Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებმუხლი 46

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

მუხლი 46. საზღვაო-საგანმანათლებლო და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების პერიოდული მონიტორინგი

რედაქცია №11 კონსოლიდირებული · 12 ნოე. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.სააგენტო ამ კანონით დადგენილი წესით ახორციელებს საზღვაო-საგანმანათლებლო და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების და მათი საგანმანათლებლო პროგრამებისა და საწვრთნელი კურსების პერიოდულ მონიტორინგს ამ კანონით, კონვენციითა და STCW-ის კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან მათი შესაბამისობის დასადგენად. საზღვაო-საგანმანათლებლო და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების მონიტორინგს სააგენტო ახორციელებს წელიწადში არანაკლებ ერთხელ.

2.მონიტორინგის პროცესში სააგენტო უფლებამოსილია უშუალოდ ან მის მიერ უფლებამოსილი ორგანიზაციების მეშვეობით შეამოწმოს საზღვაო-საგანმანათლებლო და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების შენობა-ნაგებობები, დანადგარები, მოწყობილობები, ხელსაწყოები და სხვა აღჭურვილობა, ასევე შეაფასოს საზღვაო-საგანმანათლებლო და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების მიერ განხორციელებული ცოდნის, უნარებისა და კვალიფიკაციის გამოყენებისა და შეფასების ღონისძიებანი ამ კანონის დებულებებთან შესაბამისობის დასადგენად.

3.საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების მონიტორინგის პროცესში ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში სააგენტო წერილობით აცნობებს შესაბამის დაწესებულებას გამოვლენილი ხარვეზის თაობაზე და მოსთხოვს გონივრულ ვადაში მის გამოსწორებას. ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია შესაბამის საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებას შეუჩეროს აღიარება. ხელახალი აღიარების მიღება შესაბამის საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებას მხოლოდ გამოვლენილი ხარვეზის სრულად გამოსწორების შემთხვევაში შეუძლია.

4.მეზღვაურთა წვრთნის განმახორციელებელი უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მონიტორინგის პროცესში ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში სააგენტო წერილობით მიმართავს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გამოვლენილი ხარვეზის გამოსწორების უზრუნველყოფის ან/და შესაბამისი დაწესებულებისათვის ავტორიზაციის გაუქმების მოთხოვნით.

5.მონიტორინგის პროცესში სააგენტოს მიერ გაყალბების ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში იგი დაუყოვნებლივ აცნობებს ამის თაობაზე შესაბამის სამართალდამცველ ორგანოს.

6.საზღვაო-საგანმანათლებლო და საზღვაო-საწვრთნელმა დაწესებულებებმა უნდა უზრუნველყონ სააგენტოს მხარდაჭერა მის მიერ მონიტორინგის განხორციელებისას, მათ შორის, მონიტორინგისათვის აუცილებელი ყველა წერილობითი დოკუმენტისა და შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.

7.საზღვაო-საგანმანათლებლო და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების პერიოდული მონიტორინგის განხორციელების წესს განსაზღვრავს სააგენტო დირექტორის ბრძანებით. საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 26 ნოე. 2014
წინა მუხლი 45შემდეგი მუხლი 47

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-11-12 · №11

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2014-11-26
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 44მეზღვაურთა განათლება, წვრთნა და შეფასება
  • 45საზღვაო-საგანმანათლებლო და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებები
  • 48მოთხოვნები საზღვაო-საწვრთნელი კურსების მიმართ

მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 5სააგენტოს მიერ მეთევზე-მეზღვაურთა საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების აღიარება
  • 3სააგენტოს კომპეტენცია
  • 39კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად კანდიდატის ცოდნის შემოწმება

სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ

  • 7მონიტორინგი

სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ

  • 28—

უმაღლესი განათლების შესახებ

  • 8²საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს კომპეტენციები საზღვაო უმაღლესი განათლების სფეროში

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

  • 43კონტროლისა და ინსპექტირების ზოგადი წესები

მეზღვაურთა შრომის შესახებ

  • 7წვრთნა და კომპეტენცია/კვალიფიკაცია

საზღვაო კოდექსი

  • 9—

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2898²4445485339774346
მნიშვნელობით ახლოსმეზღვაურთა განათლებისა…მეთევზე-მეზღვაურთა გან…სქესობრივი თავისუფლები…სამედიცინო-სოციალური ე…უმაღლესი განათლების შე…ადამიანის ორგანოთა გად…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 12 ნოე. 2025