მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

მუხლი 35. კოლექტიურ სამაშველო საშუალებაზე, სამაშველო კატარღაზე და სწრაფმავალ სამაშველო კატარღაზე მუშაობისთვის მეზღვაურის კვალიფიკაციის სერტიფიკატები

რედაქცია №11 კონსოლიდირებული · 12 ნოე. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.პირს, რომელსაც მინიჭებული აქვს პასუხისმგებლობა კოლექტიური სამაშველო საშუალების მართვაზე, აგრეთვე პირს, რომელსაც სურს გახდეს კაპიტნის (საგემბანე) თანაშემწე ან მექანიკოსი, უნდა ჰქონდეთ კოლექტიური სამაშველო საშუალებისა და სამაშველო კატარღის მართვის სპეციალისტის კვალიფიკაციის სერტიფიკატი.

2.პირს უფლება აქვს, მიიღოს კოლექტიური სამაშველო საშუალებისა და სამაშველო კატარღის, გარდა სწრაფმავალი სამაშველო ნავისა, მართვის სპეციალისტის კვალიფიკაციის სერტიფიკატი, თუ: ა) იგი არის 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი; ბ) მას აქვს არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, ან გავლილი აქვს აღიარებული საწვრთნელი კურსი და აქვს არანაკლებ 6 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი; გ) იგი აკმაყოფილებს კოლექტიური სამაშველო საშუალებისა და სამაშველო კატარღის მართვის სპეციალისტის კვალიფიკაციის სერტიფიკატისათვის STCW-ის კოდექსის A-VI/2 ნაწილის პირველი−მე-4 პუნქტებით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.

3.პირს უფლება აქვს, მიიღოს სწრაფმავალი სამაშველო კატარღის მართვის სპეციალისტის კვალიფიკაციის სერტიფიკატი, თუ: ა) მას აქვს კოლექტიური სამაშველო საშუალებისა და სამაშველო კატარღის მართვის სპეციალისტის კვალიფიკაციის სერტიფიკატი; ბ) მას გავლილი აქვს აღიარებული საწვრთნელი კურსი; გ) იგი შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-VI/2 ნაწილის მე-7−მე-10 პუნქტებით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.

4.STCW-ის კოდექსის A-VI/2 ნაწილის მე-11 პუნქტის შესაბამისად, კოლექტიური სამაშველო საშუალების, სამაშველო კატარღისა და სწრაფმავალი სამაშველო კატარღის მართვაში კვალიფიციური პირი ვალდებულია ყოველ 5 წელიწადში დაადასტუროს, რომ მან შეინარჩუნა STCW-ის კოდექსის A-VI/2-1 და A-VI/2-2 ცხრილების პირველ სვეტში მითითებული კომპეტენციის სტანდარტი. საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №11 · ძალაშია 17 ნოე. 2025-დან

ტექსტი იტვირთება…

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 29 მაი. 2012 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
64737362610383955782835
მნიშვნელობით ახლოსმეზღვაურთა განათლებისა…მეზღვაურთა შრომის შესა…მეთევზე-მეზღვაურთა გან…საზღვაო-სამაშველო სამს…საზღვაო კოდექსისაგზაო მოძრაობის შესახ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №11 · ბოლოს შემოწმდა