საქართველოს საარჩევნო კოდექსი

მუხლი 150. საკრებულოს არჩევნების შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში

რედაქცია №101კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საოლქო საარჩევნო კომისიას შეუძლია კენჭისყრის შედეგები ბათილად ცნოს იმ საარჩევნო უბანში, სადაც უხეშად დაირღვა ეს კანონი. იმ საჩივრების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, რომელთა საფუძველზედაც შესაძლოა უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობა, დაუშვებელია საოლქო საარჩევნო კომისიაში არჩევნების შედეგების შეჯამება.

2.საარჩევნო ოლქში არჩევნები ბათილად იქნება ცნობილი, თუ აღნიშნულ ოლქში ბათილად ცნობილ ბიულეტენთა რაოდენობა ამ ოლქში არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტია და გავლენას ახდენს არჩევნების შედეგებზე.

3.საოლქო საარჩევნო კომისია თავის სხდომაზე ადგენს არჩევნების შედეგებს და ადგენს ოქმს.

4.მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული ოქმების საფუძველზე ადგენს: ა) ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას; ბ) არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობას; გ) ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობას; დ) საარჩევნო სუბიექტისათვის მიცემული ხმების რაოდენობას.

5.საოლქო საარჩევნო კომისიის არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმში აღინიშნება ამ კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები. ოქმი დგება 1 ეგზემპლარად, რომელიც არჩევნების შედეგების შეჯამებიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა გადაეცემა ცესკოს.

6.საკრებულოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის ერთი დამოწმებული ფოტოასლი შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში ინახება. ოქმის დამოწმებული ფოტოასლები გადაეცემათ შესაბამისი საკრებულოს სამანდატო კომისიას და პარტიების წარმომადგენლებს.

7.საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის ასლი შედეგების შეჯამებისთანავე, დაუყოვნებლივ გამოაკრას თვალსაჩინო ადგილას საყოველთაო გაცნობისათვის.

8.მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 10 დღის ვადაში საოლქო საარჩევნო კომისია ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს ცნობას შესაბამის ოლქში არჩევნების შედეგების შესახებ. ამ ცნობაში მითითებული უნდა იყოს აგრეთვე არჩევნებში არჩეული საკრებულოს წევრის დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი), თანამდებობა (საქმიანობა) და სამუშაო ადგილი (არსებობის შემთხვევაში). საქართველოს 2014 წლის 7 მარტის ორგანული კანონი №2093 - ვებგვერდი, 14.03.2014წ. საქართველოს 2014 წლის 17 აპრილის ორგანული კანონი №2289 - ვებგვერდი, 17.04.2014წ. საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №5438 - ვებგვერდი, 12.07.2016წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3266 – ვებგვერდი, 13.08.2018წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6854 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2023 წლის 6 ოქტომბრის ორგანული კანონი №3560 – ვებგვერდი, 24.10.2023წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საოლქო საარჩევნო კომისიას შეუძლია კენჭისყრის შედეგები ბათილად ცნოს იმ საარჩევნო უბანში, სადაც უხეშად დაირღვა ეს კანონი. იმ საჩივრების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, რომელთა საფუძველზედაც შესაძლოა უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობა, დაუშვებელია საოლქო საარჩევნო კომისიაში არჩევნების შედეგების შეჯამება. 2. საარჩევნო ოლქში არჩევნები ბათილად იქნება ცნობილი, თუ აღნიშნულ ოლქში ბათილად ცნობილ ბიულეტენთა რაოდენობა ამ ოლქში არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტია და გავლენას ახდენს არჩევნების შედეგებზე. 3. საოლქო საარჩევნო კომისია თავის სხდომაზე ადგენს არჩევნების შედეგებს და ადგენს ოქმს. 4. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული ოქმების საფუძველზე ადგენს: ა) ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას; ბ) არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობას; გ) ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობას; დ) საარჩევნო სუბიექტისათვის მიცემული ხმების რაოდენობას. 5. საოლქო საარჩევნო კომისიის არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმში აღინიშნება ამ კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები. ოქმი დგება 1 ეგზემპლარად, რომელიც არჩევნების შედეგების შეჯამებიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა გადაეცემა ცესკოს. 6. საკრებულოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის ერთი დამოწმებული ფოტოასლი შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში ინახება. ოქმის დამოწმებული ფოტოასლები გადაეცემათ შესაბამისი საკრებულოს სამანდატო კომისიას და პარტიების წარმომადგენლებს. 7. საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის ასლი შედეგების შეჯამებისთანავე, დაუყოვნებლივ გამოაკრას თვალსაჩინო ადგილას საყოველთაო გაცნობისათვის. 8. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 10 დღის ვადაში საოლქო საარჩევნო კომისია ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს ცნობას შესაბამის ოლქში არჩევნების შედეგების შესახებ. ამ ცნობაში მითითებული უნდა იყოს აგრეთვე არჩევნებში არჩეული საკრებულოს წევრის დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი), თანამდებობა (საქმიანობა) და სამუშაო ადგილი (არსებობის შემთხვევაში). საქართველოს 2014 წლის 7 მარტის ორგანული კანონი №2093 - ვებგვერდი, 14.03.2014წ. საქართველოს 2014 წლის 17 აპრილის ორგანული კანონი №2289 - ვებგვერდი, 17.04.2014წ. საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №5438 - ვებგვერდი, 12.07.2016წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3266 – ვებგვერდი, 13.08.2018წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6854 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2023 წლის 6 ოქტომბრის ორგანული კანონი №3560 – ვებგვერდი, 24.10.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №82 · ძალაშია 24 ოქტ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 28 ივლ. 2020 – 1 იან. 2021 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2726257523921588482787677150
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საარჩევნო …საქართველოს საარჩევნო …აჭარის ავტონომიური რეს…რეფერენდუმის შესახებსაქართველოს პარლამენტი…ადგილობრივი თვითმმართვ…