Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საარჩევნო კოდექსიმუხლი 29

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

მუხლი 29. საარჩევნო კომისიის წევრის/ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

რედაქცია №101კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 29.12.2025.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: საქართველოს საარჩევნო კოდექსი →
  • ამავე სათაურის მუხლი მოქმედ აქტში: მუხლი 13. საარჩევნო კომისიის წევრის / ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა →

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:11¹1²22¹3456789

1.ცესკოს თავმჯდომარეს/წევრს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება საქართველოს პარლამენტის დადგენილებით (გარდა ცესკოში ამ კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული პარტიების მიერ დანიშნული წევრებისა და ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა), ხოლო საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს – ზემდგომი საარჩევნო კომისიის განკარგულებით (გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტითა და ამ კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა): ა) თუ საარჩევნო კომისიის წევრმა მისი არჩევის/საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისი დანიშვნის შემთხვევაში არჩევიდან/დანიშვნიდან 7 დღის ვადაში არ შეწყვიტა საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობა ან/და სამსახური; ბ) თუ საარჩევნო კომისიის წევრმა დაიკავა ამ კანონით განსაზღვრული, საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა; გ) თუ გამოვლინდა საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის ფაქტი; დ) თუ გამოვლინდა, რომ არასწორია საკონკურსოდ წარდგენილ დოკუმენტაციაში მითითებული მონაცემები – ამ ფაქტის გამოვლენის დღიდან; ე) არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 2 თვის განმავლობაში ცესკოს ან საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის/წევრის უფლებამოსილების შეუსრულებლობის ან ცესკოს ან საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის ზედიზედ 3-ჯერ გაცდენის შემთხვევაში; ვ) თუ არსებობს სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან თუ საარჩევნო კომისიის წევრის მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დაადასტურა სასამართლომ – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში; ზ) საარჩევნო კომისიის წევრის დამნიშვნელი პარტიის მიერ ამ კანონით დადგენილი წესით მისი გამოწვევისას – გამოწვევის შესახებ განცხადების წარდგენის შემთხვევაში; თ) თუ გაუქმდა საარჩევნო კომისიის წევრის, როგორც ამომრჩევლის, სტატუსი; ი) საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის, საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტის სისტემატურად ან უხეშად დარღვევისას, ან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა, შესაბამისი საფუძვლის არსებობისას.

1¹.კომისიის წევრს იმავე ან სხვა საარჩევნო კომისიის წევრად არჩევის/დანიშვნის შემთხვევაში უფლებამოსილება ვადამდე უწყდება არჩევის/დანიშვნის შესახებ სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან, რასაც შესაბამისი საარჩევნო კომისია ცნობად იღებს და აფორმებს საარჩევნო კომისიის სხდომის საოქმო ჩანაწერით.

1².ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საარჩევნო კომისიის არჩეულ/დანიშნულ წევრს უფლებამოსილება უწყდება სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის/გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე.

2.საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, კომისიის მდივნის თანამდებობიდან გადადგომისას: ა) ცესკოს თავმჯდომარის გადადგომის თაობაზე განცხადება წარედგინება საქართველოს პარლამენტს; ბ) ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის, ცესკოს მდივნის გადადგომის თაობაზე განცხადება წარედგინება ცესკოს; გ) საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, კომისიის მდივნის გადადგომის თაობაზე განცხადება წარედგინება შესაბამის საარჩევნო კომისიას.

2¹.ცესკოს თავმჯდომარის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის გადადგომის თაობაზე განცხადების წარდგენის შემთხვევაში ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტად ითვლება ამ განცხადების რეგისტრაციის მომდევნო დღე.

3.ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე, ცესკოს მდივანი, საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის მდივანი თანამდებობიდან ვადამდე თავისუფლდება შესაბამისი საარჩევნო კომისიის განკარგულებით.

4.საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული/საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული ცესკოს წევრის გარდაცვალების შემთხვევაში საქართველოს პარლამენტი ცნობად იღებს აღნიშნულ ფაქტს, რაც ფორმდება საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომის საოქმო ჩანაწერით. ცესკოს მიერ არჩეული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში ცესკო ცნობად იღებს აღნიშნულ ფაქტს, რაც ფორმდება ცესკოს სხდომის საოქმო ჩანაწერით.

