ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) კულტურული მოღვაწეობა _ კულტურული ფასეულობების დაცვა, შენარჩუნება, კვლევა, გავრცელება და ათვისება; ბ) შემოქმედებითი მოღვაწეობა _ კულტურული ფასეულობების შექმნა, აღდგენა და ინტერპრეტაცია; გ) კულტურული მოღვაწეობის სუბიექტები - კულტურის სფეროში მოღვაწე ფიზიკური და იურიდიული პირები, სახელმწიფო; დ) შემოქმედებითი მუშაკი _ ფიზიკური პირი, რომელიც კულტურულ ფასეულობებს ქმნის, აღადგენს ან ახდენს მათ ინტერპრეტაციას; ე) კულტურის მუშაკი _ ფიზიკური პირი, რომელიც კულტურის სფეროში საქმიანობს; ვ) კულტურის ორგანიზაცია _ სახელმწიფო ან არასახელმწიფო ორგანიზაცია, დაწესებულება ან საწარმო, აგრეთვე ასოციაცია, შემოქმედებითი კავშირი და სხვა საზოგადოებრივი გაერთიანება, რომელიც ეწევა კულტურულ და შემოქმედებით მოღვაწეობას; ზ) კულტურის სფერო _ ისტორიულ-კულტურული ტერიტორიები და ობიექტები, შენობა-ნაგებობები, კულტურის უძრავი და მოძრავი ძეგლები, ფოლკლორი, მხატვრული სუვენირი, ხალხური რეწვა და ხელობა, პროფესიული ხელოვნება და ლიტერატურა, სახელოვნებო განათლება და მასთან დაკავშირებული პედაგოგიკა, სამეცნიერო კვლევა და მეთოდიკა, ტექნოლოგიები, კულტურული და შემოქმედებითი მოღვაწეობის პოპულარიზაცია და გაშუქება, კულტურულ-გასართობი შემეცნებითი პროგრამები და შოუ-ბიზნესი; თ) კულტურული მემკვიდრეობა: თ.ა) მატერიალური – ადამიანის მიერ ან ადამიანის ბუნებაზე ზემოქმედების შედეგად შექმნილი ნებისმიერი სახის, მხატვრული, ესთეტიკური, ისტორიული, მემორიალური ღირებულების მქონე არქიტექტურული, ხელოვნების, ქალაქთმშენებლობითი, სასოფლო, არქეოლოგიური, ანთროპოლოგიური, ეთნოგრაფიული, მონუმენტური, ტექნიკის განვითარებასთან დაკავშირებული უძრავი ან მოძრავი ობიექტები, დოკუმენტური მასალები, ასევე ბაღები, პარკები, ლანდშაფტური არქიტექტურის ობიექტები, ისტორიული დასახლებები, ისტორიულად ჩამოყალიბებული გარემო, დაკავშირებული ქვეყნის ისტორიასთან, განვითარებასთან, ფოლკლორთან, რწმენასა და ტრადიციებთან, ადრე ან ამჟამად არსებულ ცივილიზაციასთან; თ.ბ) არამატერიალური – ზეპირსიტყვიერების ტრადიციები და გამოხატვის ფორმები, ენის, როგორც მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მატარებლის, ჩათვლით, საშემსრულებლო ხელოვნება, ადათწესები, ჩვეულებები, ტრადიციულ ხელოვნებასთან დაკავშირებული ცოდნა და უნარ-ჩვევები, ასევე მათთან დაკავშირებული ინსტრუმენტები, საგნები, არტეფაქტები და კულტურული სივრცეები, რომლებიც საზოგადოების, ჯგუფებისა და, ზოგიერთ შემთხვევაში, ცალკეული პირების მიერ აღიარებულია მათი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად; ი) კულტურული ფასეულობა – შემოქმედებითი პროცესის შედეგად, ნებისმიერი მასალითა და საშუალებით, ნებისმიერ ისტორიულ ეპოქაში შექმნილი უძრავი ან მოძრავი ნივთი, რომელსაც აქვს მხატვრული, ესთეტიკური, ეთნოლოგიური, არქეოლოგიური, ისტორიული, რელიგიური, მემორიალური, მეცნიერული, ტექნიკური, ტექნოლოგიური ღირებულება; კ) ინტელექტუალური საკუთრება _ შემოქმედებითი მოღვაწეობის ობიექტივირებული შედეგი; ლ) სახელმწიფო კულტურული პოლიტიკა _ იმ პრინციპებისა და ნორმების ერთობლიობა, რომლითაც ხელმძღვანელობს სახელმწიფო კულტურის დაცვის, განვითარებისა და გავრცელების საქმეში; მ) არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიცია − სხვადასხვა მასალით შექმნილი ობიექტი, რომელიც კულტურულ ფასეულობას მიეკუთვნება: ძეგლი (ქანდაკება, სკულპტურა), ობელისკი, ინსტალაცია (კონცეპტუალური ხელოვნების ობიექტი). საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №417 - სსმ I, №26, 13.07.2000 წ., მუხ.75 საქართველოს 2007 წლის 8 მაისის კანონი №4711 - სსმ I, №18, 22.05.2007 წ., მუხ.141 საქართველოს 2019 წლის 26 ნოემბრის კანონი №5294 – ვებგვერდი, 04.12.2019წ. თავი II. კულტურის სფეროში ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი
მუხლი 5. ძირითადი ტერმინები
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №10 · ძალაშია 4 დეკ. 2019-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
… – 1 ივლ. 1999 ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 3
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
- · გამოქვეყნდა 22 მაი. 2007
მე-5 მუხლის „თ“ ქვეპუნქტში კულტურული მემკვიდრეობა ახლა მოიცავს მატერიალურ (თ.ა) და არამატერიალურ (თ.ბ) სახეს, ხოლო „ი“ ქვეპუნქტში კულტურული ფასეულობა განისაზღვრა შემოქმედებითი პროცესის შედეგად შექმნილი უძრავი ან მოძრავი ნივთის სახით.
მე-5 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტში გადაკეთდა კულტურის სფეროს განმარტება: პედაგოგიკა დაუკავშირდა სახელოვნებო განათლებას, ამოიღეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მითითება და გასართობ პროგრამებს დაემატა განმარტება „შემეცნებითი“.
რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით
სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

