საზღვაო კოდექსი

მუხლი 47

რედაქცია №42 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.გემის კაპიტნის, ოფიცრისა და რიგითის თანამდებობებზე სამუშაოდ დაიშვებიან სათანადო წოდების მქონე საზღვაო საქმის სპეციალისტები „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის (ცვლილებათა გათვალისწინებით) შესაბამისად. თევზსაჭერ გემზე შკიპერის, ოფიცრისა და რიგითის თანამდებობებზე სამუშაოდ დაიშვებიან სათანადო წოდების მქონე საზღვაო საქმის სპეციალისტები „მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2.პირს წოდება ენიჭება სააგენტოში სათანადო გამოცდების ჩაბარების შემდეგ, რაც დასტურდება შესაბამისი კომპეტენციის სერტიფიკატით და კვალიფიკაციის სერტიფიკატით.

3.პირს წოდება ჩამოერთმევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4.საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი სამგზავრო გემის კაპიტნის თანამდებობის დაკავების უფლება აქვს კაპიტნის წოდების მქონე პირს, რომელსაც აქვს სათანადო კომპეტენცია „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის (ცვლილებათა გათვალისწინებით) შესაბამისად. საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4598-სსმI, №11, 10.04.2007წ., მუხ.102 საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4222 – ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4622 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №28 · ძალაშია 1 აპრ. 2016-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 23 დეკ. 2015
  2. · გამოქვეყნდა 10 მარ. 2011

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საზღვაო კოდექსი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
486144¹⁷314231141516 (დ…7847
მნიშვნელობით ახლოსმეზღვაურთა განათლებისა…მეთევზე-მეზღვაურთა გან…მეზღვაურთა შრომის შესა…საზღვაო კოდექსისახელმწიფო საზღვრის რე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №42 · ბოლოს შემოწმდა