5.ერთი და იმავე საფუძვლით საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის/ თავმჯდომარის მოადგილის/მდივნის თანამდებობიდან გადაყენების, აგრეთვე საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის 6 თვის განმავლობაში ზედიზედ ორჯერ დაყენება აკრძალულია.

6.პარტიების მიერ საარჩევნო კომისიებში დანიშნულ წევრებს ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და ამ კანონის მე-13 მუხლისა) გათვალისწინებულ შემთხვევებში უფლებამოსილება ვადამდე უწყდებათ სასამართლოს გადაწყვეტილებით.

7.ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ერთ-ერთი საფუძვლის არსებობისას საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის/თავმჯდომარის მოადგილის/კომისიის მდივნის გადადგომის, საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავს და წყვეტს საქართველოს პარლამენტი 15 დღის ვადაში ან უფლებამოსილი საარჩევნო კომისია 5 დღის ვადაში. გადაწყვეტილება მიიღება იმავე წესით, როგორითაც მოხდა მათი არჩევა.

8.თუ გადადგომის/უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე განცხადება ამ მუხლით დადგენილ ვადაში არ დაკმაყოფილდა, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე/თავმჯდომარის მოადგილე/კომისიის მდივანი თანამდებობიდან გადამდგარად ჩაითვლება, საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილება შეწყვეტილად ჩაითვლება ავტომატურად, ამ ვადის გასვლის მომდევნო დღიდან.

9.აკრძალულია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის გამოწვევა კენჭისყრის დღემდე ბოლო 20 დღის განმავლობაში, კენჭისყრის დღეს და კენჭისყრის დღის მომდევნო დღეს. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3269 – ვებგვერდი, 27.07.2018წ. საქართველოს 2021 წლის 28 ივნისის ორგანული კანონი №703 – ვებგვერდი, 29.06.2021წ. საქართველოს 2024 წლის 19 მარტის ორგანული კანონი №4089 – ვებგვერდი, 25.03.2024წ. საქართველოს 2025 წლის 4 მარტის ორგანული კანონი №332 – ვებგვერდი, 06.03.2025წ.

