Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებმუხლი 26

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

მუხლი 26. ელექტროტექნიკოსისა და რიგითი ელექტროტექნიკოსის სერტიფიკატები

რედაქცია №11 კონსოლიდირებული · 12 ნოე. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.750 კვტ ან 750 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემზე მომსახურე ელექტროტექნიკოსს უნდა ჰქონდეს სათანადო კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

2.პირს უფლება აქვს, მიიღოს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ: ა) იგი არის 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი; ბ) მას გავლილი აქვს 12-თვიანი კომბინირებული საწარმოო წვრთნა და აქვს დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, როგორც აღიარებული საწვრთნელი პროგრამის ნაწილი, რომელიც მოიცავს არანაკლებ 6-თვიან დამტკიცებულ ნაოსნობის სტაჟს (შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-III/6 ნაწილის მოთხოვნებს და დაფიქსირებულია მეზღვაურის წვრთნის სააღრიცხვო წიგნაკში), ან სხვაგვარად აქვს გავლილი 36-თვიანი კომბინირებული საწარმოო წვრთნა და აქვს დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, მათ შორის, სამანქანე განყოფილებაში მუშაობის არანაკლებ 30 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი; გ) მას აქვს შესაბამისი საზღვაო განათლება, გავლილი აქვს სათანადო წვრთნა და შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-III/6 ნაწილით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს; დ) იგი შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-VI/1 ნაწილის მე-2 პუნქტით, A-VI/2 ნაწილის პირველი−მე-4 პუნქტებით, A-VI/3 ნაწილის პირველი−მე-4 პუნქტებითა და A-VI/4 ნაწილის პირველი−მე-3 პუნქტებით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.

3.სააგენტოს შეუძლია მიიჩნიოს, რომ მეზღვაური აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს, თუ მას სათანადო უფლებამოსილების ფარგლებში აქვს გემზე მუშაობის არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი ამ კანონის ამოქმედებამდე ბოლო 60 თვის განმავლობაში და იგი შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-III/6 ნაწილით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.

4.ამ მუხლის პირველ−მე-3 პუნქტებში მითითებული მოთხოვნების მიუხედავად, შესაძლებელია სააგენტომ პირი მიიჩნიოს სათანადოდ კომპეტენტურად კონვენციის A-III/6 ნაწილით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად.

5.750 კვტ ან 750 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემზე მომსახურე რიგით ელექტროტექნიკოსს უნდა ჰქონდეს სათანადო სერტიფიკატი.

6.პირს უფლება აქვს, მიიღოს რიგითი ელექტროტექნიკოსის სერტიფიკატი, თუ: ა) იგი არის 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი; ბ) მას აქვს არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი (წვრთნისა და გამოცდილების ჩათვლით), ან გავლილი აქვს აღიარებული საწვრთნელი კურსი (არანაკლებ 6 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟის ჩათვლით), ან აქვს კონვენციის A-III/7 ნაწილის ცხრილის შესაბამისი კომპეტენცია და არანაკლებ 3 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი; გ) იგი შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-III/7 ნაწილით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.

7.სააგენტოს შეუძლია მიიჩნიოს, რომ მეზღვაური აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს, თუ მას სათანადო უფლებამოსილების ფარგლებში აქვს გემზე მუშაობის არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი ამ კანონის ამოქმედებამდე ბოლო 60 თვის განმავლობაში და იგი შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-III/7 ნაწილით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.

8.ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებში მითითებული მოთხოვნების მიუხედავად, შესაძლებელია სააგენტომ პირი მიიჩნიოს სათანადოდ კომპეტენტურად კონვენციის A-III/7 ნაწილით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად. საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ. თავი IV. განათლება და წვრთნა საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 26 ნოე. 2014
წინა მუხლი 25შემდეგი მუხლი 27

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-11-12 · №11

1
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2014-11-26
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 69

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 21750 კვტ-დან 3000 კვტ-მდე სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემის უფროსი მექანიკოსისა და მეორე მექანიკოსის სერტიფიკატები
  • 22750 კვტ ან 750-ზე მეტი სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემის ვახტიანი სამანქანე განყოფილების ან პერიოდულად უვახტო სამანქანე განყოფილების სავახტო მექანიკოსის სერტიფიკატი
  • 203000 კვტ ან 3000კვტ-ზე მეტი სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემის უფროსი მექანიკოსისა და მეორე მექანიკოსის სერტიფიკატები

მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 33750 კვტ ან მეტი სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე თევზსაჭერი გემის უფროსი მექანიკოსი და მეორე მექანიკოსი
  • 34750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე თევზსაჭერი გემის უფროსი მექანიკოსი და მეორე მექანიკოსი
  • 35თევზსაჭერი გემის პირველი თანრიგის ელექტროინჟინერი

მეზღვაურთა შრომის შესახებ

  • 7წვრთნა და კომპეტენცია/კვალიფიკაცია
  • 28საზღვაო შრომის სერტიფიკატი და საზღვაო შრომის შესაბამისობის დეკლარაცია
  • 8გემის მზარეულის მომზადება და დასაქმება

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 50გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირება

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 16საჯარო შესყიდვის სპეციალისტების სერტიფიცირება

საზღვაო კოდექსი

  • 47—

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
47692122203334355016728826
მითითებამნიშვნელობით ახლოსმეზღვაურთა განათლებისა…მეთევზე-მეზღვაურთა გან…მეზღვაურთა შრომის შესა…ენერგეტიკისა და წყალმო…საჯარო შესყიდვების შეს…საზღვაო კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 12 ნოე. 2025