მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

მუხლი 7. მეზღვაურთა გამოცდა

რედაქცია №11 კონსოლიდირებული · 12 ნოე. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.კომპეტენციის/კვალიფიკაციის სერტიფიკატის მიღების ან/და განახლების მიზნით დაინტერესებული პირი მიმართავს სააგენტოს. სერტიფიკატის მიღებისათვის საჭირო გამოცდის შინაარსს, ხანგრძლივობასა და ფორმას, ასევე შეფასების კრიტერიუმებს განსაზღვრავს სააგენტო და ისინი ქვეყნდება მის ოფიციალურ ვებგვერდზე.

2.თუ მეზღვაური ვერ ჩააბარებს სერტიფიკატის მიღებისთვის საჭირო გამოცდას, მას უფლება აქვს, მოითხოვოს, რომ იგი, ამ კანონით დადგენილი პირობების თანახმად, ხელახლა იქნეს დაშვებული აღნიშნულ გამოცდაზე, რომელიც ფასიანია. მეზღვაური გამოცდაზე შეიძლება დაშვებულ იქნეს 12-თვიანი პერიოდის განმავლობაში 6-ჯერ. თუ მეზღვაური ვერცერთხელ ვერ ჩააბარებს გამოცდას, მას ბოლო გამოცდის დღიდან 6 თვის ვადით შეუწყდება გამოცდაზე გასვლის უფლება.

3.მეზღვაურს უფლება აქვს, მოითხოვოს სერტიფიკატის მიღება იმავე დონის კომპეტენციისათვის, თუ იგი ვერ ჩააბარებს გამოცდას უფრო მაღალი დონის კომპეტენციის მისაღებად. ამ შემთხვევაში მეზღვაურის მიერ გამოცდის ჩაბარების ცდა ჩაითვლება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადებში ჩაბარებულ გამოცდად.

4.(ამოღებულია - 14.11.2014, №2790).

5.(ამოღებულია - 14.11.2014, №2790).

6.(ამოღებულია - 14.11.2014, №2790).

7.მეზღვაურთა სერტიფიცირების პროცესში მონაწილეობს მოწვეული ექსპერტი. მოწვეულ ექსპერტთა შერჩევისა და საქმიანობის წესი და მათი ანაზღაურების პირობები განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით. საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ. საქართველოს 2022 წლის 16 ნოემბრის კანონი №2033 – ვებგვერდი, 21.11.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №11 · ძალაშია 17 ნოე. 2025-დან

ტექსტი იტვირთება…

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 29 მაი. 2012 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
63⁵286214637683993867157
მითითებამნიშვნელობით ახლოსმეზღვაურთა განათლებისა…მეთევზე-მეზღვაურთა გან…მეზღვაურთა შრომის შესა…საექიმო საქმიანობის შე…საქართველოს სარკინიგზო…საზღვაო კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №11 · ბოლოს შემოწმდა