Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საარჩევნო კოდექსიმუხლი 10

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

მუხლი 10. ცესკოს შემადგენლობა, ცესკოს არჩევითი წევრებისა და ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობებზე განწესება

რედაქცია №101კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 29.12.2025.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: საქართველოს საარჩევნო კოდექსი →
  • ამავე სათაურის მუხლი მოქმედ აქტში: მუხლი 14. ცესკოს შემადგენლობა , ცესკოს არჩევითი წევრებისა და ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობებზე განწესება →

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.ცესკო შედგება არაუმეტეს 17 წევრისგან. მათ შორის არიან ცესკოს თავმჯდომარე, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე და ცესკოს მდივანი. ცესკოს თავმჯდომარე იმავდროულად არის ცესკოს წევრი. ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტა იმავდროულად იწვევს მისი, როგორც ცესკოს წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტას.

2.ცესკოს 7 წევრს ამ კანონითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით ირჩევს საქართველოს პარლამენტი ან ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო ცესკოს არაუმეტეს 9 წევრს ამ კანონით დადგენილი წესით ნიშნავენ პარტიები.

3.ცესკოს წევრობის კანდიდატს  საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარუდგენს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამ მუხლისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად. ცესკოს წევრობის კანდიდატი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით შეირჩევა ღია კონკურსით.

4.ცესკოს წევრობის კანდიდატი/საქართველოს პრეზიდენტის მიერ ცესკოს წევრად დანიშნული პირი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ყოფილა საარჩევნო კომისიაში პარტიის მიერ დანიშნული წევრი, საარჩევნო სუბიექტი, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი ან რომელიმე პარტიის შემომწირველი, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს და აქვს არანაკლებ 5 წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.

5.ცესკოს წევრად არ შეიძლება აირჩეს/დაინიშნოს: ა) პირი, რომელსაც არ აქვს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი; ბ) პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან, – თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან 4 წლის განმავლობაში; გ) პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო სასამართლომ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 4 წლის განმავლობაში; დ) ნასამართლევი პირი; ე) საარჩევნო სუბიექტი/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი, მისი წარმომადგენელი; ვ) დამკვირვებელი.

6.თუ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განმეორებითი კენჭისყრის შედეგად ცესკოს წევრი (რომელიმე წევრი) არ აირჩა, კენჭისყრიდან არაუგვიანეს 1 კვირისა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ცესკოს წევრის (წევრების) დანიშვნის მიზნით საქართველოს პრეზიდენტს უგზავნის ცესკოს წევრობის კანდიდატის (კანდიდატების) შესარჩევ ღია კონკურსში მონაწილე პირთა სიას (ცესკოს წევრად ახალარჩეული პირი ამ სიაში არ შეიყვანება) და შესაბამის საკონკურსო დოკუმენტაციას. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია აღნიშნული სიისა და დოკუმენტაციის მიღებიდან 1 კვირაში ამ სიაში მყოფ პირთაგან 5 წლის ვადით დანიშნოს ცესკოს იმდენი ან იმაზე ნაკლები წევრი, ცესკოს რამდენი წევრიც დარჩა საქართველოს პარლამენტს ასარჩევი. ამასთანავე, ცესკოს წევრის დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებაში უნდა მიეთითოს, აღნიშნული წევრი ცესკოს რომელი ასარჩევი წევრის თანამდებობაზე ინიშნება.

7.საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული/საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული ცესკოს წევრის უფლებამოსილების ვადაა 5 წელი. თუ ცესკოს მოქმედი წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე ცესკოს ახალი წევრი საქართველოს პარლამენტმა არ აირჩია/საქართველოს პრეზიდენტმა არ დანიშნა, ცესკოს მოქმედი წევრის უფლებამოსილების ვადა გრძელდება ცესკოს ახალი წევრის არჩევამდე/საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშვნამდე.

8.ცესკოს თავმჯდომარეს საქართველოს პარლამენტი ირჩევს/საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს ცესკოს წევრის საქართველოს პარლამენტის მიერ არჩევისთვის/საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშვნისთვის ამ კანონითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით. ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი/საქართველოს პრეზიდენტის მიერ ცესკოს თავმჯდომარედ დანიშნული პირი უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების მოთხოვნებს.

9.ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადაა 5 წელი. თუ ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე ცესკოს ახალი თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტმა არ აირჩია/საქართველოს პრეზიდენტმა არ დანიშნა, ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა გრძელდება ცესკოს ახალი თავმჯდომარის არჩევამდე/საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშვნამდე.

10.ცესკოს წევრის/ცესკოს თავმჯდომარის არჩევის შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილება მისი მიღებიდან 7 დღეში წარედგინება ცესკოს. ცესკოს წევრის/ცესკოს თავმჯდომარის დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება მისი გამოცემიდან 7 დღეში წარედგინება ცესკოს. საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის  ორგანული კანონი №4392 - ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის ორგანული კანონი №168 - ვებგვერდი, 28.12.2016წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1274 - ვებგვერდი, 29.07.2017წ. საქართველოს 2021 წლის 28 ივნისის ორგანული კანონი №703 – ვებგვერდი, 29.06.2021წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №1348 – ვებგვერდი, 06.01.2022წ. საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის ორგანული კანონი №3464 – ვებგვერდი, 10.07.2023წ. საქართველოს 2024 წლის 19 მარტის ორგანული კანონი №4089 – ვებგვერდი, 25.03.2024წ.

წინა მუხლი 9შემდეგი მუხლი 11

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 2025-12-17 · №101

2
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
3
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საჯარო სამსახურის … 27მუხლი 27საჯარო სამსახურის … 27

მიუთითებენ მასზე

მუხლი 13მუხლი 28

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 14ცესკოს შემადგენლობა , ცესკოს არჩევითი წევრებისა და ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობებზე განწესება
  • 16პარტიის მიერ ცესკოს წევრის დანიშვნისა და მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის წესი
  • 18ცესკოს თავმჯდომარის, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილისა და ცესკოს მდივნის უფლებამოსილებები

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 202ცესკოს წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის წესი
  • 195საპროკურორო საბჭოს წევრების არჩევის წესი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

  • 19უსკოს
  • 21პარტიის მიერ უსკოს დროებითი წევრის დანიშვნისა და მ

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 20კომისიის შემადგენლობა

პროკურატურის შესახებ

  • 19საპროკურორო საბჭო

მაუწყებლობის შესახებ

  • 9კომისიის შემადგენლობა

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 23³საბჭოს წევრების არჩევა და მათი უფლებამოსილების შეწყვეტა

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 84საბჭოს წევრთა დანიშვნა და მათი უფლებამოსილების შეწყვეტა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
279271328271920202195141618192110
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაჯარო სამსახურის შესა…საქართველოს საარჩევნო …საჯარო სამსახურის შესა…საქართველოს საარჩევნო …საქართველოს პარლამენტი…აჭარის ავტონომიური რეს…