საქართველოს საარჩევნო კოდექსი

მუხლი 13. პარტიების მიერ ცესკოს წევრების დანიშვნისა და მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის წესი

რედაქცია №101კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პარტიას უფლება აქვს, დანიშნოს ცესკოს 1 წევრი, თუ პარტია ცესკოს თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებული იყო საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით და მას ამ კანონის 125-ე მუხლის მე-4, მე-5 და მე-9 პუნქტების შესაბამისად მიეკუთვნა საქართველოს პარლამენტის წევრის მანდატი.

2.თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პარტიების რაოდენობა 9-ზე მეტია, ცესკოს წევრის დანიშვნისას უპირატესობა ენიჭება იმ პარტიას, რომელმაც საქართველოს პარლამენტის არჩევნებში უფრო მეტი ხმა მიიღო.

3.თუ პარტიებმა საქართველოს პარლამენტის არჩევნებში ხმების თანაბარი რაოდენობა მიიღეს, ცესკოს წევრის დანიშვნისას უპირატესობა ენიჭება იმ პარტიას, რომელმაც საარჩევნო რეგისტრაცია უფრო ადრე გაიარა.

3¹.პარტიის მიერ დანიშნული ცესკოს წევრი უნდა აკმაყოფილებდეს ამ კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნებს.

4.პარტიას უფლება აქვს, გამოიწვიოს მის მიერ დანიშნული ცესკოს წევრი. დაუშვებელია მისი გამოწვევა არჩევნების დანიშვნიდან ამ არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე. პარტიას უფლება აქვს, აღნიშნული ვადის განმავლობაში ცესკოს ახალი წევრი დანიშნოს მხოლოდ მის მიერ დანიშნული ცესკოს წევრის გადადგომის ან გარდაცვალების შემთხვევაში. საქართველოს 2013 წლის 27 ივლისის ორგანული კანონი №877 - ვებგვერდი, 20.08.2013წ. საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №5438 - ვებგვერდი, 12.07.2016წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1274 - ვებგვერდი, 29.07.2017წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3266 – ვებგვერდი, 13.08.2018წ. საქართველოს 2020 წლის 3 სექტემბრის ორგანული კანონი №7097 – ვებგვერდი, 04.09.2020წ. საქართველოს 2020 წლის 3 სექტემბრის ორგანული კანონი №7098 – ვებგვერდი, 04.09.2020წ. საქართველოს 2021 წლის 28 ივნისის ორგანული კანონი №704 – ვებგვერდი, 29.06.2021წ. საქართველოს 2021 წლის 28 ივნისის ორგანული კანონი №703 – ვებგვერდი, 29.06.2021წ. საქართველოს 2024 წლის 19 მარტის ორგანული კანონი №4089 – ვებგვერდი, 25.03.2024წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. პარტიას უფლება აქვს, დანიშნოს ცესკოს 1 წევრი, თუ პარტია ცესკოს თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებული იყო საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით და მას ამ კანონის 125-ე მუხლის მე-4, მე-5 და მე-9 პუნქტების შესაბამისად მიეკუთვნა საქართველოს პარლამენტის წევრის მანდატი. 2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პარტიების რაოდენობა 9-ზე მეტია, ცესკოს წევრის დანიშვნისას უპირატესობა ენიჭება იმ პარტიას, რომელმაც საქართველოს პარლამენტის არჩევნებში უფრო მეტი ხმა მიიღო. 3. თუ პარტიებმა საქართველოს პარლამენტის არჩევნებში ხმების თანაბარი რაოდენობა მიიღეს, ცესკოს წევრის დანიშვნისას უპირატესობა ენიჭება იმ პარტიას, რომელმაც საარჩევნო რეგისტრაცია უფრო ადრე გაიარა. 3 1 . პარტიის მიერ დანიშნული ცესკოს წევრი უნდა აკმაყოფილებდეს ამ კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნებს. 4. პარტიას უფლება აქვს, გამოიწვიოს მის მიერ დანიშნული ცესკოს წევრი. დაუშვებელია მისი გამოწვევა არჩევნების დანიშვნიდან ამ არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე. პარტიას უფლება აქვს, აღნიშნული ვადის განმავლობაში ცესკოს ახალი წევრი დანიშნოს მხოლოდ მის მიერ დანიშნული ცესკოს წევრის გადადგომის ან გარდაცვალების შემთხვევაში. საქართველოს 2013 წლის 27 ივლისის ორგანული კანონი №877 - ვებგვერდი, 20.08.2013წ. საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №5438 - ვებგვერდი, 12.07.2016წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1274 - ვებგვერდი, 29.07.2017წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3266 – ვებგვერდი, 13.08.2018წ. საქართველოს 2020 წლის 3 სექტემბრის ორგანული კანონი №7097 – ვებგვერდი, 04.09.2020წ. საქართველოს 2020 წლის 3 სექტემბრის ორგანული კანონი №7098 – ვებგვერდი, 04.09.2020წ. საქართველოს 2021 წლის 28 ივნისის ორგანული კანონი №704 – ვებგვერდი, 29.06.2021წ. საქართველოს 2021 წლის 28 ივნისის ორგანული კანონი №703 – ვებგვერდი, 29.06.2021წ. საქართველოს 2024 წლის 19 მარტის ორგანული კანონი №4089 – ვებგვერდი, 25.03.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №86 · ძალაშია 25 მარ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 29 ივნ. 2021 – 1 იან. 2024 ტექსტი უცნობია

  2. 4 სექ. 2020 – 1 იან. 2021 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1414¹1012519202429202161412921451313
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საარჩევნო …საქართველოს საარჩევნო …აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს პარლამენტი…სახელმწიფო კომპენსაციი…ეროვნული მარეგულირებელ…