Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამეზღვაურთა შრომის შესახებმუხლი 8

მეზღვაურთა შრომის შესახებ

მუხლი 8. გემის მზარეულის მომზადება და დასაქმება

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 13 ივნ. 2023
თემები:გემის რეგისტრაცია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.გემი, რომელზედაც დასაქმებულია ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობის წევრებით დაკომპლექტების დოკუმენტით გათვალისწინებული 10 ან 10-ზე მეტი მეზღვაური, ვალდებულია ჰყავდეს კვალიფიციური მზარეული. თუ გემზე დასაქმებულია ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობის წევრებით დაკომპლექტების დოკუმენტით გათვალისწინებული 10-ზე ნაკლები მეზღვაური, ამ გემზე კვალიფიციური მზარეულის ყოფნა არ მოითხოვება. ამ შემთხვევაში კვების ორგანიზებაში მონაწილე ყველა პირს უნდა ჩაუტარდეს წვრთნა ან ინსტრუქტაჟი, რომელიც მოიცავს გემზე საკვებისა და პირადი ჰიგიენის და საკვების შენახვის საკითხებს.

2.მზარეული კვალიფიციურია, თუ: ა) ის არის 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი; ბ) მას აქვს არანაკლებ 6 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი ან არანაკლებ 3 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი და ფართო პროფილის სამზარეულოში მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; გ) მას გავლილი აქვს სააგენტოს მიერ აღიარებული საზღვაო საწვრთნელი კურსი, რომელიც მოიცავს პრაქტიკული მზარეულობის, საკვებისა და პირადი ჰიგიენის, საკვების შენახვის, მარაგების კონტროლის, გარემოს დაცვისა და სამზარეულოში ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის საკითხებს; დ) მას ჩაბარებული აქვს შესაბამისი გამოცდა.

3.კვალიფიციურ მზარეულზე, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, სააგენტომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა გასცეს სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ ეს პირი აკმაყოფილებს გემის მზარეულად მუშაობისთვის ამ კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

4.თუ გემის მზარეულმა სასწავლო კურსი გაიარა საქართველოს ფარგლების გარეთ, იმ ქვეყანაში, რომელსაც რატიფიცირებული აქვს კონვენცია ან „გემის მზარეულების სერტიფიცირების შესახებ“ 1946 წლის კონვენცია, სააგენტო უფლებამოსილია შეაფასოს ეს სასწავლო კურსი და მისი შინაარსი და, თუ დარწმუნდება, რომ სწავლება საქართველოში აღიარებული საწვრთნელი ცენტრის სწავლების შესაბამისია, აღიაროს იგი.

5.გემის მზარეულის საქართველოს ფარგლების გარეთ წვრთნისა და სერტიფიცირების აღიარების შემდეგ სააგენტო ამ მზარეულზე გასცემს სერტიფიკატს. ამ სერტიფიკატში აღნიშნული უნდა იყოს, რომ მზარეული ფლობს გემის მზარეულის მოწმობას, რომელიც აღიარებულია საქართველოს მიერ ქართულ გემზე სამუშაოდ.

6.გემზე ცხოვრებისა და დასვენების საშუალებები, საკვები და საკვებით მომსახურების წესები მტკიცდება სააგენტოს დირექტორის ნორმატიული აქტით. თავი III მეზღვაურის დასაქმება

წინა მუხლი 7შემდეგი მუხლი 9

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • გემის დოკუმენტაცია1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

არმაზ ძირკვაძე

არმაზ ძირკვაძე

კომერციული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2023-06-13

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 29

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

მეზღვაურთა შრომის შესახებ

  • 7წვრთნა და კომპეტენცია/კვალიფიკაცია
  • 5მეზღვაურის სამუშაოზე მიღების მინიმალური ასაკი
  • 6მეზღვაურის სამედიცინო მოწმობა

საზღვაო კოდექსი

  • 66—
  • 62—
  • 47—

მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 11კანდიდატისათვის დაწესებული ზოგადი მოთხოვნები
  • 14გემთმფლობელის პასუხისმგებლობა
  • 4მეთევზე-მეზღვაურთა მომზადების სისტემა

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 37მეზღვაურის სამედიცინო მომსახურების კვალიფიკაციის სერტიფიკატი
  • 31სამგზავრო გემის კაპიტნის, ოფიცრის, რიგითისა და გემზე დასაქმებული სხვა პერსონალის დამატებითი სავალდებულო წვრთნა და კომპეტენცია
  • 27მოთხოვნები განათლებისა და წვრთნის მიმართ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
66624737312711144297568
მითითებამნიშვნელობით ახლოსმეზღვაურთა შრომის შესა…საზღვაო კოდექსიმეთევზე-მეზღვაურთა გან…მეზღვაურთა განათლებისა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 13 ივნ. 2023