Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებმუხლი 45

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

მუხლი 45. საზღვაო-საგანმანათლებლო და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებები

რედაქცია №11 კონსოლიდირებული · 12 ნოე. 2025
თემები:უმაღლესი განათლებასასწავლო პროგრამასკოლის ლიცენზირებასტუდენტის უფლებებიმარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.მეზღვაურთა წვრთნის განმახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას, აგრეთვე პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების/პროგრამების ავტორიზაციას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

2.სააგენტო უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით თანამშრომლობს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობს მეზღვაურთა წვრთნის განმახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესში, აგრეთვე პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების/პროგრამების ავტორიზაციის პროცესში − შესაბამისად, ავტორიზაციის საბჭოებში და აკრედიტაციის საბჭოში მონაწილეობის გზით.

3.საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზღვაო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით შესაძლებელია ჩამოყალიბდეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის დადგენილი სტრუქტურისაგან განსხვავებული სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების უფლება-მოვალეობები, აგრეთვე რექტორის თანამდებობის დაკავების განსხვავებული წესი.

4.მეზღვაურთა წვრთნის განმახორციელებელი საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების აღიარებას ამ კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სააგენტო.

5.საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებისა და მის მიერ ჩატარებული საზღვაო-საწვრთნელი კურსის აღიარებისათვის შესაბამისმა დაწესებულებამ სააგენტოს უნდა წარუდგინოს განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს: ა) საზღვაო-საწვრთნელ კურსზე პირთა დაშვების მინიმალურ მოთხოვნებს; ბ) საზღვაო-საწვრთნელი კურსის გეგმას და კურსის ხანგრძლივობას; გ) საზღვაო-საწვრთნელი კურსის ჩატარების დროს გამოყენებული შენობა-ნაგებობების, ხელსაწყოების და სხვა აღჭურვილობის აღწერას; დ) ინსტრუქტორის, ზედამხედველისა და შემფასებლის სათანადო კომპეტენციას; ე) საზღვაო-საწვრთნელ კურსზე დასაშვებ პირთა მაქსიმალურ რაოდენობას; კურსის მსმენელთა და ინსტრუქტორთა/შემფასებელთა თანაფარდობას; საჭირო მოწყობილობების თანაფარდობას მსმენელთა რაოდენობასთან; ვ) საზღვაო-საგანმანათლებლო და საზღვაო-საწვრთნელი პროცესის მონიტორინგთან, შეფასების კომპეტენტურობასთან და მეზღვაურთა სერტიფიცირებასთან მიმართებით მოქმედი ხარისხის სტანდარტის დეტალურ აღწერას; ზ) გამოცდის ჩატარების პროცედურას, ტიპსა და მიზანს; თ) შეფასების ჩატარების პროცედურას, ტიპსა და მიზანს; ი) კურსდამთავრებულთა კომპეტენციის მინიმალურ სტანდარტს; კ) კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუშს; ლ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ინფორმაციას.

6.სააგენტო უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე განახორციელოს საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების აღიარება, რომელიც მოქმედებს 5 წლის განმავლობაში.

7.ამ კანონის შესაბამისად, საზღვაო-საგანმანათლებლო და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების პერიოდულ მონიტორინგს ახორციელებენ ის პირები, რომლებიც არ არიან ჩართული შესაბამის საქმიანობაში. საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6178– ვებგვერდი, 29.05.2012წ. საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ. საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3447 – ვებგვერდი, 09.10.2018წ.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 9 ოქტ. 2018
  2. 29 მაი. 2012
წინა მუხლი 44შემდეგი მუხლი 46

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • EdTech შესაბამისობა5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ენების სკოლის ლიცენზირება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • პროფესიული სასწავლებლის ლიცენზირება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საერთაშორისო სკოლის ლიცენზირება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-11-12 · №11

0
ციტირებულია მუხლი
2
ცვლილება
ბოლო 2018-10-09
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 44მეზღვაურთა განათლება, წვრთნა და შეფასება
  • 48მოთხოვნები საზღვაო-საწვრთნელი კურსების მიმართ
  • 5სააგენტოს და კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს ზოგადი პასუხისმგებლობანი და უფლებამოსილება

მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 5სააგენტოს მიერ მეთევზე-მეზღვაურთა საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების აღიარება
  • 3სააგენტოს კომპეტენცია
  • 7სერტიფიკატების შესაბამისობა

უმაღლესი განათლების შესახებ

  • 8²საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს კომპეტენციები საზღვაო უმაღლესი განათლების სფეროში
  • 8¹საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კომპეტენცია სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის

პროფესიული განათლების შესახებ

  • 20¹პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაცია და აკრედიტაცია

ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ

  • 2უმაღლესი განათლების სისტემა

განათლების ხარისხის განვითარების შესახებ

  • 7ავტორიზაციის მიზანი და შინაარსი. ავტორიზაციის სტანდარტები

მეზღვაურთა შრომის შესახებ

  • 7წვრთნა და კომპეტენცია/კვალიფიკაცია

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
20¹8²8¹7244485537745
მნიშვნელობით ახლოსმეზღვაურთა განათლებისა…მეთევზე-მეზღვაურთა გან…უმაღლესი განათლების შე…პროფესიული განათლების …ეროვნული საკვალიფიკაცი…განათლების ხარისხის გა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 12 ნოე. 2025