მეზღვაურთა შრომის შესახებ

მუხლი 28. საზღვაო შრომის სერტიფიკატი და საზღვაო შრომის შესაბამისობის დეკლარაცია

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 13 ივნ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

არმაზ ძირკვაძე

1.სააგენტო ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დელეგირებული უფლებამოსილებით აღჭურვილი აღიარებული ორგანიზაცია ან პირი საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავ გემზე გასცემს საზღვაო შრომის სერტიფიკატს.

2.საზღვაო შრომის სერტიფიკატი, რომელიც გაიცემა გემის ინსპექტირების ჩატარების შედეგად, ადასტურებს, რომ გემზე არსებული საცხოვრებელი და სამუშაო პირობები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობისა და კონვენციის მოთხოვნებს და გემთმფლობელის მიერ მიღებულია საზღვაო შრომის შესაბამისობის დეკლარაციაში მითითებული ზომები.

3.საზღვაო შრომის სერტიფიკატს თან უნდა ერთოდეს საზღვაო შრომის შესაბამისობის დეკლარაცია.

4.საზღვაო შრომის სერტიფიკატის ფორმა და საზღვაო შრომის შესაბამისობის დეკლარაციის ფორმა მტკიცდება სააგენტოს დირექტორის ნორმატიული აქტით.

5.თუ სააგენტოს ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დელეგირებული უფლებამოსილებით აღჭურვილი აღიარებული ორგანიზაციის ან პირის მიერ ინსპექტირების ჩატარების შედეგად დადგინდა, რომ გემი აკმაყოფილებს ამ კანონისა და კონვენციის მოთხოვნებს, საზღვაო შრომის სერტიფიკატი გაიცემა ან განახლდება.

6.საზღვაო შრომის სერტიფიკატი ძალაშია გაცემიდან 5 წლის განმავლობაში.

7.შესაძლებელია 6 თვის ვადით გაიცეს დროებითი სერტიფიკატი, როდესაც: ა) გემი ცვლის დროშას; ბ) იცვლება გემთმფლობელი. თავი X ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ამ კანონის მოთხოვნების დარღვევისთვის

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

არმაზ ძირკვაძე

არმაზ ძირკვაძე

კომერციული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
64374¹6293710387397271028
მითითებამნიშვნელობით ახლოსმეზღვაურთა შრომის შესა…საზღვაო კოდექსიმეზღვაურთა განათლებისა…მეთევზე-მეზღვაურთა გან…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა