Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამეზღვაურთა შრომის შესახებმუხლი 6

მეზღვაურთა შრომის შესახებ

მუხლი 6. მეზღვაურის სამედიცინო მოწმობა

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 13 ივნ. 2023
თემები:გემის რეგისტრაციასაზღვაო ეკიპაჟი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011121314

1.მეზღვაური ვალდებულია ნაოსნობის დაწყებამდე ჰქონდეს მეზღვაურის სამედიცინო მოწმობა (შემდგომ − სამედიცინო მოწმობა), რომელიც ადასტურებს, რომ მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეესაბამება მის მიერ გემზე შესასრულებელ მოვალეობებს.

2.თუ სამედიცინო მოწმობა გაცემულია „მეზღვაურთა წვრთნის, სერტიფიცირებისადა ვახტის გაწევის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის ან/და „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის შესაბამისად, მიიჩნევა, რომ ის აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნას.

3.მეზღვაურის სამედიცინო შემოწმება უნდა განხორციელდეს საქართველოში მოქმედი მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების სტანდარტებისა და „მეზღვაურთა ზღვაში გასვლის წინა და პერიოდული სამედიცინო გამოკვლევების შესახებ“ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ერთობლივი ინსტრუქციის, აგრეთვე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული სხვა საერთაშორისო ინსტრუქციების შესაბამისად.

4.ამ კანონის მიზნებისთვის შერჩეული სამედიცინო დაწესებულება უნდა აკმაყოფილებდეს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პუბლიკაციებისა და „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის VI თავის მოთხოვნებს.

5.„მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის შესაბამისად სამედიცინო მოწმობას გასცემს სააგენტოს მიერ შერჩეული უფლებამოსილი ექიმი, ხოლო თუ სამედიცინო მოწმობა მხოლოდ მხედველობას ეხება − სააგენტოს მიერ სათანადო ცნობის გასაცემად შერჩეული პირი.

6.შერჩევის კანდიდატი ექიმი სამედიცინო დასკვნის გაკეთებისას სრული პროფესიული დამოუკიდებლობით უნდა სარგებლობდეს.

7.სამედიცინო მოწმობა გაიცემა სააგენტოს მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.

8.ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნების მიუხედავად, სააგენტოს უფლება აქვს, ქართულ გემზე საქმიანობისთვის აღიაროს სამედიცინო მოწმობა, რომელიც გაცემულია საქართველოს ფარგლების გარეთ იმ ექიმის მიერ, რომელიც საქმიანობას ახორციელებს კონვენციის წევრ სახელმწიფოში და ამ სახელმწიფოშია უფლებამოსილი, გასცეს სამედიცინო მოწმობა.

9.მეზღვაურს, რომელსაც უარი ეთქვა სამედიცინო მოწმობის გაცემაზე ან მიიღო სამედიცინო მოწმობა, რომელიც ადასტურებს მის შეზღუდულ შრომისუნარიანობას, კერძოდ, სამუშაო დროის, სამუშაოს სახეობისა და ნაოსნობის რაიონის მიხედვით, უფლება აქვს, გაიაროს ახალი გამოკვლევა სააგენტოს მიერ შერჩეულ დამოუკიდებელ ექიმთან ან ასეთი ექიმებისგან შემდგარ კომისიასთან.

10.იმ შემთხვევის გარდა, როდესაც მეზღვაურის მიერ კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად უფრო ნაკლები დროა საჭირო ან ეს განსაზღვრულია STCW კონვენციით, სამედიცინო მოწმობის მოქმედების ვადა 2 წელს არ უნდა აღემატებოდეს. 18 წლამდე მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის მოქმედების მაქსიმალური ვადა 1 წელია.

11.მეზღვაურის მიერ ფერების აღქმის სერტიფიცირების ვადაა არაუმეტეს 6 წლისა.

12.გადაუდებელ შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია სამედიცინო მოწმობის მოქმედების ვადის გასვლის გამო მეზღვაურზე გასცეს ნებართვა, გააგრძელოს მუშაობა მომდევნო ნავსადგურში შესვლამდე, სადაც მეზღვაურს შეეძლება უფლებამოსილი ექიმისგან მიიღოს ახალი სამედიცინო მოწმობა, იმის გათვალისწინებით, რომ: ა) აღნიშნული ნებართვის მოქმედების ვადა 3 თვეს არ აღემატება; ბ) სამედიცინო მოწმობის მოქმედების ვადა არაუმეტეს 3 თვის წინ გავიდა.

13.თუ სამედიცინო მოწმობის მოქმედების ვადა რეისის დროს ამოიწურა, ეს სამედიცინო მოწმობა ძალაში დარჩება მეზღვაურის მომდევნო ნავსადგურში შესვლამდე, სადაც მას შეეძლება უფლებამოსილი ექიმისგან მიიღოს ახალი სამედიცინო მოწმობა, იმ პირობით, რომ სამედიცინო მოწმობის მოქმედების ვადა 3 თვეს არ აღემატება.

14.საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართულ გემზე დასაქმებული მეზღვაურის სამედიცინო მოწმობა ინგლისურ ენაზე უნდა იყოს შედგენილი.

წინა მუხლი 5შემდეგი მუხლი 7

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • გემის დოკუმენტაცია1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მეზღვაურთა შრომითი ხელშეკრულებები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

არმაზ ძირკვაძე

არმაზ ძირკვაძე

კომერციული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2023-06-13

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მეზღვაურთა განათლე… 49

მიუთითებენ მასზე

მუხლი 19

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

მეზღვაურთა შრომის შესახებ

  • 19ჯანმრთელობის დაცვა და სამედიცინო მომსახურება
  • 7წვრთნა და კომპეტენცია/კვალიფიკაცია
  • 8გემის მზარეულის მომზადება და დასაქმება

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 49მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება
  • 37მეზღვაურის სამედიცინო მომსახურების კვალიფიკაციის სერტიფიკატი
  • 36მეზღვაურის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის სერტიფიკატი

მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 12მეთევზე-მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობისადმი წაყენებული მოთხოვნები
  • 9მეთევზე-მეზღვაურის გამოცდა

საზღვაო კოდექსი

  • 62—
  • 168—
  • 66—

პენიტენციური კოდექსი

  • 139ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა  და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
621686649373612919781396
მითითებამნიშვნელობით ახლოსმეზღვაურთა განათლებისა…მეზღვაურთა შრომის შესა…მეთევზე-მეზღვაურთა გან…საზღვაო კოდექსიპენიტენციური კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 13 ივნ. 2023