეტიკურ მხარეს, პასუხს აგებს სპექტაკლისა და სარეკლამო გაფორმების ხარისხისთვის, ხელმძღვანელობს თეატრის სამხატვრო საამქროს მუშაობას და ხელს უწყობს თეატრში მოწვეული მხატვრების შემოქმედებითი პროცესის განხორციელებას; პ) მთავარი დირიჟორი − პირი, რომელიც თეატრის დირექტორთან ერთად განსაზღვრავს თეატრის სადადგმო მუსიკალურ რეპერტუარს; ჟ) მთავარი ბალეტმაისტერი − პირი, რომელიც თეატრის დირექტორთან ერთად განსაზღვრავს თეატრის სადადგმო ქორეოგრაფიულ ნაწილს; რ) სარეჟისორო კოლეგია − პროფესიონალი რეჟისორებით დაკომპლექტებული ორგანო, რომელიც თეატრის დირექტორთან ერთად განსაზღვრავს თეატრის სარეპერტუარო და სადადგმო პოლიტიკას; ს) პროფესიული თეატრი – თეატრი, რომლის შემოქმედებითი კოლექტივის ძირითად ბირთვს შეადგენს შესაბამისი უმაღლესი განათლების ან/და თეატრში სამსახიობო მოღვაწეობის გამოცდილების მქონე პირი (პირები); ტ) პროფესიული სახელმწიფო თეატრი − საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც აფუძნებს საქართველოს კულტურის სამინისტრო (შემდგომ − სამინისტრო) ან აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო; უ) პროფესიული მუნიციპალური თეატრი – კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, სამეწარმეო იურიდიული პირი, რომელსაც აფუძნებს  მუნიციპალიტეტი  ან სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისთვის გადაცემული იურიდული პირი; ფ) პროფესიული შერეული თეატრი − კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან სამეწარმეო იურიდიული პირი, რომელსაც ერთდროულად აფუძნებენ სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანო და ფიზიკური პირი (პირები) ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი (პირები); ქ) პროფესიული კერძო თეატრი – კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან სამეწარმეო იურიდიული პირი, რომელსაც აფუძნებს ფიზიკური პირი (პირები) ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი (პირები); ღ) (ამოღებულია - 01.04.2025, №405); ყ) თეატრის დირექტორი – თეატრის ხელმძღვანელი, რომელიც წარმართავს თეატრის შემოქმედებით, ფინანსურ, ადმინისტრაციულ, ორგანიზაციულ და ტექნიკურ საქმიანობას; შ) სამხატვრო საბჭო – შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირებით  დაკომპლექტებული, თეატრის საქმიანობის ხელშემწყობი ორგანო, რომლის შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება თეატრის დებულებით (წესდებით); ჩ) სარეკომენდაციო საბჭო – სამინისტროსთან/აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროსთან ან მუნიციპალიტეტთან არსებული, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირებით დაკომპლექტებული ორგანო, რომლის საქმიანობის წესი განისაზღვრება შესაბამისი მინისტრის ან მუნიციპალიტეტის მიერ დამტკიცებული დებულებით. საქართველოს 2013 წლის 28 ივნისის კანონი №796 – ვებგვერდი, 15.07.2013წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1626 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3046 - ვებგვერდი, 11.07.2018 წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6909- ვებგვერდი, 28.07.2020 წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №378 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3865 – ვებგვერდი, 15.12.2023წ საქართველოს 2024 წლის 12 დეკემბრის კანონი №105 - ვებგვერდი, 28.12.2024წ. საქართველოს 2025 წლის 1 აპრილის კანონი №405 - ვებგვერდი, 03.04.2025წ.

