Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამეზღვაურთა შრომის შესახებმუხლი 15

მეზღვაურთა შრომის შესახებ

მუხლი 15. მეზღვაურის შვებულება

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 13 ივნ. 2023
თემები:საზღვაო ეკიპაჟი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.მეზღვაურს უფლება აქვს, ისარგებლოს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით ყოველი ნამუშევარი თვისთვის არანაკლებ 2.5 კალენდარული დღის ოდენობით. იმ მეზღვაურის შვებულების ხანგრძლივობა, რომელიც დასაქმებულია 1 წელზე ნაკლები ხნის განმავლობაში ან რომელთანაც შრომითი ურთიერთობა წყდება, უნდა განისაზღვროს პროპორციული განაწილების საფუძველზე.

2.გემზე მუშაობის პერიოდში მეზღვაურს ასევე აქვს უფლება, ჩავიდეს ნაპირზე, როდესაც ეს პრაქტიკულად შეესაბამება მის მიერ დაკავებული თანამდებობისთვის გათვალისწინებულ ვალდებულებებს.

3.მეზღვაურს არ აქვს უფლება, უარი თქვას ყოველწლიურ მინიმალურ ანაზღაურებად შვებულებაზე, ხოლო გემთმფლობელს არ აქვს უფლება, მეზღვაურთან აწარმოოს მოლაპარაკება ამის თაობაზე და დადოს შეთანხმება. ნებისმიერი ასეთი შეთანხმება ბათილია.

4.მეზღვაურის ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების გამოთვლისას მასში არ ჩაითვლება სამუშაოს გაცდენა ერთ-ერთი შემდეგი საპატიო მიზეზის გამო: ა) უქმე დღე, მიუხედავად იმისა, ემთხვევა თუ არა იგი ამ შვებულების პერიოდს; ბ) ავადმყოფობა, ტრავმა ან ორსულობა და მშობიარობა; გ) მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ნაპირზე მეზღვაურის ხანმოკლე ვიზიტი; დ) ნაპირზე მეზღვაურის ნებისმიერი, სააგენტოს მიერ განსაზღვრული სავალდებულო ჩასვლა; ე) რეპატრიაციის მოლოდინი და რეპატრიაციის დროს მგზავრობა.

5.მეზღვაურის ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება უნდა ანაზღაურდეს მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჩვეულებრივი ანაზღაურების მიხედვით.

6.შვებულებაში მყოფი მეზღვაურის გაწვევა შეიძლება მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, მისი თანხმობით.

7.არ შეიძლება მეზღვაურს მოეთხოვოს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების მისი რეპატრიაციის ადგილისგან განსხვავებულ ადგილზე გატარება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მეზღვაური წერილობით აცხადებს ამაზე თანხმობას ან ეს გათვალისწინებულია მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულებით.

8.გემთმფლობელმა სპეციალური ზომები უნდა შეიმუშაოს იმ შემთხვევისთვის, როდესაც 18 წლამდე მეზღვაურს, რომელიც 6 თვის ან 6 თვეზე ნაკლები ხნის განმავლობაში კოლექტიური ხელშეკრულების ან მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობდა საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართულ გემზე (რომელიც არ დაბრუნებულა მეზღვაურის საცხოვრებელ ქვეყანაში და რომლის ამ ქვეყანაში დაბრუნება შემდეგი 3 თვის განმავლობაშიც არ იგეგმება), შვებულებით არ უსარგებლია. ეს ზომები შეიძლება მოიცავდეს რეისის დროს მეზღვაურის მიერ შვებულების გამოყენებისას მის უსასყიდლო რეპატრიაციას საცხოვრებელ ქვეყანაში, სადაც იგი დასაქმდა.

წინა მუხლი 14შემდეგი მუხლი 16

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მეზღვაურთა შრომითი ხელშეკრულებები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საზღვაო ეკიპაჟის უფლებები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

არმაზ ძირკვაძე

არმაზ ძირკვაძე

კომერციული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2023-06-13

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

მეზღვაურთა შრომის შესახებ

  • 11მეზღვაურის დასვენების დრო
  • 14მეზღვაურის ხელფასი
  • 5მეზღვაურის სამუშაოზე მიღების მინიმალური ასაკი

საქართველოს შრომის კოდექსი

  • 31შვებულების ხანგრძლივობა
  • 36დასაქმებულის საშვებულებო ანაზღაურება
  • 32შვებულების მიცემის წესი

პენიტენციური კოდექსი

  • 23მოსამსახურის შვებულება

თავდაცვის კოდექსი

  • 81შვებულება

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 50მოსამსახურის შვებულება

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 11¹⁴მოსამსახურის შვებულებები

საჯარო სამსახურის შესახებ

  • 62მოხელის შვებულება

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 7მეზღვაურთა გამოცდა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11¹⁴3136327625011145812315
მნიშვნელობით ახლოსმეზღვაურთა შრომის შესა…საქართველოს შრომის კოდ…პენიტენციური კოდექსითავდაცვის კოდექსისამოქალაქო უსაფრთხოები…დანაშაულის პრევენციის,…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 13 ივნ. 2023