საქართველოს საარჩევნო კოდექსი

მუხლი 196¹. 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებამდე ცესკოში წარმოშობილ ვაკანტურ თანამდებობაზე პირის არჩევის/დანიშვნის დროებითი წესი

რედაქცია №101კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.თუ პარტია დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში მონაწილეობდა საქართველოს პარლამენტის ბოლო არჩევნებში და აღნიშნულმა პარტიამ ან საარჩევნო ბლოკმა ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1 პროცენტზე მეტი მიიღო, პარტიას უფლება აქვს, დანიშნოს ცესკოს 1 წევრი.

2.თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პარტიების რაოდენობა 9-ზე მეტია, ცესკოს წევრის დანიშვნისას უპირატესობა ენიჭება იმ პარტიას, რომელსაც უფრო მეტი საბიუჯეტო დაფინანსების მიღების უფლება წარმოეშვა.

3.ცესკოს წევრის დანიშვნისას თანაბარი ოდენობის საბიუჯეტო დაფინანსების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება იმ პარტიას, რომელმაც საარჩევნო რეგისტრაცია უფრო ადრე გაიარა.

4.თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პარტიის სიით არჩეულმა საქართველოს პარლამენტის ყველა წევრმა, რომელიც ახორციელებს საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილებას საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 224-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, 2021 წლის 19 აპრილის მდგომარეობით, დატოვა პარტია და ყველა ერთად გახდა სხვა პარტიის წევრი, ცესკოს 1 წევრის დანიშვნის უფლება ამ პარტიაზე გადადის.

5.ამ მუხლის მიზნებისთვის საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიების საბიუჯეტო დაფინანსების ოდენობად ითვლება 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არსებული დაფინანსება.

6.ცესკოს წევრის ვაკანტური თანამდებობის წარმოშობის შემთხვევაში მისი წარმოშობიდან არაუგვიანეს 2 დღისა საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს განკარგულებას კონკურსის ჩატარების შესახებ. საკონკურსო საბუთების წარდგენის ვადაა კონკურსის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 5 დღისა. ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატები შეირჩევა და საქართველოს პარლამენტს წარედგინება ამ მუხლითა და ამ კანონის სხვა შესაბამისი ნორმებით დადგენილი წესით.

7.კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 1 დღეში ქვეყნდება ცესკოს წევრობის კანდიდატთა სია მათ ბიოგრაფიებთან ერთად. საკონკურსო კომისია უფლებამოსილია გაესაუბროს კანდიდატებს.

8.კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 2 დღისა საკონკურსო კომისია საქართველოს პრეზიდენტს პირის ცესკოს წევრად ასარჩევად წარუდგენს თითო ვაკანტურ თანამდებობაზე არანაკლებ 2 და არაუმეტეს 3 კანდიდატურას. კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატის კენჭისყრის შედეგები და კანდიდატის მხარდაჭერის ან მის მხარდაჭერაზე უარის თქმის შესახებ საკონკურსო კომისიის წევრთა მოტივაცია აისახება საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმში, რომელიც საჯაროა. კანდიდატების შერჩევიდან არაუგვიანეს 3 დღისა საქართველოს პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას ცესკოს წევრობის კანდიდატთა შერჩევის ან მათ შერჩევაზე უარის თქმის შესახებ. კანდიდატთა შერჩევის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტს ცესკოს წევრის 1 ვაკანტურ თანამდებობაზე 2 კანდიდატურას წარუდგენს. თუ საქართველოს პრეზიდენტი ვერ შეარჩევს კანდიდატებს, იგი ხელახალ კონკურსს აცხადებს.

9.საქართველოს პრეზიდენტის მიერ ცესკოს წევრობის კანდიდატების საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის შემდეგ საქართველოს პარლამენტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით ირჩევს ცესკოს წევრს.

10.ცესკოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ.

11.ცესკოს თავმჯდომარის ვაკანტური თანამდებობის წარმოშობის შემთხვევაში ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები შეირჩევა და საქართველოს პარლამენტს წარედგინება ამ მუხლის მე-6−მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული ცესკოს წევრობის კანდიდატების შერჩევისა და საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენისთვის დადგენილი წესით.

12.თუ ამ მუხლით განსაზღვრული ცესკოს წევრი, ცესკოს თავმჯდომარე არჩეულია საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით, მისი უფლებამოსილების ვადაა 5 წელი, ხოლო სხვა შემთხვევაში − 6 თვე.

13.ამ მუხლის პირველი−მე-5 პუნქტების შესაბამისად ცესკოს წევრების დანიშვნის უფლების მქონე პარტიებს ეს უფლება აქვთ მომდევნო მოწვევის საქართველოს პარლამენტის პირველი შეკრების დღემდე.

14.საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს ამ კანონით დადგენილ ვადებში და დადგენილი წესით ნიშნავენ ამ მუხლით გათვალისწინებული ცესკოს წევრის დანიშვნის უფლების მქონე პარტიები. საქართველოს 2021 წლის 28 ივნისის ორგანული კანონი №703 – ვებგვერდი, 29.06.2021წ.

საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა

კონსტიტუციურობის სტატუსი და პრაქტიკა

2

საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასა ამ მუხლის კონსტიტუციურობა.

