Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებმუხლი 48

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

მუხლი 48. მოთხოვნები საზღვაო-საწვრთნელი კურსების მიმართ

რედაქცია №11 კონსოლიდირებული · 12 ნოე. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულება სააგენტოს აწვდის თითოეულ საზღვაო-საწვრთნელ კურსზე ჩარიცხულ მსმენელთა სიას არაუგვიანეს კურსის დაწყების პირველი დღისა.

2.საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულება ყოველი საზღვაო-საწვრთნელი კურსის დასრულებისთანავე წარუდგენს სააგენტოს წარმატებულ კანდიდატთა სიას, მათი სათანადო ქულების მითითებით.

3.საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულება უზრუნველყოფს, რომ: ა) მეზღვაურთა სწავლება და შეფასება განხორციელდეს წერილობითი პროგრამების შესაბამისად, რომლებიც შეიცავს კომპეტენციის სტანდარტების მისაღწევ მეთოდებს (აუდიო-, მედიაუზრუნველყოფის პროცედურებსა და საკურსო მასალებს); ბ) მეზღვაურთა სწავლება და შეფასება განახორციელონ, გააკონტროლონ და შეაფასონ ამ კანონის 48 1 მუხლის შესაბამისად კვალიფიციურმა პირებმა; გ) ინსტრუქტორი, ზედამხედველი და შემფასებელი, რომლებიც ახორციელებენ მეზღვაურთა სწავლებასა და შეფასებას, იყვნენ სათანადო კვალიფიკაციის მქონე პირები, რომლებსაც შეუძლიათ მეზღვაურთა სწავლებისა და წვრთნის განსაზღვრული ტიპებისა და დონეების ან კომპეტენციის შეფასება როგორც გემზე, ისე ნაპირზე, ამ კანონის დებულებათა შესაბამისად.

4.პირები, რომლებიც ახორციელებენ მეზღვაურთა წვრთნასა და შეფასებას გემზე, ვალდებული არიან, ეს გააკეთონ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი წვრთნა და შეფასება უარყოფით გავლენას არ მოახდენს გემის ნორმალურ ფუნქციონირებაზე და თუ მათ შეუძლიათ სათანადო დრო და ყურადღება დაუთმონ ამ წვრთნასა და შეფასებას.

5.პირი, რომელიც ახორციელებს ამ კანონის თანახმად სერტიფიცირებისთვის საჭირო მეზღვაურის პრაქტიკულ სწავლებას გემზე ან ნაპირზე, ვალდებულია: ა) ჰქონდეს საზღვაო-საწვრთნელი პროგრამის განხორციელების აღიარება და სრულად ჰქონდეს გააზრებული განსაკუთრებული ტიპის წვრთნის სპეციფიკური ხასიათი; ბ) ჰქონდეს იმ ამოცანის შესასრულებლად საჭირო კვალიფიკაცია, რომლისთვისაც ტარდება წვრთნა; გ) წვრთნის სიმულატორის გამოყენებით ჩატარებისას ჰქონდეს სათანადო გამოცდილება სიმულატორის გამოყენებით წვრთნის ჩატარების ტექნიკაში და კონკრეტული ტიპის სიმულატორის ექსპლუატაციის პრაქტიკული გამოცდილება.

6.პირი, რომელიც ახორციელებს ამ კანონის თანახმად სერტიფიცირებისთვის საჭირო მეზღვაურის კვალიფიკაციის პრაქტიკულ შეფასებას გემზე ან ნაპირზე, ვალდებულია: ა) ჰქონდეს სათანადო ცოდნა და კვალიფიკაცია შეფასების განსახორციელებლად; ბ) იყოს კვალიფიციური იმ საკითხებში, რომლებსაც აფასებს; გ) მიღებული ჰქონდეს სათანადო მითითებები და ინსტრუქციები შეფასების მეთოდებსა და პრაქტიკაში; დ) ჰქონდეს შეფასების განხორციელების პრაქტიკული გამოცდილება.

7.საზღვაო-საგანმანათლებლო და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებები ვალდებული არიან, თავიანთ ოფიციალურ ვებგვერდებზე განათავსონ საკუთარი საგანმანათლებლო პროგრამები და საწვრთნელი პროგრამები და კურსები, ასევე პერიოდულად განაახლონ ისინი შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით. საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2 · ძალაშია 26 ნოე. 2014-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 29 მაი. 2012 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 26 ნოე. 2014
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 47შემდეგი მუხლი 48¹

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 12 ნოე. 2025 · №11

  • 1 ცვლილება · ბოლო 26 ნოე. 2014
  • 3 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 48¹

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 44მეზღვაურთა განათლება, წვრთნა და შეფასება
  • 45საზღვაო-საგანმანათლებლო და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებები
  • 42მეზღვაურისათვის დადგენილი, უშიშროებასთან დაკავშირებული წვრთნისა და ინსტრუქტაჟის მინიმალური მოთხოვნები

მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 5სააგენტოს მიერ მეთევზე-მეზღვაურთა საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების აღიარება
  • 3სააგენტოს კომპეტენცია
  • 4მეთევზე-მეზღვაურთა მომზადების სისტემა

მეზღვაურთა შრომის შესახებ

  • 7წვრთნა და კომპეტენცია/კვალიფიკაცია
  • 6მეზღვაურის სამედიცინო მოწმობა
  • 24მეზღვაურის საჩივარი

საგზაო მოძრაობის შესახებ

  • 60მძღოლთა მოსამზადებელი დაწესებულება

საზღვაო კოდექსი

  • 66

უმაღლესი განათლების შესახებ

  • 8²საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს კომპეტენციები საზღვაო უმაღლესი განათლების სფეროში

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
668²48¹44454253460762448
მითითებამნიშვნელობით ახლოსმეზღვაურთა განათლებისა…მეთევზე-მეზღვაურთა გან…მეზღვაურთა შრომის შესა…საგზაო მოძრაობის შესახ…საზღვაო კოდექსიუმაღლესი განათლების შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 12 ნოე. 2025 · რედაქცია №11 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026