რედაქციების შედარება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) თეატრი – შემოქმედებითი გაერთიანება (ან ორგანიზაცია), რომელიც ქმნის სპექტაკლს; ბ) დრამატული თეატრი − თეატრი, სადაც იდგმება დრამატული, ტრაგიკული, კომედიური და სხვა ჟანრის სპექტაკლები, რომელთა ძირითადი გამომსახველობითი საშუალებაა სცენური მოქმედება და სიტყვა; გ) მუსიკალური თეატრი – თეატრი, სადაც წამყვანი დრამატურგიული ფუნქცია ენიჭება მუსიკალურ ხელოვნებას; დ) ოპერისა და ბალეტის თეატრი – თეატრი, სადაც სპექტაკლის ძირითადი გამომსახველობითი საშუალება, სცენურ მოქმედებასთან ერთად,  არის ვოკალური და ინსტრუმენტული მუსიკა და ქორეოგრაფია; ე) ანტრეპრიზა – თეატრი, რომელიც ახორციელებს სხვადასხვა თეატრალურ პროექტს, მაგრამ არ ჰყავს მუდმივმოქმედი თეატრის დასი; ვ) სარეპერტუარო თეატრი – თეატრი მუდმივმოქმედი თეატრის დასით და რეპერტუარით, რომელსაც არ აქვს მუდმივი სარგებლობისათვის განკუთვნილი შენობა; ზ) სარეპერტუარო სტაციონარული თეატრი – თეატრი  მუდმივმოქმედი თეატრის დასით, რეპერტუარით და მუდმივი სარგებლობისათვის განკუთვნილი შენობით; თ) თეატრალური ხელოვნება – ხელოვნების სინთეზური დარგი, რომელშიც ცხოვრება აისახება სპექტაკლის საშუალებით და რომელიც აერთიანებს ლიტერატურას (პიესა, ლიბრეტო), სამსახიობო ხელოვნებას, სარეჟისორო ხელოვნებას, მუსიკას, არქიტექტურას, სახვით ხელოვნებას და  ქორეოგრაფიას; ი) თეატრალური საქმიანობა – სპექტაკლების შექმნა, გავრცელება და შენახვა; კ) თეატრის დასი – თეატრის შემოქმედებითი კოლექტივი; ლ) სპექტაკლი – სცენური ხელოვნების ნაწარმოები; მ) დამდგმელი რეჟისორი, დამდგმელი ბალეტმაისტერი, დამდგმელი დირიჟორი – პირი, რომელიც დამოუკიდებელი მხატვრული გადაწყვეტის გზით ქმნის სპექტაკლს; ნ) მთავარი რეჟისორი − პირი, რომელიც სამხატვრო ხელმძღვანელთან ერთად განსაზღვრავს თეატრის სარეპერტუარო და სადადგმო პოლიტიკას; ო) მთავარი მხატვარი − პირი, რომელიც ქმნის სცენოგრაფიასა და კოსტიუმებს, განსაზღვრავს სპექტაკლის მხატვრულ-ესთეტიკურ მხარეს, პასუხს აგებს სპექტაკლისა და სარეკლამო გაფორმების ხარისხისთვის, ხელმძღვანელობს თეატრის სამხატვრო საამქროს მუშაობას და ხელს უწყობს თეატრში მოწვეული მხატვრების შემოქმედებითი პროცესის განხორციელებას; პ) მთავარი დირიჟორი − პირი, რომელიც სამხატვრო ხელმძღვანელთან ერთად განსაზღვრავს თეატრის სადადგმო მუსიკალურ რეპერტუარს; ჟ) მთავარი ბალეტმაისტერი − პირი, რომელიც სამხატვრო ხელმძღვანელთან ერთად განსაზღვრავს თეატრის სადადგმო ქორეოგრაფიულ ნაწილს; რ) სარეჟისორო კოლეგია − პროფესიონალი რეჟისორებით დაკომპლექტებული ორგანო, რომელიც სამხატვრო ხელმძღვანელთან ერთად განსაზღვრავს თეატრის სარეპერტუარო და სადადგმო პოლიტიკას; ს) პროფესიული თეატრი – თეატრი, რომლის შემოქმედებითი კოლექტივის ძირითად ბირთვს შეადგენს შესაბამისი უმაღლესი განათლების ან/და თეატრში სამსახიობო მოღვაწეობის გამოცდილების მქონე პირი (პირები); ტ) პროფესიული სახელმწიფო თეატრი – საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც აფუძნებს საქართველოს კულტურის,განათლების, სპორტისამეცნიერების, კულტურისა და ახალგაზრდობისსპორტის სამინისტრო (შემდგომ − სამინისტრო) ან აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო; უ) პროფესიული მუნიციპალური თეატრი – კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, სამეწარმეო იურიდიული პირი, რომელსაც აფუძნებს  მუნიციპალიტეტი  ან სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისთვის გადაცემული იურიდული პირი; ფ) პროფესიული შერეული თეატრი − კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან სამეწარმეო იურიდიული პირი, რომელსაც ერთდროულად აფუძნებენ სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანო და ფიზიკური პირი (პირები) ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი (პირები); ქ) პროფესიული კერძო თეატრი – კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან სამეწარმეო იურიდიული პირი, რომელსაც აფუძნებს ფიზიკური პირი (პირები) ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი (პირები); ღ) სამხატვრო ხელმძღვანელი – თეატრის საერთო ხელმძღვანელი, რომელიც განსაზღვრავს მის შემოქმედებით მიმართულებას და პასუხს აგებს თეატრის ფუნქციონირებისთვის; ყ) თეატრის დირექტორი – პირი, რომელიც მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს თეატრის ადმინისტრაციულ-ტექნიკურ, ორგანიზაციულ და ფინანსურ საქმიანობას; შ) სამხატვრო საბჭო – შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირებით  დაკომპლექტებული, თეატრის საქმიანობის ხელშემწყობი ორგანო, რომლის შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება თეატრის დებულებით (წესდებით); ჩ) სარეკომენდაციო საბჭო – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან/აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ან მუნიციპალიტეტთან არსებული, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირებით დაკომპლექტებული ორგანო, რომლის საქმიანობის წესი განისაზღვრება შესაბამისი მინისტრის ან მუნიციპალიტეტის მიერ დამტკიცებული დებულებით. საქართველოს 2013 წლის  28 ივნისის კანონი №796№ 7 96 – ვებგვერდი, 15.07.2013წ.15 .07.2013წ. საქართველოს 2017 წლის 7  დეკემბრის  კანონი №1626  –  ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3046 - ვებგვერდი, 11.07.2018 წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6909- ვებგვერდი, 28.07.2020 წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №378 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

