Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებმუხლი 43

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

მუხლი 43. კონტროლისა და ინსპექტირების ზოგადი წესები

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025
თემები:მიმდინარე შესაბამისობამარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობარისკების მართვაშესაბამისობაჯანდაცვის სტრუქტურირებასაზოგადოებრივი ჯანმრთელობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011

1.შესაბამისი კომპეტენტური უწყება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით ახორციელებს სალიცენზიო/სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს. ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის მიერ სალიცენზიო/სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს კანონით დადგენილი წესით მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას.

2.შესაბამისი კომპეტენტური უწყება ახორციელებს ამ კანონით განსაზღვრული საქმიანობის მონაწილე ყველა დაწესებულების ინსპექტირების ღონისძიებებს.

3.ამ კანონით განსაზღვრული საქმიანობის მონაწილე დაწესებულება უნდა შემოწმდეს რეგულარულად, შემდეგი წესით: ა) სტანდარტული, ზოგადი შემოწმება ტარდება 2 წელიწადში ერთხელ. ამ დროს მოწმდება შესაბამისი დაწესებულების ამ კანონით გათვალისწინებული ყველა საქმიანობა, ქმედება და დოკუმენტი (მათ შორის, ხარისხის სისტემასთან დაკავშირებული დოკუმენტი), აგრეთვე მისი პერსონალის განათლება და კვალიფიკაცია; ბ) სრულმასშტაბიანი, კომპლექსური შემოწმება ტარდება 4 წელიწადში ერთხელ. ამ დროს მოწმდება შესაბამისი დაწესებულების ამ კანონით გათვალისწინებული ყველა საქმიანობა, ქმედება და დოკუმენტი (მათ შორის, ხარისხის სისტემასთან დაკავშირებული დოკუმენტი), აგრეთვე მისი პერსონალის განათლება და კვალიფიკაცია.

4.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემოწმების გარდა, შემოწმება ტარდება: ა) სერიოზული გვერდითი რეაქციის ან სერიოზული გვერდითი მოვლენის გამოვლენის ყველა შემთხვევაში; ბ) შეტყობინების ან საჩივრის საფუძველზე; გ) ტრანსპლანტაციის საბჭოს/კომპეტენტური უწყების მიერ შედეგების არადამაკმაყოფილებლად მიჩნევის (შეფასების) შემთხვევაში; დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში, სალიცენზიო/სანებართვო პირობების შესრულების კონტროლის მიზნით.

5.შემოწმებას (ინსპექტირებას) ატარებს ინსპექტორი, რომელსაც აქვს სათანადო კვალიფიკაცია. საჭიროების შემთხვევაში ის შეიძლება ჩატარდეს შესაბამისი საბჭოს წევრებსა და სათანადო დარგობრივ (ტრანსპლანტოლოგთა, ნევროლოგთა, რეანიმატოლოგთა) ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.

6.ინსპექტორი უფლებამოსილია: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი დაწესებულების საქმიანობის კონტროლი, აგრეთვე შეამოწმოს და შეაფასოს აღნიშნული დაწესებულება, მესამე მხარის დაწესებულება, რომელთანაც ის თანამშრომლობს, მათი საქმიანობა და ობიექტები, მათ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი და სხვა ჩანაწერი; ბ) გამოავლინოს შესაბამისი დაწესებულების საქმიანობაში არსებული დარღვევა ან/და საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამობა, მოითხოვოს მისი აღმოფხვრა და მის აღმოსაფხვრელად განახორციელოს სათანადო ღონისძიებები; გ) შესაბამისი დაწესებულების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში განახორციელოს სათანადო ღონისძიებები ამ დაწესებულებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პასუხისმგებლობის დასაკისრებლად; დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებები და შეასრულოს მისთვის დაკისრებული სხვა მოვალეობები.

7.ამ მუხლით გათვალისწინებული ინსპექტორის კვალიფიკაციასა და პროფესიულ მომზადებასთან დაკავშირებული მოთხოვნები და ინსპექტირების ჩატარებასთან დაკავშირებული სახელმძღვანელო მითითებები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

8.ინსპექტორი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია ამ კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მისთვის განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.

9.ინსპექტორმა შემოწმების (ინსპექტირების) ჩატარებისას უნდა იმოქმედოს კეთილსინდისიერად და მიუკერძოებლად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მან შემოწმების (ინსპექტირების) ჩატარებისას მიღებული ინფორმაცია, განსაკუთრებით − პერსონალური მონაცემები და დონორებისა და რეციპიენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია უნდა შეინახოს, როგორც პროფესიული საიდუმლოება.

10.შესაბამისმა დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს ინსპექტორის მიერ მისთვის ამ კანონით დაკისრებული მოვალეობების შეუფერხებლად შესრულება და მას ნება დართოს, ობიექტის, აღჭურვილობის, სამედიცინო და სხვა დოკუმენტების ინსპექტირება შეუზღუდავად განახორციელოს.

11.შესაბამისი დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს თავისი საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა ინსპექტორის მითითებებისა და გადაწყვეტილებების თანახმად. თავი VIII. პასუხისმგებლობა

წინა მუხლი 42შემდეგი მუხლი 44

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მარეგულირებელი შესაბამისობა5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • რეგულატორული რისკის შეფასება5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • შესაბამისობის აუდიტი5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • შესაბამისობის მონიტორინგი5 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-06-26 · №2

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 46

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ

  • 37კონტროლი და ინსპექტირება

ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ

  • 14კონტროლი და ინსპექტირება

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 21კონტროლი სალიცენზიო პირობების შესრულებაზე
  • 33კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 61ზედამხედველობა სააგენტოს საქმიანობაზე

მეზღვაურთა შრომის შესახებ

  • 25სააგენტოს საქმიანობაზე ზედამხედველობა

სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ

  • 1⁰კონტროლის განხორციელების მეთოდიკა და წესები

სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ

  • 28—

საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

  • 23მაკონტროლებელი ორგანოს ანგარიშვალდებულება

„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“

  • 7ობიექტის სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის ფორმები

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 19ობიექტის სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის ფორმები

სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ

  • 8სალიცენზიო პირობების ადგილზე შემოწმება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
282133761191⁰8142523374643
მითითებამნიშვნელობით ახლოსადამიანის ორგანოთა გად…ადამიანის ქსოვილებისა …ადამიანის სისხლისა და …ლიცენზიებისა და ნებართ…მეზღვაურთა განათლებისა…მეზღვაურთა შრომის შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025