რედაქციების შედარება

1. ცესკოს თავმჯდომარეს/წევრს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება საქართველოს პარლამენტის დადგენილებით (გარდა ცესკოში ამ კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული პარტიების მიერ დანიშნული წევრებისა და ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა), ხოლო საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს – ზემდგომი საარჩევნო კომისიის განკარგულებით (გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტითა და ამ კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა): ა) თუ საარჩევნო კომისიის წევრმა მისი არჩევის/საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისი დანიშვნის შემთხვევაში არჩევიდან/დანიშვნიდან 7 დღის ვადაში არ შეწყვიტა საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობა ან/და სამსახური; ბ) თუ საარჩევნო კომისიის წევრმა დაიკავა ამ კანონით განსაზღვრული, საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა; გ) თუ გამოვლინდა საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის ფაქტი; დ) თუ გამოვლინდა, რომ არასწორია საკონკურსოდ წარდგენილ დოკუმენტაციაში მითითებული მონაცემები – ამ ფაქტის გამოვლენის დღიდან; ე) არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 2 თვის განმავლობაში ცესკოს ან საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის/წევრის უფლებამოსილების შეუსრულებლობის ან ცესკოს ან საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის ზედიზედ 3-ჯერ გაცდენის შემთხვევაში; ვ) თუ არსებობს სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან თუ საარჩევნო კომისიის წევრის მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დაადასტურა სასამართლომ – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში; ზ) საარჩევნო კომისიის წევრის დამნიშვნელი პარტიის მიერ ამ კანონით დადგენილი წესით მისი გამოწვევისას – გამოწვევის შესახებ განცხადების წარდგენის შემთხვევაში; თ) თუ გაუქმდა საარჩევნო კომისიის წევრის, როგორც ამომრჩევლის, სტატუსი; ი) საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის, საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტის სისტემატურად ან უხეშად დარღვევისას, ან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა, შესაბამისი საფუძვლის არსებობისას. 1 1 . კომისიის წევრს იმავე ან სხვა საარჩევნო კომისიის წევრად არჩევის/დანიშვნის შემთხვევაში უფლებამოსილება ვადამდე უწყდება არჩევის/დანიშვნის შესახებ სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან, რასაც შესაბამისი საარჩევნო კომისია ცნობად იღებს და აფორმებს საარჩევნო კომისიის სხდომის საოქმო ჩანაწერით. 1 2 . ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საარჩევნო კომისიის არჩეულ/დანიშნულ წევრს უფლებამოსილება უწყდება სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის/გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე. 2. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, კომისიის მდივნის თანამდებობიდან გადადგომისას: ა) ცესკოს თავმჯდომარის გადადგომის თაობაზე განცხადება წარედგინება საქართველოს პარლამენტს; ბ) ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის, ცესკოს მდივნის გადადგომის თაობაზე განცხადება წარედგინება ცესკოს; გ) საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, კომისიის მდივნის გადადგომის თაობაზე განცხადება წარედგინება შესაბამის საარჩევნო კომისიას. 2 1 . ცესკოს თავმჯდომარის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის გადადგომის თაობაზე განცხადების წარდგენის შემთხვევაში ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტად ითვლება ამ განცხადების რეგისტრაციის მომდევნო დღე. 3. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე, ცესკოს მდივანი, საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის მდივანი თანამდებობიდან ვადამდე თავისუფლდება შესაბამისი საარჩევნო კომისიის განკარგულებით. 4. საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული/საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული ცესკოს წევრის გარდაცვალების შემთხვევაში საქართველოს პარლამენტი ცნობად იღებს აღნიშნულ ფაქტს, რაც ფორმდება საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომის საოქმო ჩანაწერით. ცესკოს მიერ არჩეული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში ცესკო ცნობად იღებს აღნიშნულ ფაქტს, რაც ფორმდება ცესკოს სხდომის საოქმო ჩანაწერით. 5. ერთი და იმავე საფუძვლით საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის/ თავმჯდომარის მოადგილის/მდივნის თანამდებობიდან გადაყენების, აგრეთვე საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის 6 თვის განმავლობაში ზედიზედ ორჯერ დაყენება აკრძალულია. 6. პარტიების მიერ საარჩევნო კომისიებში დანიშნულ წევრებს ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და ამ კანონის მე-13 მუხლისა) გათვალისწინებულ შემთხვევებში უფლებამოსილება ვადამდე უწყდებათ სასამართლოს გადაწყვეტილებით. 7. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ერთ-ერთი საფუძვლის არსებობისას საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის/თავმჯდომარის მოადგილის/კომისიის მდივნის გადადგომის, საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავს და წყვეტს საქართველოს პარლამენტი 15 დღის ვადაში ან უფლებამოსილი საარჩევნო კომისია 5 დღის ვადაში. გადაწყვეტილება მიიღება იმავე წესით, როგორითაც მოხდა მათი არჩევა. 8. თუ გადადგომის/უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე განცხადება ამ მუხლით დადგენილ ვადაში არ დაკმაყოფილდა, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე/თავმჯდომარის მოადგილე/კომისიის მდივანი თანამდებობიდან გადამდგარად ჩაითვლება, საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილება შეწყვეტილად ჩაითვლება ავტომატურად, ამ ვადის გასვლის მომდევნო დღიდან. 9. აკრძალულია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის გამოწვევა კენჭისყრის დღემდე ბოლო 20 დღის განმავლობაში, კენჭისყრის დღეს და კენჭისყრის დღის მომდევნო დღეს. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3269 – ვებგვერდი, 27.07.2018წ. საქართველოს 2021 წლის 28 ივნისის ორგანული კანონი №703 – ვებგვერდი, 29.06.2021წ. საქართველოს 2024 წლის 19 მარტის ორგანული კანონი №4089 – ვებგვერდი, 25.03.2024წ. საქართველოს 2025 წლის 4 მარტის ორგანული კანონი №332 – ვებგვერდი, 06.03.2025წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 6 მარ. 2025
წინა მუხლი 28შემდეგი მუხლი 30

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 2025-12-17 · №101

2
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2025-03-06
2
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 13

მიუთითებენ მასზე

მუხლი 16მუხლი 78

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 13საარჩევნო კომისიის წევრის / ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა
  • 22საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა დანიშვნის / არჩევის წესი
  • 28საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა არჩევა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

  • 18საარჩევნო
  • 32საუბნო
  • 13საარჩევნო

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 202ცესკოს წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის წესი

ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ

  • 12კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ

  • 32²საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ

  • 6საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ

  • 4პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადა

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 43მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა და შეჩერება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1232²641316784320213222818321329
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საარჩევნო …საქართველოს საარჩევნო …აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს პარლამენტი…ყოფილ სამხრეთ ოსეთის ა…ადგილობრივი თვითმმართვ…