ამ მუხლის ისტორია· 8

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 3 აპრ. 2025
  2. 1 იან. 2025· გამოქვეყნდა 28 დეკ. 2024
  3. 1 იან. 2024· გამოქვეყნდა 15 დეკ. 2023
  4. 18 მარ. 2021
  5. 28 ივლ. 2020
  6. 11 ივლ. 2018
  7. 14 დეკ. 2017
  8. 15 ივლ. 2013
წინა მუხლი 2შემდეგი მუხლი 4

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • გასართობი ინდუსტრიის სამართალი1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • გასართობი სამართალი1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • თეატრისა და სცენის სამართალი1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • გართობის სამართალისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მარიამ ბერძული

მარიამ ბერძული

მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-12-17 · №9

0
ციტირებულია მუხლი
8
ცვლილება
ბოლო 2025-04-03
5
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

პროფესიული თეატრების შესახებ

  • 10პროფესიული სახელმწიფო და პროფესიული მუნიციპალური თეატრების სტრუქტურა და მართვა
  • 2კანონის მიზანი და ამოცანები
  • 6პროფესიული სახელმწიფო და პროფესიული მუნიციპალური  თეატრების უფლება-მოვალეობანი

ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ

  • 4კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

კულტურის შესახებ

  • 5ძირითადი ტერმინები

მუზეუმების შესახებ

  • 4კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

  • 4კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ

  • 3კანონში გამოყენებული ტერმინები

არქიტექტურული საქმიანობის შესახებ

  • 2გამოყენებული ტერმინები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ

  • 6ამ კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

დასაქმების ხელშეწყობის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ

  • 1კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება:

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
44431521026263
მნიშვნელობით ახლოსეროვნული კინემატოგრაფი…პროფესიული თეატრების შ…კულტურის შესახებმუზეუმების შესახებსაავტორო და მომიჯნავე …შემოქმედ მუშაკთა და შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025