  • N3/5/163612.08.2024გადაწყვეტილება(4)
    კონსტიტუციურად ცნობილია

    მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

  • N3/6/163604.08.2021საოქმო ჩანაწერი(4)
    პროცესუალური / დასაშვებობა

    მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. თუ პარტია დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში მონაწილეობდა საქართველოს პარლამენტის ბოლო არჩევნებში და აღნიშნულმა პარტიამ ან საარჩევნო ბლოკმა ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1 პროცენტზე მეტი მიიღო, პარტიას უფლება აქვს, დანიშნოს ცესკოს 1 წევრი. 2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პარტიების რაოდენობა 9-ზე მეტია, ცესკოს წევრის დანიშვნისას უპირატესობა ენიჭება იმ პარტიას, რომელსაც უფრო მეტი საბიუჯეტო დაფინანსების მიღების უფლება წარმოეშვა. 3. ცესკოს წევრის დანიშვნისას თანაბარი ოდენობის საბიუჯეტო დაფინანსების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება იმ პარტიას, რომელმაც საარჩევნო რეგისტრაცია უფრო ადრე გაიარა. 4. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პარტიის სიით არჩეულმა საქართველოს პარლამენტის ყველა წევრმა, რომელიც ახორციელებს საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილებას საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 224-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, 2021 წლის 19 აპრილის მდგომარეობით, დატოვა პარტია და ყველა ერთად გახდა სხვა პარტიის წევრი, ცესკოს 1 წევრის დანიშვნის უფლება ამ პარტიაზე გადადის. 5. ამ მუხლის მიზნებისთვის საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიების საბიუჯეტო დაფინანსების ოდენობად ითვლება 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არსებული დაფინანსება. 6. ცესკოს წევრის ვაკანტური თანამდებობის წარმოშობის შემთხვევაში მისი წარმოშობიდან არაუგვიანეს 2 დღისა საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს განკარგულებას კონკურსის ჩატარების შესახებ. საკონკურსო საბუთების წარდგენის ვადაა კონკურსის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 5 დღისა. ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატები შეირჩევა და საქართველოს პარლამენტს წარედგინება ამ მუხლითა და ამ კანონის სხვა შესაბამისი ნორმებით დადგენილი წესით. 7. კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 1 დღეში ქვეყნდება ცესკოს წევრობის კანდიდატთა სია მათ ბიოგრაფიებთან ერთად. საკონკურსო კომისია უფლებამოსილია გაესაუბროს კანდიდატებს. 8. კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 2 დღისა საკონკურსო კომისია საქართველოს პრეზიდენტს პირის ცესკოს წევრად ასარჩევად წარუდგენს თითო ვაკანტურ თანამდებობაზე არანაკლებ 2 და არაუმეტეს 3 კანდიდატურას. კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატის კენჭისყრის შედეგები და კანდიდატის მხარდაჭერის ან მის მხარდაჭერაზე უარის თქმის შესახებ საკონკურსო კომისიის წევრთა მოტივაცია აისახება საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმში, რომელიც საჯაროა. კანდიდატების შერჩევიდან არაუგვიანეს 3 დღისა საქართველოს პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას ცესკოს წევრობის კანდიდატთა შერჩევის ან მათ შერჩევაზე უარის თქმის შესახებ. კანდიდატთა შერჩევის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტს ცესკოს წევრის 1 ვაკანტურ თანამდებობაზე 2 კანდიდატურას წარუდგენს. თუ საქართველოს პრეზიდენტი ვერ შეარჩევს კანდიდატებს, იგი ხელახალ კონკურსს აცხადებს. 9. საქართველოს პრეზიდენტის მიერ ცესკოს წევრობის კანდიდატების საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის შემდეგ საქართველოს პარლამენტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით ირჩევს ცესკოს წევრს. 10. ცესკოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ. 11. ცესკოს თავმჯდომარის ვაკანტური თანამდებობის წარმოშობის შემთხვევაში ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები შეირჩევა და საქართველოს პარლამენტს წარედგინება ამ მუხლის მე-6−მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული ცესკოს წევრობის კანდიდატების შერჩევისა და საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენისთვის დადგენილი წესით. 12. თუ ამ მუხლით განსაზღვრული ცესკოს წევრი, ცესკოს თავმჯდომარე არჩეულია საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით, მისი უფლებამოსილების ვადაა 5 წელი, ხოლო სხვა შემთხვევაში − 6 თვე. 13. ამ მუხლის პირველი−მე-5 პუნქტების შესაბამისად ცესკოს წევრების დანიშვნის უფლების მქონე პარტიებს ეს უფლება აქვთ მომდევნო მოწვევის საქართველოს პარლამენტის პირველი შეკრების დღემდე. 14. საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს ამ კანონით დადგენილ ვადებში და დადგენილი წესით ნიშნავენ ამ მუხლით გათვალისწინებული ცესკოს წევრის დანიშვნის უფლების მქონე პარტიები. საქართველოს 2021 წლის 28 ივნისის ორგანული კანონი №703 – ვებგვერდი, 29.06.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №69 · ძალაშია 1 აგვ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 10 იან. 2012 – 1 აგვ. 2021 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14¹91831984115 (დ…59224202162713212631196¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პარლამენტი…საქართველოს საარჩევნო …საქართველოს საარჩევნო …აჭარის ავტონომიური რეს…მაუწყებლობის შესახებსაჯარო სამსახურში კონკ…